ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011
და ხო კაი სურათებია 

ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011
გემრიელიაLiBrA wrote:თეო, მაშინ თემიდან გადახვევისთვის რომ არ გვამხილონ, ცალკე დაგელაპარაკები ამ საკითხთან დაკავშირებითTeo2011 wrote:LiBrA
ძალიან გემრიელიამაინტერესებს რაღაცეები უშუალოდ იმ ადამიანისგან, ვინც პირადად დააგემოვნა ბაყაყი
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011
karavi87
ლადო, არ ვიცი მოიხვდი თუ არა, რომ ბაყაყაბზე საუბრისას შენს დადებულ ფოტოებს გულისხმობდნენ
იმიჯშეკზე რადგანაა ატვირთული არარეგისტრირებელი მომხმარებლისთვის ყველა ფოტო ყინულის კუბში მოთავსებულ გაყინულ ბაყაყად ჩანს
ჰოდა იქნებ პიქა.გე-ზე ან რადიკალზე ატვირთო? 
ლადო, არ ვიცი მოიხვდი თუ არა, რომ ბაყაყაბზე საუბრისას შენს დადებულ ფოტოებს გულისხმობდნენ

- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011
karavi87
ჩვეულებრივი მოკვდავი ხალხი ასე ვხედავთ შენს ფოტოებს.

2 იანვარს ზღარბი დამებედა 

ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011
ძაან მშვენიერი საიტია, იქიდან ჩამოტვირთეთ, რას გადაეკიდეთ ამ უცხოურებს - მაშინ ჩვენც ბაყაყების ნაცვლად ნამდვილ სურათებს ვნახავთ.pix.ge

ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011
საქართველოსთვის!
ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011
ვიმღერეთ და თან რამდენჯერ

