Eh_Dato
დიდი მადლობა სურათებისა და მონათხრობისათვის.
PINKY
ჰაო. (ძველი ინდიელების მისალმება).

Mao
Thanks.

დავამატებ იმას, რაც პრინციპში უკვე თქვა დათომ: ეს იყო ძალიან ორგანიზებული სვლა ! კამათი გზისგასაყარზე გრძელდებოდა ხოლმე იმდენ ხანს, რამდენი დროც სჭირდებოდა სულის მოთქმას, ანუ 1-2 წუთი. როცა დათო და გვალვა იტყოდნენ - წავიდეთ მარჯვნივ - მივდიოდით მარჯვნივ.

ადვილად შეიძლებოდა გზის დაბნევა ! კიდევ კარგი დათო უკვე ნამყოფი იყო ტბაზე. გზა რომ დაგვბნეოდა ან ვინმე დაღლილიყო და ვერ ევლო - ტბამდე ვერ ავიდოდით !
ღრმა თოვლში რომ ავდიოდით მე სხვადასხვა მეთოდები მოვსინჯე სასიარულოდ, მაგრამ მაინც დავიღალე - ეფექტური არცერთი არ გამოდგა.
უკანა გზაზე კინაღამ მოვკვდი.

ყველა გვეუბნებოდა ვერ ახვალთ, ვერ ახვალთო. ხო მაინც ავედით ! ისიც გვითხრეს, რომ ტბა არ იქნება გაყინულიო. ტბა მთლიანად გაყინული დაგვხვდა.
