nikolozi wrote:ყველაზე მაგარი ის იყო რომ ვერც ერთ ენაზე ვერ აგებინებ !Tamari-ch. wrote:
ჩვენ ნელ ნელა დავეშვით დაბლა, ნიკას ეკიპაჟი კი მხოლოდ ახლა მოვიდა
ხანგრძლივი ძებნის შემდეგ ორიენტრი აღმოჩნდა არა სარქისი არამედ სოფლის მაღაზია - სოფლის მაღაზიასთან უნდა აუხვიოთ ტრასისკენ...
![]()
![]()
შეეკითხები რაიმეს და ნჰააააააა მათი იდეალური პასუხი![]()
![]()
![]()
![]()


ჩვენ კი ვიცინოდით ზუსტად მაგაზე - ავრანლოში რომ ჩავედით ერთი ნამგლიანი ბებო შემოგვხვდა-
როგორ გინდა გააგებინო სად მივდივართ?

- მეგალიტ!!!!
- ნჰაააააა!!!???? -

- ციკლოპიჩესკი !
- ნჰაააა??? - კიდევ უფრო ფართოდ დაჭყიტა თვალები -
- კამნი!!!!. კამნი!!!! ბოლშიე კამნი!!! -
- ნჰააააა???
რა მექნა აღარ ვიცოდი -
ბოლოს გამახსენდა რომ მეგალითები რეხისკენ გზაზე იყო -
- რეხა რეხა!
- აააააა - ტამ რეხა ტამ!
ცოტა ხანში ვიარეთ და ვხედავ კაცს ურემზე -
მე დავიწყე ჩვეული ტექსტი - ტამ! ზდეს! ციკლოპ! კამნი!
მიყურებს გაკვირვებული და მეუბნება..
- ქართველი ხარ??
ახლა მე დავჭყიტე თვალები და დავუქნიე თავი - თან უკვე მეკისკისება...
- ჰოდა ქართულად მელაპარაკე რა ენას იმტვრევო...


ავყირავდით სიცილისგან..