"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011
კი, კგ სურათებია.qvevri wrote:და ხო კაი სურათებია
ბოლოდან მე4 ახტალის ენდემური ჯიშია
ამ ფოტოებზე რა ხდება, ახლავე ვიტყვი:
:კარავის: 2011 წლის კარნავალზე კარაველთა მიერ ფორუმის მეგობრად დასახელდა ზვიად ჩიტაური.
ვინაიდან მან კარნავალზე მოსვლა ვერ შეძლო, პრიზი სანაჰინის ტაძართან გადაეცა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011
ეს ბმული შემხვდა დღეს შემთხვევით
http://davitianni.wordpress.com/2010/09 ... %E1%83%90/
ახტალა – საეპისკოპოსო კათედრა, რომლის დაფუძნება მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. მას სწორედ აქ დაუარსებია აგარაკის საეპისკოპოსო კათედრა, რომელიც ქვემო ქართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სასულიერო კერად ასწლეულების მანძილზე რჩებოდა. მოგვიანებით, IX-X საუკუნეებში, ეს კუთხე ქართლის მმართველებიდან სომეხ ბაგრატუნიანთა ხელში გადავიდა, თუმცა მისი დიდი ნაწილი XI საუკუნიდან კვლავ დაბრუნდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში. იქიდან მოყოლებული, ქვემო ქართლის ეს რეგიონი, სახელდობრ ლორე, 1920-იან წლებამდე სამხრეთ კავკასიაში მართლმადიდებლური აღმსარებლობის დამკვიდრების და სამონასტრო აღმშენებლობის ერთ- ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა. ახტალაში სამონასტრო ცხოვრების აღმავლობის ხანა XIII საუკუნის დასაწყისია, როდესაც წმ. მეფე თამარის თანამდგომთა და საქართველოს სამეფო კარის დიდმოხელეთა – ივანე მხარგრძელისა და მისი ძის ავაგის ღვაწლით მონასტრის ახალი აღმშენებლობის ეტაპი იწყება (ორივე – როგორც ივანე, ისე ავაგი – კომპლექსის მთავარი ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ ეკვდერშია დაკრძალული). სწორედ მხარგრძელთა გვარის საარქიტექტორო მოღვაწეობას უკავშირდება მონასტრის ნაგებობათა უმეტესი ნაწილი, რომლებიც XIII-XIV საუკუნეებშია აგებული. კომპლექსის მთავარი ეკლესია XIII საუკუნის 20-იან წლებში აიგო. ტიპოლოგიურად (გეგმა, პროპორციები, ინტერიერის გადაწყვეტა, ფასადების დეკორაციული მორთულობის პრინციპი) იგი ქართული ჯვარ- გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ძეგლთა იმ რიგში დგას , რომელიც XI საუკუნიდან მოყოლებული XVIII საუკუნის ჩათვლით გვხვდება. ამასთანავე, ცალკეული არქიტექტურული თავისებურებები ახტალის მონასტერის მთავარ ტაძარს უკავშირებს XII-XIII სს. მიჯნის გუმბათიან ეკლესიათა ჯგუფს (ბეთანია, ქვათახევი, პიტარეთი, წუღრუღაშენი). ახტალაში ქართულიდან სომხურად ითარგმნებოდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ლიტერატურა. ქართული წარწერები, რომლებიც მრავლადაა მონასტრისა და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე, ცხადყოფს მონასტერში მიმდინარე ინტენსიურ ცხოვრებას. ბოლო ხანების კვლევის საფუძველზე დადგინდა მონასტრის ტიპიკონიც, რომელსაც ჩვენამდე ფრაგმენტული სახით მოუღწევია. ახტალის ეკლესიის მოხატულობა მაღალპროფესიული ოსტატების მიერ შექმნილი ანსამბლია, რომელიც დღესაც, მიუხედავად საგრძნობი დაზიანებისა, შთამბეჭდავია თავისი მასშტაბებითა და მხატვრული გადაწყვეტით. მოხატულობის იკონოგრაფიულ პროგრამაში საგანგებოდ წინ არის წამოწეული საქართველოს ეკლესიის წმინადანთა თემა – გამოსახულნი არიან: წმ.ნინო, წმ.იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი და ევაგრე, აგრეთვე წმ ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, წმ.ილარიონ ქართველი. XIV საუკუნიდან ახტალა მიტროპოლიტის კათედრა ხდება. მონასტრის განახლების კიდევ ერთი ეტაპი XVIII საუკუნის მიწურულია, როდესაც მეფე ერეკლე II-მ ომარ ხანის შემოსევის შემდეგ სპილენძითა და ვერცხლით მდიდარ ამ ადგილში ბერძნები ჩამოასახლა, სამთამადნო წარმოების კვლავ ასაღორძინებლად. საქართველოში სამეფო ხელისუფლების გაუქმების და რუსეთის მმართველობის დამყარების შემდგომ, 1802 წლიდან, ახტალა კავკასიაში მართლმადიდებლური ეკლესიის ცენტრი გახდა. მონასტერი XIX საუკუნს მეორე ნახევრამდე ადგილობრივი მმართველების – მელიქიშვილების განსასვენებელი იყო. აქ შემდგომ ხანებშიც იკრძალებოდნენ ქართული წარჩინებული გვარის წარმომადგენლებიც. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული, ახტალა, ამ კუთხის სხვა ძველ ქართულ ეკლესიებთან და მონასტრებთან ერთად სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღმოჩნდა და დღესაც მის ფარგლებში შედის.
ახტალის მონასტრის შესახებ არსებული პუბლიკაციები – ცნობები, მასალები და გამოკვლევევბი – ეხება მონასტრის როგორც ისტორიას, ისე მის ეპიგრაფიკას, კომპლექსის არქიტექტურასა და ფრესკებს. როგორც აღინიშნა, ამ მდიდარი მასალის წარმოდგენისა და ინტერპრეტაციისას პუბლიკაციათა ერთი ნაწილი აშკარა ტენდენციურობით გამოირჩევა და ზოგჯერ გარკვეულწილად პოლიტიკურ ელფერსაც იძენს. ბოლო ათწლეურების მანძილზე ახტალის მონასტერში სომეხი მეცნიერები და რესტავრატორები მუშაობდნენ – ტაძრის არქიტექტურისაგან განსხვავებით, მისი ფრესკების რესტავრაციისას არაპროფესიული მიდგომის გამო აქ ბევრი რამ გადაიწერა, რის გამოც ფერწერული ანსამბლის საერთო მხატვრულ სახეში მრავალი რამ ფაქტობრივად საბოლოოდ დაიკარგა.

