Page 3 of 4

ფარავანი-საღამო-მადათაფის ტბები, ფოკა-გორელოვკა, 26.12.2010

Posted: 28 დეკ 2010, 13:38
by Naia
გაყინული ფარავნის ტბა

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

თავფარავნელი მეთევზეები

Image

Image

Image

Image

Image


Image

ფარავანი-საღამო-მადათაფის ტბები, ფოკა-გორელოვკა, 26.12.2010

Posted: 28 დეკ 2010, 13:50
by Naia
ცოტა ვიპოზიორეთ :)

Image

Image

Image

ფარავანი-საღამო-მადათაფის ტბები, ფოკა-გორელოვკა, 26.12.2010

Posted: 28 დეკ 2010, 14:12
by Naia
ჯერ კიდევ ტბაზე ვიყავით, რომ მოულოდნელად რაღაცამ დაიგრუხუნა და ცოტა ხანში შეშინებულებს წყლის ბუყბუყიც შემოგვესმა. ამის გამო აჩქარებით დავტოვეთ იქაურობა :) თუმცა, როგორც მეთევზეებმა გვითხრეს, საშიში არაფერი იყო. დროდადრო კარგ ამინდში ალაგ-ალაგ ყინული იხსნება, მაგრამ არა იმდენად, რომ მთელ ტბაზე ჩატყდესო.

ტბიდან დავბრუნდით, მინიბუსში ჩავსხედით და იქვე ფოკაში, მამათა მონასტერთან გავჩერდით. გავაწყვიტეთ, მამებისთვისაც მიგვეტანა ცოტაოდენი ზეთი. ეკლესიის კარი გარედან ვერ გააღეს მამებმა, ამიტომ მონასტერში შეგვიყვანეს და დერეფნებით გადაგვიყვანეს ეკლესიაში, სადაც რამდენიმე ჩემთვის უცხო ხატი ვნახე

ფოკის მამათა მონასტრის ხატები

Image

Image

Image

მამათა მონასტრის შემდეგ დედათა მონასტერში წავედით. სადაც დედა სარა შემოგვეგება. დედა სარა გოგამ, ალექსანდრემ და მე ისრაელში მოგზაურობის დროს გავიცანით.

Image

Image

ფოკის დედათა მონასტერი

Image

Image

Image

Image

Image

ეკლესიის გუშაგი

Image

Image

დედა სარას დავემშვიდობეთ, საერთო ფოტო გადავიღეთ და მინიბუსისკენ დავიძარით

Image

სანამ ერთ-ერთ ადგილობრივ ქალბატონს ქართული ენის ცოდნას ვუმოწმებდით, დრო ვიხელთეთ და იქვე მდგარ თივის ზვინზე ავძვერით :)

Image

ფარავანი-საღამო-მადათაფის ტბები, ფოკა-გორელოვკა, 26.12.2010

Posted: 28 დეკ 2010, 14:31
by Naia
ფოკადან საღამოს ტბისკენ გავემართეთ.

მდინარე ფარავანი, რომელიც ფარავნის ტბიდან გამოდის და საღამოს ტბას უერთდება

Image

Image

Image

ულამაზესი იყო საღამოს ტბა. ტბის დიდი ნაწილი ყინულს დაეფარა. ნაპირებთან კი ყინული გამლღვალიყო და გამჭვირვალე, კამკამა წყალში ქვები მოჩანდა

Image

Image

Image

Image

Image

სოფელ საღამოში 2 დანგრეული ეკლესიაა. ერთ-ერთის უკან დედათა მონასტერია, სადაც ამჟამად 2 მონაზონი მოღვაწეობს. როგორც გოგამ დაწერა, ამ დედებს ძალიან გაუხარდათ ჩვენი შესაწირი. 'გუშინ ზეთის ბოლო წვეთები ჩავასხით კანდელში და ერთმანეთს ვუთხარით, თუ ვინმემ გვკითხა რა შესაწირი ამოგიტანოთ აუცილებლად ზეთი ვთხოვოთო'. გაოგნებული იყვნენ, რა სწრაფად შეისმინა უფალმა ჩვენი სათხოვარიო :)

საღამოს ეკლესიები

Image

Image

Image

Image

Image

ტომა და მე საღამოს ტბასთან

Image

ფარავანი-საღამო-მადათაფის ტბები, ფოკა-გორელოვკა, 26.12.2010

Posted: 28 დეკ 2010, 15:01
by Naia
საღამოდან მადათაფის ტბისკენ გავემართეთ. უნდა აღინიშნოს, რომ მთელი გზა თბილისიდან სომხეთის საზღვრამდე გაკეთებულია და უახლესი წარსულისგან განსხვავებით, სწრაფად და კომფორტულად გადავადგილდებოდით :) თან წამდაუწუმ ძველ გზას და ალაგ-ალაგ გზაზე ამოჩრილ ლოდებს ვიხსენებდით :)

