Page 3 of 3

იმერეთ–სამეგრელოს ტური

Posted: 26 სექ 2011, 19:04
by CheLo
მეტი აღარ შემიძლია სურათების ატვირთვა : )) კიდევ ძალიან ბევრ ადგილას ვიყავით მაგრამ ფირზე ყველაფერი არ აღმიბეჭდავს...

იმერეთ–სამეგრელოს ტური

Posted: 26 სექ 2011, 19:25
by domciko
:D:D:D:D:D განსაკუთრებით ბოლო ძალიან მომეწონა :D :D :D ძალიან კარგი იყო... ვისიამოვნე თქვენი გასვლის წაკითხა თუ თვალიერებით :)

იმერეთ–სამეგრელოს ტური

Posted: 26 სექ 2011, 19:27
by CheLo
domciko
8) 8) 8)

იმერეთ–სამეგრელოს ტური

Posted: 26 სექ 2011, 19:29
by domciko
CheLo
:D ჩაქრი

იმერეთ–სამეგრელოს ტური

Posted: 26 სექ 2011, 19:31
by stranger
♥♥♥................................. :D

იმერეთ–სამეგრელოს ტური

Posted: 26 სექ 2011, 19:47
by shoda1121
დიდი მადლობა, ზურა:) ძალიან თბილი და მრავლისმომცველი აღწერისათვის და სურათებისთვის:)
http://www.ambioni.ge/kacxis-macxovris-sobis-eklesia/
კაცხის მონასტრის გარდა აქ თითქმის ყველა ძეგლის სურათია:)
ისე მართლა ძალიან შთამბეჭდავი ტური გამოვიდა:) საქართველოს ულამაზესი ადგილების ტური იყო შეიძლება თამამად ითქვას!
ძალიან ლამაზი იყო მარტვილის კანიონები: მწვანე ან უფრო სწორად შაბიამნისფერში მართლა მრავალფეროვანი (ხავსიანი) ბუნებით... მართლა შთამბეჭდავი პრომეთეს მღვიმე– ნავენახარი და ახალი ათონი არ მაქვს ნანახი და ვერ შევადარებ მაგრამ სათაფლიას ალბათ 10ჯერ ჯობდა....
და კაცხის სვეტი მის უკან მოცეკვავე ღრუბლების ფონზე...
მაგრამ საქართველოს ულამაზესი ადგილები მეგონა მხოლოდ ეს სამი იყო რაც უნდა გვენახა, მაგრამ შენი არ იყოს ზურა, მეც უდიდესი სიამოვნება მივიღე მარტვილის მონასტერში ვიზიტის შემდეგ...
რაც შეეხება ჭიათურას, მართლაც უნიკალური რელიეფი აქვს:) ჩვენ მეორე საბაგიროზე ავედით–ისეთი შეგრძნებაა თითქოს კლდეს ეხეთქები და ზემოდან კი ულამაზესი ხედებია:)
http://oxun.ge/uploads/posts/2011-03/13 ... 081779.jpg
კაცხის მონასტერს და ნოქალაქევში 40 სებასტიელ მოწამეთა ტაძარს უნიკალური არქიტექტურა აქვს;
ასევე ძალიან დიდი სულიერი სიამოვნება მივიღე უბისაშიც, მართლა მაგარია თავისი პატარა ბიბლიოთეკით და ძველი წიგნების სურნელით;
ნოქალაქევი აიეტის სამშობლო ეგეთი განსაკუთრებული არაა და არ გვინდოდა მისი შეყვანა თავიდან გეგმაში–მაგრამ რაკი გაირკავ რომ ძალიან ახლოს ვიყავით ვნახეთ– ნანგრევები განსაკუთრებული არაა–უბრალოდ ისტორიით სიამაყის გრძნობას თუ აღგიძრავს მაგრამ ეკლესია და ჩასასვლელი ქვემოთ მდინარეზე თან ასეთ წვიმაში დასამახსოვრებელი იყო;
ღამით ქეიფი და თამაში, სიმღერები ... მართლა დასამახსოვრებელი იყო: თუმცა შეგვეძლო საღამოს საჩხერეში რესტორან მევენახეშიც გვექეიფა თუმცა ხარჯები შევამცირეთ;)
უფრო მეტი დროის ქონის შემთხვევაში: მაგალითად 3დღიანზე: შეიძლება მოთენას მღვიმის და ონიორეს ჩანჩქერის ნახვაც მარტვილში: ან დადიანების სალხინოს რეზიდენციის რაც ჩვენ არ ჩავთვალეთ საჭიროდ: ან თუნდაც ზუგდიდსა და ანაკლიაში გზის გაგრძელება;
ქუთაისის მხარეში შეიძლება გელათი-მოწამეთა-სათაფლია; ზემო იმერეთში: მოდინახე, სავანე, სხვიტორი=აკაკის სახლ-მუზეუმი და ეკლესია;და ასევე მღვიმევის მონასტერი ჭიათურაში რომელიც იკეტება 4 საათზე; და ნაგუთის ახალი ეკლესიაც ქალაქში; ულუმბოც და რავი ბევრი რამ:) დროზეა დამოკიდებული:) ჩვენ მართლა ბევრი რამ მოვასწარით:) და მე ასეთ მრავალფეროვან ტურში რაც ბოლოს ჩამოვთვალე მარტო ონიორეს 60მეტრიან ჩანჩქერზე და და ზუგდიდის (და არა სალხინოს) დადიანების რეზიდენციაზე(მის სანახავად ჭიათურაზე უარი უნდა გვეთქვა) მწყდება გული–თუმცა სხვა დროს ვნახავთ:)

