მუხრანი–ძალისი–წილკანი 05.10.2011

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia


Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
მუხრანი–ძალისი–წილკანი 05.10.2011

Post by Ketevan Guliashvili » 07 ოქტ 2011, 14:40

ძალისი.
Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
მუხრანი–ძალისი–წილკანი 05.10.2011

Post by Ketevan Guliashvili » 07 ოქტ 2011, 14:43

ძალისის ნაქალაქარი თარიღდება ძვ. წ. II-ახ. წ. VIII საუკუნეებით.
მოსახლეობა თავდაპირველად მდინარე ნარეკვავის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ძალისის გორაზე (ფართობი: 5-6 ჰა) დასახლებულა. ანტიკურ ხანაში, ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე, გაზრდილი მოსახლეობის ნაწილი მდინარე ნარეკვავის მარცხენა ნაპირზე გადასულა საცხოვრებლად და აქ ვაკეზე დიდი დასახლება წარმოქმნილა, რომელიც, როგორც ჩანს, ქალაქის არისტოკრატთა უბანს წარმოადგენდა. ძალისის გორაზე აღმოჩნდა ალიზის აგურით ნაგები, ბრტყელი და ღარისებრი კრამიტებით გადახურული, მარნიანი საცხოვრებელი ნაგებობანი, რომლებიც ნაქალაქარის ტერიტორიაზე გათხრილი ძეგლების თანადროულია. გორას შემოვლებული ჰქონია ალიზის გალავანი.
1971-1982 წლებში ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ნასტაგისის მცხეთის რაიონის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ნაქალაქარი გათხარა.
ნაქალაქარზე გაითხარა ტაძარ-სასახლის (ტაძარი, სასახლე, აბანო) და აბანოს კომპლექსები. აბანოები ნაშენია რიყის ქვითა და დუღაბით, ყველა სხვა ნაგებობა - ალიზის აგურით. ტაძარ-სასახლეების კედლები შიგნიდან გაჯით, ზოგან კი სუფთა კირხსნარითაა შელესილი. ყველა ნაგებობა გადახურული ყოფილა კრამიტით. დიდი რაოდენობით აღმოჩნდა კერამიკული მასალა, სარკმლის მინის და მინის ჭურჭლის ნატეხები, ლითონის ნივთები და ა. შ. მოპოვებული მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, მცხეთის მუზეუმსა და ნასტაგისის ექსპედიციის ბაზაზე.


Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
მუხრანი–ძალისი–წილკანი 05.10.2011

Post by Ketevan Guliashvili » 07 ოქტ 2011, 14:46

მოზაიკა 12 ფერში ყოფილა შესრულებული, თუმცა ამის წარმოდგენა, ზედ ნადები მტვრის გამო, ახლა უკვე ძნელია



Image


Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
მუხრანი–ძალისი–წილკანი 05.10.2011

Post by Ketevan Guliashvili » 07 ოქტ 2011, 14:51

ტაძარი გეგმით სწორკუთხაა. შედგება დარბაზისა და რამოდენიმე დიდი სენაკისაგან. დარბაზს საზეიმო შესასვლელი სამხრეთით ჰქონდა. ზღურბლის წინ, ეზოს მხარეს ტუფისა და ქვიშაქვის გათლილი ქვებით მოგებული მოედანია (4,9 X 2,75 მ).
დარბაზის (ფართობი 48,6 კვ.მ) იატაკის მოზაიკა (თარიღდება ახ. წ. II საუკუნით) თორმეტი ფერის კენჭისგან არის შედგენილი. კედლების გასწვრივ იატაკს შემოვლებული აქვს შედარებით მსხვილი კენჭების მოზაიკური არშია, აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლების გასწვრივ, არშიების შიგნით რომბებით შევსებული მოედანია (4,8 X 1 მ), შემდეგ წითელი არშიით გამოყოფილია ზოლი, რომელიც მცენარეული ორნამენტითაა დაფარული. მოზაიკაზე წარმოდგენილი გამოსახულებებისა და თვით ნაგებობის ხასიათით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იყო დიონისეს ტაძარი, სადაც დიონისეს კულტთან დაკავშირებული რიტუალი სრულდებოდა.
ტაძარში კიდევ ოთხი დიდი დარბაზია (უდიდესი 85 კვ.მ). მათი იატაკი და კედლები გაჯით ყოფილა შელესილი, კედლები - მოხატული. ყველა დარბაზში გამართულია დაბალი სამსხვერპლო-საკურთხეველი.
სასახლისაგან შემორჩენილია მხოლოდ ფასადის კოლონების ბაზალტის ქვისაგან გამოკვეთილი ბაზისები, რომლებიც ერთ რიგადაა ჩამწკრივებული ტაძრის დასავლეთის მხრის გაგრძელებაზე.



Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
მუხრანი–ძალისი–წილკანი 05.10.2011

Post by Ketevan Guliashvili » 07 ოქტ 2011, 15:49

აბანო გეგმით ოვალურია და სამი, ერთმანეთთან კარით დაკავშირებული, ცხელი, თბილი და ცივი განყოფილებისაგან შედგება. ცხელი და თბილი განყოფილებების იატაკი კალორიფერის სვეტებზეა დაგებული. კალორიფერის თითოეულ განყოფილებაში სიგრძეზე 9 და სიგანეზე 5 მრგვალი ან ბრტყელი აგურით ამოყვანილი და კირხსნარით შეკავშირებული სვეტი დგას. სვეტების თავზე დევს კერამიკული ფილები (0,58 X 0,05 მ), რომლებზეც დასხმულია ჰიდრავლიკური ხსნარის 0,12-0,15 მ სისქის ფენა. ცივ განყოფილებაში ჩრდილოეთით, მომრგვალებულ ნაწილში მოთავსებულია აბაზანა. ამ განყოფილების იატაკზე ფერადი მოზაიკით გამოსახულია დელფინის თავი, ზღვის ნიჟარა და თევზები. მოზაიკის შუა ნაწილი დაზიანებულია. ცივი აბანო კარით უკავშირდება გათლილი ტუფისიატაკიან დერეფანს (6 X 1,3 მ), საიდანაც შეიძლება გასახდელში (ფართობი 22,7 კვ. მ) მოხვედრა. გასახდელის მოზაიკური იატაკი შემკულია გეომეტრიული ორნამენტით. გასახდელი კარით უკავშირდება ტაძრის დარბაზს.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
მუხრანი–ძალისი–წილკანი 05.10.2011

Post by Ketevan Guliashvili » 07 ოქტ 2011, 15:52

გათხრებით მოპოვებული მასალების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ: ქალაქმა ძვ. წ. II საუკუნიდან ახ. წ. VIII საუკუნის 30-იან წლებამდე იარსება. განვითარების უმაღლეს დონეს ახ. წ. I-III საუკუნეებში მიაღწია. IV საუკუნეში განადგურდა და მის
ტერიტორიაზე ცხოვრება დროებით შეწყდა. VI-VII საუკუნეებში აქ უღიმღამო ცხოვრება კვლავ გაგრძელდა, ხოლო VIII საუკუნუის 30-იან წლებში ქალაქი საბოლოოდ განადგურდა მურვან ყრუს ლაშქრობის დროს.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
მუხრანი–ძალისი–წილკანი 05.10.2011

Post by Ketevan Guliashvili » 07 ოქტ 2011, 15:54

აქედან წილკანისაკენ გავეშურეთ.

Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
მუხრანი–ძალისი–წილკანი 05.10.2011

Post by Ketevan Guliashvili » 07 ოქტ 2011, 16:03

ტაძარი ღვთისმშლობლის სახელზეა აგებული.

წილკანში ეკლესია ქართლში ქრისტიანობის გავრცელების პირველ პერიოდში აუგიათ. ლეონტი მროველის ცნობით ეკლესია ააგოს მირიანის ძემ, ბაკურ II-მ.

„არს ეკლესია წილკანს ღვთისმშობლისა, გუმბათიანი და შვენიერი. აღაშენა მეფემან ბაქარ, ზის ეპოსკოპოზი, მწყემსი მუხრანისა, ორივე არაგვისა და ბაზალეთისა“
(ვახუშტი ბატონიშვილი)

მალე წილკნის ტაძარი საეპისკოპოსო კათედრალად იქცა. წილკნის საეპისკოპოსოში შედიოდა მუხრანი, ბაზალეთი, მთიულეთი, გუდამაყარი და ხევი. V-VI საუკუნეების მიჯნაზე წილკანში არსებული ეკლესიის ნაცვლად აშენდა სამნავიანი ბაზილიკა აუგიათ. წილკნის ტაძარი და მისი სამწყსო საკმაოდ მდიდარი და ძლიერი იყო. ქართველ მღვდელმთავართა შორის წილკნელს მე-19 ადგილი ეჭირა. კათედრალს დიდ დახმარებას უწევდნენ ქართველი მეფეები და დიდგვარიანი ფეოდალები. წილკნის ტაძარი მნიშვნელოვანი ლიტერატურულ-მწიგნობრული კერაც იყო. VI საუკუნის მეორე ნახევარში წილკანში მოღვაწეობდა იოანე ზედაზნელის ერთ-ერთი მოწაფე, ასურელი მამა ისე წილკნელი. ის იქვეა დასაფლავებული. მისი საფლავის ქვა გუმბათქვეშა ჩრდილო-აღმოსავლეთის ბოძთან დევს. XIX საუკუნის დასაწყისში წილკნის საეპისკოპოსო გაუქმდ




ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]