მეოთხე, ჩვენი ბარსელონაში ყოფნის ბოლო დღეც გათენდა.
წითელი პარასკევი ანუ Viernes Santo იყო. დილიდან წვიმდა
მე, ტომას და ლელას გეგმაში მონსერატის მონასტრის მონახულება გვქონდა, მაგრამ ამინდის გამო გეგმა არ შეგვიცვლია, გოგოებმა კი იმ დღის ბარსელონაში გატარება გადაწყვიტეს.
ჩვენ კი ვიყიდეთ ტრანსმონსერატის ბილეთი და გავემართეთ მონსერატის მიმართულებით.

(ტომას წარწერაში შეცდომაა, მონსერატი უნდა ეწეროს

)
მონსერატის მონასტერი ბარსელონადან 50 კმ-ში , მონსერატის მთაზეა მერცხლის ბუდესავით მიკრული. შორიდან ტრაპიზონის ახლოს მდებარე სუმელას მონასტერი მომაგონა, თუმცა ქვემოდან ეს უფრო მაღლა ჩანს მთებში ჩაკარგული.
წვიმა ხან გადაიღებდა ხან წამოწინწკლავდა.
ჯერ მეტროთი ვიარეთ, მერე ჩვეულებრივი მატარებლით, მერე კლდის მატარებლით, რომელმაც მონასტრამდე აგვიყვანა და მერე მონასტრის ზემოთ კიდევ სხვა მატარებლით ავედით.
მონასტერი მონსერატის ბუნებრივ პარკში მდებარეობს, მის გარშემო არსებული მთებიც ამ პარკის შემადგენლობაში შედის. ზემოთ რამდენიმე საფეხმავლო ტურისტული ბილიკი მიდის, ზოგი სხვადასხვა პატარა საყდართან მიდის, ერთერთი- წმ. ჟერომის ბილიკი მონსერატის ყველაზე მაღალ წერტილში ადის, საიდანაც კარგ ამინდში ბარსელონაც ჩანს და ხმელთაშუა ზღვაც. მაგრამ არც ხილვადობა იყო შესაბამისი, არც საკმარისი დრო გვქონდა რომ რომელიმე ბილიკს ბოლომდე გავყოლოდით.
