დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
nagli33
მაწანწალა
Posts: 585
Joined: 25 მაი 2010, 21:21
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by nagli33 » 04 ოქტ 2010, 17:10

Naia wrote:

Image

Image

სამწუხაროდ, წვიმისა და ნისლის გამო ფოტოზე არ ჩანს სრულად ის სილამაზე რაც ჩვენ ვნახეთ.

აბულის ციხემდე ალბათ 500 მეტრი გვაშორებდა. მაგრამ გზა ლოდებით იყო მოფენილი და ციხეზე ასვლა-ჩამოსვლა დიდ დროს წაიღებდა. თან უკვე მზე ჩადიოდა და ჩვენ კი დაბნელებამდე გვინდოდა გავსულიყავით ამ უკაცრიელი ადგილიდან. ამიტომ იძულებული გავხდით ციხეზე ასვლა მომავლისთვის გადაგვედო და მანქანებისკენ გავემართეთ.

თუმცა, აბულის ციხემ ისე მომხიბლა მე პირადად, რომ აუცილებლად გადავწყვიტე აქ დარბუნება და ციხეზე ასვლა :)

ეჰჰჰ რა გამოვტოვე.... მეც მინდოდა მენახა თუნდაც შორიდან :)
იმედია 2010 წელს მოესწრება აბულის დალაშქვრა
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Naia » 04 ოქტ 2010, 17:13

nagli33
არ იდარდო. 2010-ში არ ვიცი, მაგრამ გაისად აუცილებლად დავლაშქრავთ აბულს. თან თურმე იმ მიდამოებში ტბებიც ყოფილა, რომელთა უნახაობა არ იქნება :)


User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Mta Mkvarebia » 04 ოქტ 2010, 17:25

ჯიპტურის მონაწილეთა საყურადღებოდ, ხვალ, 19:00 სთ-ზე ტრადიციულ სამშაბათობაზე გელით გასვლის მონაწილეებს (ვინც მოახერხებს და ვისაც სურვილი ექნება, რა თქმა უნდა) პუშკინის 10-ში მდებარე "შემოიხედე გენაცვალე"-ში, თქვენი გადაღებული ფოტოებით. ვისაც ლეპტოპები გაქვთ, წამოიღეთ. სხვანაირად ფოტოებს ვერ გადავიწერთ.

ამ პოსტს შემდეგ დავარედაქტირებ ან წავშლი. ამიტომ ვინც მოდიხართ ან ვერ მოდიხართ, აქ არ მიპასუხოთ, კითხვა თუ გაქვთ კიდევ, პმ-ში მომწერეთ :).
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Naia » 04 ოქტ 2010, 17:31

შემდეგ მოვინახულეთ ბარალეთის ეკლესია.

ეკლესია მე-11 საუკუნეშია აგებული. სადღაც წავიკითხე, რომ მის კოთელიას მსგავსად, მის კედელზედაც არის წარწერა, სადაც ნათქვამია, რომ ეკლესია ლაშა-გიორგის მეფობის დროს არის აგებული. სამწუხაროდ, დიდი ძებნის მიუხედავად, ვერც ეს წარწერა ვიპოვე :(

Image

Image

Image

Image

Image

User avatar
nagli33
მაწანწალა
Posts: 585
Joined: 25 მაი 2010, 21:21
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by nagli33 » 04 ოქტ 2010, 17:47

ძალიან მაგარი გასვლა გამოვიდა. ულამაზესი ხედები, უძველესი ციხეები , მონასტრები და ნასახლარები, უგზოობა, ტალახი და ანომალური ამინდი, + ჯიგარი ხალხი
დიიიდი მადლობა ორგანიზატორს, makena-ს
მადლობა ყველა მონაწილეს

მიუხედავად იმისა რომ აბულზე არ ავედი, ბევრი საინტერესო ადგილი დავათვალიერეთ, მათ შორის ხანჩალის ულამაზესი ტბა.

ხოლო მეორე დღეს, საქართველო-სომხეთის საზღვარიც ვნახე ქსოვრელის წყალობით (გზა შეცდომით მიკარნახა) :D :D :D :D
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Naia » 04 ოქტ 2010, 18:13

ღრტილა

ეს ეკლესია 1308 წელს აუგიათ. სოფ. ღრტილა კი ქართლის ცხოვრებაშია მოხსენებული, სადაც ნათქვამია რომ 1046 წელს აქ ქართველი და სომეხი მღვდელმთავრების შეკრება ყოფილა.

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

მზის საათი

Image


User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by TuTa » 04 ოქტ 2010, 18:35

რა საინტერესო ადგილები გინახავთ, მშვენიერი ფოოტოებია

ველი გაგრძელებას :wink:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Tamari-ch. » 04 ოქტ 2010, 18:47

Image

შაორის ციხე გოხნარს მაგონებს...

