უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 09 თებ 2012, 17:40
ამ შესვენების შემდეგ უკვე მალევე მივადექით იმ ადგილს, სადაც სამანქანო გზას მარჯვენა მხრიდან ბილიკი უერთდებოდა. გზა სწორედ ამ ბილიკით უნდა განგვეგრძო. როგორც N67-ის ნათქვამიდან ვიცოდი ამ ბილიკით ასე 200 მეტრში გავიდოდით ნათიფურუს ქოხამდე საიდანაც ტობა ვარჩხილამდე უკვე სულ ბილიკ-ბილიკ უნდა გვევლო.
სწორედ ამ ადგილას ბილიკთან ახლოს ნაკადული მოჩქეფდა საიდანაც საკმაოდ დაღლილებმა წყურვილი მოვიკალით და მომავალი მარაგიც შევივსეთ. დღეს ეს დაუსრულებელი აღმართები საკმაოდ მხნედ ამოვიარეთ, თუმცა ადგილზე მისულები მოვდუნდით რამაც დაღლა გვაგრძნობინა.
ნაკადულთან
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
გიორგი ყვავილებს უღებს ფოტოს
Uploaded with
ImageShack.us
სწორედ ამ ადგილას უერთდება ბილიკი სამანქანო გზას
Uploaded with
ImageShack.us
-
shoda1121
- იეტი
- Posts: 3178
- Joined: 23 აგვ 2011, 15:52
- Location: პლანეტა რაჭა
Post
by shoda1121 » 09 თებ 2012, 17:50
კარგი რეპორტაჟია ბერნარ
იმედია უფრო ზემოთაც ესე დაწვრილებით იქნება აღწერილი.
მოვლენებს დავასწრებ და გკითხავ, ოხოჯეც ნახე და კალიაშის(კოლიაშის) ტბაც?
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدÙنَــــا الصÙّرَاطَ Ø§Ù„Ù…ÙØ³ØªÙŽÙ‚Ùيمَ
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 09 თებ 2012, 17:52
ბილიკზე რამოდენიმე წუთის სიარულის შემდეგ უკვე ქოხთან ვიყავით: ქოხი მთის თხემზეა დადგმული საიდანაც ხობისწყლის ხეობაზე ულამაზესი ხედი იშლება! ეს ორი დღე ტყეში სიარულით ხედებს და სივრცეს მონატრებულები ვიყავით და ამიტომ კარგა ხანი ვტკბებოდით იქაურობით.
ხედები ნათიფურუს ქოხიდან
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 09 თებ 2012, 17:54
shoda1121 დიდი მადლობა!
ნახვით ოხოჯე და დიდი ტობა ვარჩხილი ვნახეთ.
რაც შეეხება კალიაშის ტბას, ის ზემოდან დავათვალიერეთ: მის ნაპირას აღარ ჩავსულვართ.

-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 09 თებ 2012, 18:00
ჯერ-ჯერობით მხოლოდ 1 საათი იყო ამიტომ შეგვეძლო კარგად დაგვესვენა. ქოხი მოლაშქრეებისათვის საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა: საკმაოდ ფართეც იყო და თან ხის ორი განიერი ლოგინიც იყო დადგმული!
მოშიებულებმა თხილით, შოკოლადებით და სხვადასხვა ტკბილეულით ჩავიტკბარუნეთ პირი და დროის გასაყვანად კარტის თამაში გავაჩაღეთ.
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 09 თებ 2012, 18:14
ასე თამაშ-თამაშში გავიდა 2 საათი და ჩვენც აბარგება გადავწყვიტეთ. დღეს აქ დარჩენას ჯობდა გზა გაგვეგრძელებინა და ბარემ მესამე ქოხში გადავსულიყავით, საიდანაც უკვე ერთ დღეში ოხოჯეზე აღმოვჩნდებოდით!
დამავიწყდა მეთქვა, რომ მუხურის შემდეგ სწორედ ნათიფურუს მთაზე იჭერს მობილური (მხოლოდ მაგთი). სწორედ ამიტომ სანამ დაჭერის ზონაში ვიყავით მშობლებთან და ახლობლებთან გადავრეკეთ და დავამშვიდეთ.
როგორც ყოველთვის დაძვრა აქაც გაგვიჭირდა, თუმცა ნელ-ნელა შევეჩვიეთ ზურგჩანთებს და ისევ ენერგიულად დავადექით ბილიკს. ამჯერად უკვე ბევრად უფრო საინტერესო გზა გველოდა წინ: იმის გამო რომ უკვე საკმაოდ მაღალზე ვიყავით, ირგვლივ შესანიშნავი ხედები იშლებოდა და ამასთან ალპურ ზონაში ბევრად მეტი ყვავილები ხარობდა!
ქოხიდან წამოსულები სიმაღლეს რაც უფრო ვიღებდით, მით უფრო უკეთესი სანახავი ხდებოდა იქაურობა:
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
-
QAQUCA
- იეტი
- Posts: 1024
- Joined: 17 თებ 2007, 22:12
- Location: 27-ზე 791-ე
Post
by QAQUCA » 10 თებ 2012, 00:05
ტბას ვერ ვხედავ ტბას

ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 10 თებ 2012, 00:56
-
QAQUCA
- იეტი
- Posts: 1024
- Joined: 17 თებ 2007, 22:12
- Location: 27-ზე 791-ე
Post
by QAQUCA » 10 თებ 2012, 02:00
რატომ გვტანჯავ ძმაო

გაიხარე კაი კაცი ხარ ასე განაგრძე!
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 10 თებ 2012, 11:11
ისე ბოლოდან უნდა დაგეწყო... არის ამაში რაღAვ ველური და დაუოკებელი

-
QAQUCA
- იეტი
- Posts: 1024
- Joined: 17 თებ 2007, 22:12
- Location: 27-ზე 791-ე
Post
by QAQUCA » 10 თებ 2012, 13:28
ჩიქვანიძე გეძებე გეძებე და გიპოვე ფბ-ზე, მოვიხიბლე შენი სურათებით

ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!