მერე გიორემის ღია ცისქვეშ მუზეუმისკენ გავემარტეთ, მაგრამ დაკეტილი დაგვხვდა.
ამიტომ გვერდით მდებარე ტოკლი კილისეს ეკლესიასი შევედით ღვთისმშობლის ცნობილი ფრესკის სანახავად, რომლის მიხედვითაც ირაკლი ცინცაძემ "შენ ხარ ვენახი" დაწერა, ფრესკის კონტურები საქართველოს ისტორიული რუკის მოხაზულობას იმეორებს. მართლა გასაოცარი სანახავია. ფოტოების გადაღება არ შეიძლებოდა, მაგრამ იმდენად მინდოდა ფრესკის ფოტო მქონოდა, მაინც გადავიღე და გამომაგდეს კიდეც გარეთ. თუმცა დიდად არ მინაღვლია, მეორე დღესაც გვქონდა ეკლესიის მონახულება გეგმაში.
ორი წლის წინ ეკლესიებში მაშუქის გარეშე შეიძლებოდა ფოტოების გადაღება, მაგრამ ეტყობა მუზუმის მესვურებმა გადაწყვიტეს, რომ ტურისტების გადაღებული ფოტოები მათ ისედაც აყვავებულ ტურისტულ ბიზნესს საფრთხეს შეუქმნიდა, ამიტომ ფოტოების გადაღება ყველგან აკრძალეს, თუმცა დვალას მოხერხებულობის და მცველებისადმი მეგობრული ურთიერთობების წყალობით ფოტოების გადაღების უფლებას გვაძლევდნენ თუ ახლომახლო ტურისტები ან სხვა მეგზურები არ იყვნენ.
ამ აქლემების მეპატრონის ბიზნესსაც უშლიდა ეტყობა ფოტოების გადაღება ხელს, რადგან მისკენ მიშვერილი ფოტოაპარატის დანახვაზე კილომეტრიდან ყვიროდა : "დევუშკა, ნოუ ფოტოო" , მაგრამ ვის ესმოდა მისი? დაილოცოს "ზუმის" გამომგონებელი

. ამიტომ იყო "ნოუ ფოტო" და "ნოუ ფლეში" ჩვენი გასვლის კოდურ სიტყვებად რომ იქცა. ნუ სხვა კოდურ სიტყვებზე ხმა არ ამომაღებინოთ თქვენთვისაც ჯობია და ჩვენთვისაც.

))
მერე ფაშა ბარი ანუ ფაშას ვენახები (ფაშა ბაღლარი) მოვინახულეთ. თუმცა რადგან ბინდდებოდა იქ მოსვლაც ხელმეორედ, კარგი განათების პირობებში გადავწყვიტეთ.
შებინდებულზე დავბრუნდით სასტუმროში, რომლის შემინული აივნიდან დიდხანს ვუმზერდით ასეთ ხედებს

:
ასე დასრულდა ჩვენი მოგზაურობის მეორე დღე