აუცილებლად ნახეთ ისიც.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Ledi
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 21 მარ 2010, 15:55
Location: ალუბლების ქუჩაზე :)
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by Ledi » 04 ოქტ 2010, 20:21

Naia wrote:ფარავანს შემოვუარეთ და მინდვრების გავლით შაორის ციხისკენ გავემართეთ. ნელ-ნელა ვიღებდით სიმაღლეს. უკან კი ფარავნის ტბის უმშვენიერესი ხედები იშლებოდა.

Image
რა შთამბეჭდავი ფოტოა. გავგიჟდი, გადავირიე, თითქოს იქ არ ვყოფილიყავი და ჩემი თვალით არ მენახოს. :)

User avatar
LiBrA
მაწანწალა
Posts: 834
Joined: 25 აგვ 2009, 16:32
Location: Somewhere Over the Rainbow
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by LiBrA » 04 ოქტ 2010, 20:29

Naia, რა ლამაზი ფოტოებიაააა ...

კმაყოფილზე კმაყოფილი ვარ ამ გასვლით. ვნახე ძალიან საინტერესო, ლამაზი და ამავდროულად ჩემთვის ნაკლებად ცნობილი ადგილები. სწორედ ამით მომხიბლა თავიდანვე ამ გასვლამ.
მაკენას ამისათვის დიდი მადლობა :)
ვეთანხმები იმას, რომ აბულისა და შაორის ციხეებს მოღრუბლული ამინდი, წვიმა, სეტყვა უფრო მეტ შთამბეჭდაობას მატებდა. ისე არც მეორედ ნახვაზე ვიტყოდი უარს, ამჯერად მზიან ამინდში.

Naia wrote:Makena
თამაზ, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა! შაორზე და აბულზე შეყვარებული ვარ. მე მანდ, განსაკუთრებით აბულზე, კიდევ დავბრუნდები!
ხოდა, ნაი, როცა წახვალ, იქნებ გამიყოლო :D

სასურველი იყო, რომ არ ეწვიმა. თუმცა ამ წვიმამაც თავისებური ეშხი შემატა ჩვენს გასვლას... შეიძლება ითქვას, რომ პატარა ოფროუდი მოვაწყეთ... პირადად ჩვენ, ლურჯას ეკიპაჟის წევრებს, მძღოლი გვყავდა უფანტასტიურესი... ყოველთვის სიმღერისა და ცეკვის ხასიათზე. ჩვენთან ერთად მღეროდა და ხან ცალი, ხანაც ორივე ხელით მოცეკვავე ,,მიაგელვებდა’’ თავის ‘’რულჯას’’ :lol:
გასვლის მონაწილეთა ნაწილმა წამოსვლისას თმოგვის ციხისა და ვანის ქვაბების მონახულება ვარჩიეთ და არც გვინანია. სასიამოვნოდ გაგვაკვირვა იმან, რომ ხერთვისს გავცდით თუ არა მოქუფრული ცა გადაიწმინდა და მზემ შემოგვაჭყიტა. ამან უფრო მეტი ენთუზიაზმი შეგვმატა. ულამაზესი ხედები გადაგვეშალა ვანის ქვაბებიდან. საინტერესო მეგზურობა გაგვიწია ბატონმა ნუგზარმა, რომელიც ჩვენს ყველა კითხვას ამომწურავად პასუხობდა. რაც ჩვენს არ გვიკითხავს, ჯაბამ არ დააკლო, დაღალა კაცი... :lol:
ვანის ქვაბების ფოტოებს მოგვიანებით დავდებთ, რომ ქრონოლოგია არ დავარღვიოთ.
Image

User avatar
kakatuli
ბოდიალა
Posts: 196
Joined: 23 სექ 2008, 10:31
Contact:
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by kakatuli » 04 ოქტ 2010, 21:53

ნაია,

ლამაზეის ენით დაწერილ შე ნს "რეპორტაჟს" ხმამაღლა ვუკითხავდი სოფოს და ამ არაჩვეულებრივი გასვლის ისტორიამ და ფოტოებმა მართლაც ზღაპარში გვაგრზნობინეს თავი. ვამაყობთ თქვენით და მიხარია, რომ მშივიდობით დაბრუნდით!!!

აბულის ციხის ფოტოებმა ისე მოგვხიბლა, რომ შემდეგ გასვლაში აუცილებლად შემოგიერთდებით მე და სოფო!

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by stranger » 04 ოქტ 2010, 22:41

ნაიკო როგორც ყოველთვის საინტერესო რეპორტაჟი იყო. :)

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი

Post by keto » 04 ოქტ 2010, 23:57

ბარალეთმა მომხიბლა! აბულის ციხეზე საერთოდ კომენტარსაც ვერ ვაკეთებ!!! :o :o
Keep Smiling...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]