ბახმაროში დანისლულები ანუ არნახული მზის ამოსვლა 17/18.08.12
Posted: 23 აგვ 2013, 09:04
შემრცხვა, ნამცეც! გულით კი მართლა თქვენთან ვიყავი. ღამე იმ წვიმას ისე განვიცდიდი, თითქოს მე მაწვიმდა და დილით დარეკვა მერიდებოდა. ვეცდები, გაისად მე მოვაწყო ბახმაროს გასვლა და ფიზიკურადაც გიმასპინძლოთ. თუმცა მე მირჩევნია, მარშრუტი ერთი დღით გავაგრძელო და ჩემს სოფელშიც ავიდეთ - საყორნიას და ფაფარას მთას ვერ დაგახვედრებთ, მაგრამ ლამაზი სოფელი მაქვს.namcecuna wrote:
დიდი, ძალიან დიდი, უზარმაზარი მადლობა ირაკლის-გურულს , რომელიც ერთი ფიზიკურად არ იყო ჩვენთან, თორემ ინტენსიურ კონტაქტს, გამხნევებას, იმედს და ნუგეშს არ გვაკლებდა და ძალიან გვეხმარებოდა
მზის ამოსვლა რომ ვერ ნახეთ, ცხადია, ცუდია, მაგრამ იქ სანახავი ისედაც ბევრია და თან ამდენი კარაველი ერთად - წარმომიდგენია, რამხელა დოპინგს მიიღებდით ამ ორ დღეში.
პ.ს. რამდენი მონატრებული, დიდი ხნის უნახავი კარაველი, მაგრამ ფოტოებში გოგონას დანახვა სიურპრიზი იყო - ბოლო გვერდებზე სიას არც ვკითხულობდი და არც ვიცოდი, ეგ თუ მოდიოდა. ნუცი - მგონი, თუშეთის იმ დაუვიწყარი გასვლის მერე არც გვინახავს ერთმანეთი.
კინალოკო, ნამცეც - არც თქვენც მინახიხართ, საუკუნეა. ლომი არ იყო თქვენთან?