...გაგიკვირდებათ და არასდროს მინდოდა თუშეთში წასვლა,-არც ამჯერად.
როგორც არ უნდა წარმოიდგინო შენს გონებაში, რეალობა მაინც განსხვავებულია, მეც ჩემი მოგზაურობა წინასწარ წარმოვიდგინე და ახლა ვირტუალურად დაბრუნებული ხელახლა ვაცილებდი საკუთარ თავს თუშეთისკენ

ვინ თქვა, რომ სასიამოვნოა 5 საათი გამონაბოლქვში და მტვერში გახვეული ,,კამაზი"-ს საბარგულით მგზავრობა, მაგრამ ვინ თქვა, რომ მძღოლის გვერდით ჯდომა, უკეთესია? არ დაიჯეროთ, ეს მხოლოდ საბარგული არ არის, ას არის ემოციების საბარგული.
ჩემი წინა დღის სურნელოვანი აბაზენებიდან 10 წუთში კვალიც აღარ დარჩა, მთაშენკა, რომელიც ყოველთვის ფორმაშია და შესანიშნავად გამოიყურება ახლა მტვრისგან თმაგადათეთრებული იჯდა საბარგულის კუთხეში. თამუსიას გზის დასაწყისშივე უხვად დაეღვარა თავზე და არამარტო თავზე კლდიდან ჩამოღვრილი წყალი


მე რაც შემეძლო კისერწაგრძელებული და სულგანაბული ვიდექი ძარაზე და ვცდილობდი არაფერი გამომპარვოდა.
ამასობაში ჩავუარეთ თორღვას აბანოებს და მივადექით აბანოს უღელტეხილს...და მოედო ქალაქელთა ოცეული თუშეთის მწვერვალებს

