Nika
მე მგონი
Tomaმართალს ამბობს, მეტეოზეც და ტბაზეც შეიზლება მოხვდე პარკის მთავარი შესასვლელის გარეშეც(მცველებთან ურთიერთობის გარეშე) სოფელი ზუსტად არ მახსოვს მაგრამ ლაგოდეხს უნდა გაცდე და იქიდან ტუ არ ვცდები 3ან 6 კმია მაგრამ მაგარი სკლონით(თუ 1-2 ცხენს დაიქირავებ ბარგისათვის სადღაც 3-4 სთ დაგჭირდეს ადამიანს)
ბუნების დაცვის მცოფლიო კავშირის(IUCN)კატეგორიით ეროვნულ პარკს (ე.პ. არსდება ბუნებრივი მშვენიერებით გამორჩეულ ტერიტორიაზე,სადაც წარმოდგენილია უნიკალური, იშვიათი ან მოწყვლადი ერთი ან რამდენიმე ეკოსისტემა და ველურ ცოცხალ ორგანიზმთა სახეობები)მინიჭებული აქვს IIკატეგორია, აქ გამოყოფენ შემდეგ ზონებს:
ბუნების მკაცრი დაცვის ზონა-სადაც წარმოებს ბუნების დაცვა, სამეცნიერო კვლევა და საგანმანათლებო საქმიანობები.
ბუნების მართვადი დაცვის ზონა-აქ,სამეცნიერო კვლევისა და საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა დასაშვებულია აგრეთვე ტურიზმიც.
ვიზიტორთა ზონა-სადაც დაშვებულია სამეცნიერო კვლევა , ტურიზმი, დასვენება და საგანმანათლებლო საქმიანობა.
აღდგენის ზონზ-ეს ზონა ეწყობა დაზიზნებული ბუნების ობიექტების და ტერიტორიების აღდგენის მიზნით , სხვა საქმიანობა აქ დაშვებული არ არის.
ისტორიული კულტურული ზონზ - ეწყობა ბუნებრივი გარემოს , ისტორიული კულტურული და არქიტექტურული ძეგლების დაცვის, მოვლი- პატრონობისა და აღდგენის მიზნით. დაშვებულია რეკრეაციია,ტურიზმი,საგანმანათლებლო საქმიანობა.
ადმინისტრაციული ზონზ-ეწყობა ეროვნული პარკის ადმინისტრირებისთვის აუცილებელი შენობა ნაგებობების გასათავსებლად.
ტრადიციული გამოყენების ზონა-განკუთვნილია ტრადიციული გამოყენებასთან დაკავშოირებულ სამეურნეო საქმიანობისათვის, აქ შეიძლება დაშვებული იყოს თიბვა, ძოვება,შეშის დამზადება და სხვა,მაგრამ აკრძალულია ხვნა-თესვა,ნაგებობების აშენება.
ეს უბრალოდ ცნობისათვის,რისი მოთხოვნის უფლება გვაქვს და რისი არა
