ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნაიამ ეს გასვლა მოინდომა.
მსურველებიდან არავინ ჩანდა ისეთ, რომლებსაც ეს მარშუტი გავლილი ჰქონდათ, ამიტომაც ჭია შემომიჩნდა, რომ მეგობრები ამ გზაზე მარტო არ უნდა გამეშვა. მართალია GPS კაი რამეა, მაგრამ სრულიად უცხო გზაზე მარტო მაგ ნივთის ამარა რომ მიდიხარ, მაგიც გამომიცდია და მაინც ვერაა მთლად კარგი გრძნობა - ადამიანი რომ გეუბნება იქით წავიდეთო (ლამა არ იგულისხმება

) უფრო საიმედოდ გეჩვენება ადამიანს.
ზოგადადაც კარგად გადაღლილი ვარ - სამი წელია შვებულება რა არის, არ ვიცი, და ჯუთა-აბუდელაურებმა კიდევ უფრო დამქანცა. 45 კაცისთვის თვალის დევნა მაგ სირთულის გზაზე არაა მთლად სასიამოვნო საქმე.
ძველი ხახაბოს გზა კარგი გამოვიდა.
უნდა ითქვას რომ ამ გზის ადვილად დაძლევის მიზეზი რამოდენიმე იყო:
-- ამინდმა საკმაოდ შეგვიწყო ხელი - არც წვიმა იყო, არც ქვისა და თოვლის ნაზვავები შეგვხვედრია გზაზე. მდინარე დაწეული იყო და ჩემდა გასაკვირად თბილიც. მშვენიერი ხილვადობა იყო და უკან და წინ მომავალ თანაკარველებს კარგად ვხედავდით.
-- გათვალისწინებული იყო წინა გასვლების გამოცდილება გზის სირთულესა და სახეობასთან დაკავშირებით. კერძოდ კარაველები წამოვიდნენ წყალში სატოპი ღია ფეხსაცმელებით და რაც შეიძლება ნაკლები ტვირთით, რამაც ბუნებრივია მოძრაობის სიჩქარე მკვეთრად გაზარდა.
-- კარაველები მეტ-ნაკლებად იცავდნენ ლაშქრობისას მოძრაობის წესებს.
დათვიჯვარს რომ გადახვალთ და ქვემოთ დაეშვებით სერპანტინებზე, ერთ ადგილას მარცხნივ მკვეთრი მოსახვევი შეგხვდებათ, წყლის რუებიც მოჩუხჩუხებს და GPS-სი 2500 მეტრს აჩვენებს ზღვის დონიდან. იქ დაიწყო ჩვენი მსვლელობა.
წინ რომ გაიხედავთ, ქედი მოჩანს. ამ ქედის იქით არის ხახაბოსკენ მიმავალი გზა. ამიტომაც ქედი უნდა გადაიაროთ. ქედის გადასვლა მის ყველაზე დაბალ წერტილშია ყველაზე უფრო ჭკვიანური, ამიტომაც აღმოსავლეთისკენ უნდა ავიღეთ გეზი და ნება-ნება შევყევით აღმართს. 2903 მეტრზე ასვლას საათი მოვანდომეთ. ნახევარი საათი კიდევ გავჩერდით დანარჩენების ლოდინსა და სურათების გადაღებაში.
ეს ხედი დათვიჯვრის მხარეს. შორს მოჩანს დათვიჯვრიდან ჩამომავალი გზაც, შორს კიდევ ყინვარმწვერი მოჩანდა.
მეორე მხარეს კი თებულო იმზირება
ესეც მე თებულოს ფონზე.
მზე მწველი იყო. ქედზე მონაბერი ნიავი გვშველოდა. დამცავი მაზი-კრაზების თხიპნაობა ქვემოდანვე დაიწყეს. იანომ მიქელას გამოცდილება გაიზიარა ჯუთა-აბუდელაურების გასვლიდან და სახე მთლიანად დაიფრა ირანელი ქალივით