მადათაფის ტბა მთლიანად გაყინული დაგვიხვდა. ნაპირისგან მოშორებით ტბაში კუნძული დავინახეთ და გოგამ ერთობ ორიგინალური იდეა შემოგვთავაზა: ტბაზე გადავსულიყავით, კუნძულზე მივსულიყავით და იქ გაგვეშალა სუფრა. იდეა ავიტაცეთ. ნაწილი ფეხით, ხოლო ლომი და ზვიად ჩიტაური კი ლომის მანქანით მივიდნენ კუნძულამდე :)

მადათაფის ტბა

Image

Image

Image

Image

Image

მერე ლომმა ცოტა იცუღლუტა, ყინულზე მანქანით ისრიალა და ცოტა არ იყოს შეგვაშინა :)

Image

მადათაფის ტბიდან სომხეთის საზღვრისკენ გავემართეთ, რომელიც იქვეა. მესაზღვრეებს ახალი წელი მივულოცეთ, ტკბილეული მივუტანეთ, მაგრამ აღებაზე უარი გვითხრეს, ქრთამში ჩაგვეთვლებაო :)

უკან გამოვბრუნდით და სოფელ გორელოვკაში დუხობორების სალოცავთან შევჩერდით. ეზოში რომ შევედით სალოცავის მცველი დეიდა ზინა გამოგვეგება და სალოცავში შეგვიყვანა. თან დაუზარლად გვიხსნიდა ყველაფერს.

Image

Image

Image

სალოცავი ძალიან ლამაზად იყო მორთული. კედელზე კი ხელით ნაქარგი ფარდები ეკიდა, რაც ჩვენ უბრალო დეკორაცია გვეგონა. როცა ვიკითხეთ თუ სად შეიძლებოდა მათი შეძენა, დეიდა ზინამ აგვიხსნა, რომ დუხაბორები ხატებს არ იყენებენ. სანაცვლოდ ისინი ამზადებენ ასეთ 'სუდარებს'. იგი იმ სუდარას განასახიერებს, რომელშიც ქრისტე შეახვიეს ჯვარცმიდან ჩამოხსნის შემდეგ.

Image

Image

Image

Image

Image

Image

რუსული ღუმელი

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

სალოცავის მონახულების შემდეგ დედიდა ზინა ნინოწმინდამდე გავიყოლეთ, დავემშვიდობეთ და თბილისისკენ გამოვემართეთ.

როგორც ითქვა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და დასამახსოვრებელი გასვლა. პირადად ჩემთვის კი საუკეთესო კარვული გასვლა იყო :)

ფარავანი-საღამო-მადათაფის ტბები, ფოკა-გორელოვკა, 26.12.2010

Posted: 28 დეკ 2010, 15:16
by TuTa
აი ეს სივრცე მინდა ეხლა :wink:
Naia wrote:
Image

ფარავანი-საღამო-მადათაფის ტბები, ფოკა-გორელოვკა, 26.12.2010

Posted: 28 დეკ 2010, 23:10
by kakatuli
რა მშვენიერი გასვლა გქონიათ! მიხარია, რომ კმაყოფილები ხართ!

ფარავანი-საღამო-მადათაფის ტბები, ფოკა-გორელოვკა, 26.12.2010

Posted: 29 დეკ 2010, 11:20
by L-O-M-I
მართლა საუცხოო გასვლა იყო და ფრიადკმაყოფილი დავრჩი! მარტო იმაზე დამწყდა გული რომ ჩემი მეუგლე გვერდით არ მყავდა და ეს სილამაზე ვერ ვანახე :(

მოგვიანებით ჩემ ფოტოებსაც დავდებ

ფარავანი-საღამო-მადათაფის ტბები, ფოკა-გორელოვკა, 26.12.2010

Posted: 29 დეკ 2010, 12:52
by Gio-horus
Image

Image

Image

Image

Image

ფარავანი-საღამო-მადათაფის ტბები, ფოკა-გორელოვკა, 26.12.2010

Posted: 29 დეკ 2010, 12:55
by Gio-horus
Image

Image

Image

Image

Image

ფარავანი-საღამო-მადათაფის ტბები, ფოკა-გორელოვკა, 26.12.2010

Posted: 29 დეკ 2010, 12:59
by Gio-horus
Image

Image

Image

Image

Image

ფარავანი-საღამო-მადათაფის ტბები, ფოკა-გორელოვკა, 26.12.2010

Posted: 29 დეკ 2010, 13:04
by Gio-horus
Image

Image

Image

Image

Image

ლურჯი და მზიანი დღე

ფარავანი-საღამო-მადათაფის ტბები, ფოკა-გორელოვკა, 26.12.2010

Posted: 29 დეკ 2010, 13:16
by Gio-horus
ადამიანები

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ფარავანი-საღამო-მადათაფის ტბები, ფოკა-გორელოვკა, 26.12.2010

Posted: 29 დეკ 2010, 15:19
by konstantine
ვახ ნატალიაც ყოფილა :)

ფარავანი-საღამო-მადათაფის ტბები, ფოკა-გორელოვკა, 26.12.2010

Posted: 30 დეკ 2010, 10:53
by ZVIOSULI
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: 30-31. ზვიო +ით (მანქანანით)
ხათო პლიუსი არ არის
რეგისტრირებული იუზერია :)
ასე რომ ცემი +ი მხოლოდ ჩემი შავი ჩოჩორინო იყო :D