ქობაირი – მონასტერი ადრეულ შუა საუკუნეებში ჩანს დაარსებული. გარკვეული ხნის მანძილზე იგი ლორის კვირიკიანთა სამეფო კარის წარმომადგენლების ხელში უნდა ყოფილიყო. XIII საუკუნის შუახანებისთვის დედათა მცირე სავანე შანშე მხარგრძელის მეუღლის ხელით სომეხთაგან კვლავ ქართველთა მფლობელობაში გადავიდა – სწორედ იმხანად იწყება ქობაირში აქტიური და ფართო სამშენებლო მოღვაწეობა, შენდება და ფრესკებით იმკობა დიდი ტაძარი, შანშეს სახლის წარმომადგენელთა დასაკრძალავი ეკვდერი, აგრეთვე სამრეკლო, სატრაპეზო, სხვა ნაგებობები. ქობაირში მრავლადაა ვრცელი ქართული საქტიტორო წარწერები, ისევე როგორც ქართულწარწერიანი საფლავები, რომლებიც მხარგრძელთა ოჯახის წევრებს, აგრეთვე აქ მოღვაწე პირებს ეკუთვნის (აქვეა ძალზე საინტერესო ეპიტაფია ლექსად).
ჰნევანქი, იგივე ძველი ჭეშმარიტი – გუმბათიანი ტაძარი, რომელიც XII საუკუნის შუახანებშია განახლებული. აქვს სუმბატ დიდი ორბელის 1154 წლის საქტიტორო წარწერა. ორბელები იმ დროისათვის ქვემო ქართლის ვრცელი ნაწილის მფლობელები იყვნენ, და როგორც ჩანს მათ სააღმშენებლო მოღვაწეობა ამ რეგიონსაც მოიცავდა. ძველი ჭეშმარიტის ეკლესია ვახუშტი ბატონიშვილთან იხსენიება. ტაძრის გარშემო მრავლადაა ქართული საფლავები.
კირანცი – აღსტევის ხეობაში, ისტორიული გაგის ტერიტორიაზე მდებარე მონასტერი გაგელთა საქტიტორო მოღვაწეობასთან უნდა იყოს დაკავშირებული. იგი XIII საუკუნეშია აგებული და მოხატული. კირანცის ეკლესია აგურითაა ნაგები, რითაც იგი ახლო დგას ყინწვისისა და ტიმოთესუბნის ტაძრებთან (აგური, როგორც სამშენებლო მასალა ფაქტობრივად უცნობია სომხურ ხუროთმოძღვრებაში). მისი მაღალმხატვრული, ამჟამად ძალზე დაზიანებული ფრესკები ქართული კედლის მხატვრობის უაღრესად საინტერესო ნიმუშია.

а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011
Int3lig3nt
ანუ მე ჩვეულებრივი მოკვდავი არ ვარ?
ანუ მე ჩვეულებრივი მოკვდავი არ ვარ?

а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011
მადლობა ამ ბმულისთვის.Archil wrote:ეს ბმული შემხვდა დღეს შემთხვევით
http://davitianni.wordpress.com/2010/09 ... %E1%83%90/
თემისთვის საჭიროა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011
ახლა ხომ აგარ არის?Mta Mkvarebia wrote:karavi87
ლადო, არ ვიცი მოიხვდი თუ არა, რომ ბაყაყაბზე საუბრისას შენს დადებულ ფოტოებს გულისხმობდნენიმიჯშეკზე რადგანაა ატვირთული არარეგისტრირებელი მომხმარებლისთვის ყველა ფოტო ყინულის კუბში მოთავსებულ გაყინულ ბაყაყად ჩანს
ჰოდა იქნებ პიქა.გე-ზე ან რადიკალზე ატვირთო?

მოგზაურობა
ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011
ჩემი თხოვნა იქნება, ნუ ეძახით ამ გასვლას "გასვლას სომხეთში", რადგანაც ქართულ მიწაზე იყავით, რისი დადასტურებაც თვით ახტალაა. წლების შემდეგ სომხები ამ თემასაც მოიშველიებენ, ქართველები თვითონ იძახდნენე სომხური მიწააო და გვინდა ეხლა ჩვენ მაგი? ისე როგროც ჰერეთი და ტაოა ქართული მიწა, მართალია მიტაცებული , მაგრამ ფესვებით ქართული, ასევე ახტალაც ქართლის ნაწილია და ასეთად აღვიქვათ სჯობია.
გთხოვთ
გთხოვთ

а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

ახტალა-სანაჰინი-ალავერდი-ქობაირი სომხეთში, 26.02.2011
Archil
დედამიწაზე ყველა გასვლა "სომხეთშია" - შენ ახლა გაიგე? აბა, სომხებს ჰკითხე...