იმერეთ–სამეგრელოს ტური

Posted: 26 სექ 2011, 19:54
by shoda1121
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rus ... 11+13%3A00
აი ამ ვიდეოშია ლაპარაკი მარტვილის რაიონის სხვა ღირსშესანიშნაობებზე:)
და კიდევ იმას დავამატებდი, რომ მე როცა დილით გავიღვიძე ნაწვიმარი იყო მთელი ღამის, და სოფელში გავისეირნე– მიწის, ხეების სურნელი, წვიმის შედეგად წარმოქმნილი პატარა ნაკადულები და მათში არეკლილი ბუნება, დაუმწიფებელი ხურმა... მთელი გასვლის ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი მომენტი იყო ეგ ჩემთვის– ჩემი სოფელი გამახსენდა რაჭაში... მართლა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე სამეგრელომ...

იმერეთ–სამეგრელოს ტური

Posted: 26 სექ 2011, 20:20
by shoda1121
და რა თქმა უნდა ძალიან მიხარია რომ კიდევ ერთი და განსაკუთრებული კარველი გავიცანი!!! მარტო ლაშქრობის აღწერას ვინც წაიკითხავს მიხვდება როგორი გულით, შემართებით და ემოციებით იყო ჩვენთან ერთად!!!
marita 777 და დოლიძელი თავკვეთულაზე წამოვიდნენ ჩვენთან ერთად ამას წინ კიდევ- მაშინ შედარებით ნაკლებად შეკრულები ვიყავით გასვლის მონაწილეები=თან ერთდღიანიც იყო-და ამ გასვლისგან განსხვავებით ნახევარი ჩემმა თანამშრომელმა დაპატიჟა და მე არც ვიცნობდი; მაშინ ჩვენს გასვლაში ძალიან დიდი პოზიტიური მუხტი შემოიტანეს ამ 2მა მართლა ძალიან კარგმა ადამიანმა-და იმედასთან საუბარმა გარკვეულწილად განაპირობა ამ მარშუტის შედგენა;) თვითონაც დამეთანხმება რომ მის საყვარელ ადგილებზე ვიყავი... ადგილებზე რომლებიც მართლა უნდა ნახოთ ყველამ...
სიამოვნებით შემოგიერთდებით გასვლებში კარველებს!!! თუ დამაცადეს/დამასვენეს ეშხში შესულმა ზოგიერთმა ჩემმა მეგობარმა :))))

იმერეთ–სამეგრელოს ტური

Posted: 27 სექ 2011, 11:42
by Nika
ოკუპანტების საიტზე დადებული ფოტოები არ იხსნება ჩემთან.

იმერეთ–სამეგრელოს ტური

Posted: 27 სექ 2011, 12:07
by shoda1121
nika
ეს საიტი არაა დაბლოკილი; სახლიდან სცადე-შეიძლება სამსახურში დაბლოკეს ზოგიერთი საიტი;)
ისე ჩვენ გზაზე 'ოკუპანტ' ენაზეც შევასრულეთ სიმღერები :)

იმერეთ–სამეგრელოს ტური

Posted: 27 სექ 2011, 12:59
by CheLo
Nika
Pix.ge - ზე ვერ ავტვირთე....!!!!დავიწყე და ჭედავდა ბმულს არ მაძლევდა.... და მერე ამდენი სურათი სათიტაოდ ვტვირთე რადიკალზე....

იმერეთ–სამეგრელოს ტური

Posted: 21 ივნ 2012, 17:39
by shoda1121
აღარც მახსოვდა ამ გასვლის თემა თუ იდო კარავზე :))

იმერეთ–სამეგრელოს ტური

Posted: 11 ოქტ 2012, 15:09
by shoda1121
ესეც