საოცარია ქვემო ქართლი, ძველი ქართული კულტურის ძეგლების რაოდენობითა და სიმჭიდროვით მგონი პირველ ადგილზეა საქართევლოში. ეს ნანგრევებიც ცხადი მოწმეა აქაური ქართველების ძველი დიდებისა.

ტაძრისა და ნასოფლარის სახელი ვერ გავარკვიე, არც რუკებზე იყო არსად, არც "გუგლი-ერსზე", არც ადგილობრივებმა იცოდენენ (ვისაც ვკითხეთ).
ბოლოს ფოტო ვაჩვენე გეოგრაფიის მეცნიერებათ დოქტორს, ტოპონიმიის სპეციალისტს ბ-ნ. კობა ხარაძეს. და მან იცნო - აბულმუგი (ასე უწოდებსო მას ვახუშტი ბაგრატიონი), ახლა ზოგჯერ აბულმაგსაც უწოდებენო.

საინტერესოა ეს წარწერა ამოკითხული და შესწავლილია?

და ქვემო ქართლის სიმბოლო... აქაც...
