Page 3 of 5
გოდერძის უღელტეხილით ზღვაზე ოქტომბრის ბოლოს ;)
Posted: 02 ნოე 2009, 17:02
by TuTa
მთაშენკა რა კარგი ფოტოები გადაგიღია!!!
მე რას ვუღებდი ნეტა
ეხლა, ამ მოღუშულ ამინდში, ამ რეპორტაჟმა განსაკუთრებულად გამახალისა . იმ ორი დღის სითბო გამახსენდა.
ჩემთვის მთაშენკას პარასკევის სატელოფონო ზარი და შემოთავაზებული მოგზაურობა (ბათუმში ჩასვლის პერსპექტივით
) ნამდვილი სიურპრიზი იყო, რისთვისაც დიდი მადლობა მას და დონს
კიდევ მადლობა გამარჯობა საქართველოს, რომელიც სვანეთიდან პირდაპირ ხაზზე იყო ჩართული ლიკასთან და რჩევებს არ იშურებდა
მართლაც მშვენიერი გასვლა იყო. ვფიქრობ ცოტა მეტი დრო რომ გვქონოდა ზემო აჭარის სოფლებში სახეტიალოდ, ან დასარჩენად ჩვენი მგზაურობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა.
იქაურმა ხედებმა და ადგილობრივებთან ხანმოკლე ურთიერთობამ რაღაც განსხვავებული გრძნობები აღძრა ჩემში. გზად რამდენჯერმე ავღნიშნეთ კიდეც, რომ თითქოს სხვა სამყაროში ვიმყოფებოდით. ეს გრძნობა განსაკუთრებით გამიმძაფრდა აჭარლების სახლში შესვლისას და დიასახლისებთან ურთიერთობისას.
ნამდვილად არ მეგონა თუ ზემო აჭარა ასეთი მჭიდროდ დასახლებული დამხვდებოდა, უღელტეხილთან არსებული საზაფხლო სახლების რაოდენობამ კი ნამდვილად გამაოცა.
დავეთანხმები ლიკას, ადრიან შემოდგომაზე ეს მხარე განსაკუთრებულად საინტერესო სანახავი იქნებოდა.
გოდერძის უღელტეხილით ზღვაზე ოქტომბრის ბოლოს ;)
Posted: 02 ნოე 2009, 23:33
by LiBrA
Mta Mkvarebia
როგორც ყოველთვის, საინტერესო და კარგი რეპორტაჟით წარსდექი კარველების წინაშე
პირადად მე, დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ამ ლამაზ ადგილებში შემოდგომის ადრეულ პერიოდში.
გოდერძის უღელტეხილით ზღვაზე ოქტომბრის ბოლოს ;)
Posted: 03 ნოე 2009, 20:11
by L-O-M-I
Mta Mkvarebia
პირველი გაჩერება ახალქალაქის კაფეში
ალბათ ახალციხეს გულისხმობდი
გოდერძის უღელტეხილით ზღვაზე ოქტომბრის ბოლოს ;)
Posted: 03 ნოე 2009, 20:25
by L-O-M-I
არა რაააა ბათუმში უნდა მოვხვდე......
გოდერძის უღელტეხილით ზღვაზე ოქტომბრის ბოლოს ;)
Posted: 04 ნოე 2009, 13:35
by Mta Mkvarebia
optimisti
TuTa
LiBrA
გაიხარეთ
:*
L-O-M-I wrote:Mta Mkvarebia
პირველი გაჩერება ახალქალაქის კაფეში
ალბათ ახალციხეს გულისხმობდი
ვახ,
კნიაზ ახალქალაქსკი, დაიწყე კომენტარების კითხვა?
შენიშვნა კი მიღებულია, ნამდვილად ახალციხის კაფეში ვისაუზმეთ
გოდერძის უღელტეხილით ზღვაზე ოქტომბრის ბოლოს ;)
Posted: 04 ნოე 2009, 14:06
by keto
ვა, რა კაიაა
და რა მაგარი ამინდი დაგემთხვათ
არცერთს არ გიბანავიათ კი მარა? არ იყო წყალი თბილი?
გოდერძის უღელტეხილით ზღვაზე ოქტომბრის ბოლოს ;)
Posted: 07 ნოე 2009, 14:43
by nataliko-nataliko
keto wrote:ვა, რა კაიაა
და რა მაგარი ამინდი დაგემთხვათ
არცერთს არ გიბანავიათ კი მარა? არ იყო წყალი თბილი?
წყალი კი იყო თბილი, მაგრამ არ გვიბანავია...
რას წარმოვიდგენდით ბათუმი ასე თბილად თუ დაგვხვდებოდა?!
გოდერძის უღელტეხილით ზღვაზე ოქტომბრის ბოლოს ;)
Posted: 07 ნოე 2009, 18:15
by keto
nataliko-nataliko
სად არ ვიყავიიი
ხომ გავცურ-გამოვცურავდი ერთი-ორს
გოდერძის უღელტეხილით ზღვაზე ოქტომბრის ბოლოს ;)
Posted: 20 ნოე 2009, 09:54
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვაჰ, ახლა ვნახე ეს თემა.
გადავირიე, ისეთი გემრიელი საკითხავ-სანახავია.
მთიანი აჭარა ყველაზე ლამაზი სწორედ მკათათვე-ენკენისთვის დროს არის.
ეგებ, მომავალ წელს მაინც მოვახერხო კარავული გასვლის 2განიზება ბეშუმი-მწვანე ტბის მიმართულებით.
ცხადია, სხვა ღირსშესანიშნაობების ჩათვლით.
თუ ჯიპ-ტური იქნება, ბახმაროზე გადავალთ.
ეს დაუვიწყარი და საკმაოდ შთამბეჭდავი გეზი იქნება.
ჰო, აჭარელთა სტუმართმოყვარეობა ყველასგან გამორჩეულია.
ისინი ყველაზე სტუმართმოყვარენი არიან
გოდერძის უღელტეხილით ზღვაზე ოქტომბრის ბოლოს ;)
Posted: 20 ნოე 2009, 19:30
by Mta Mkvarebia
GAMARJOBA SAKARTVELO
გაიხარე გენაცვალე
ბეშუმის ნახვაზე მეც ვოცნებობ, ძალიან მაგარი იქნება, აქედანვე ვიწყებ მაგაზე ფიქრს
გოდერძის უღელტეხილით ზღვაზე ოქტომბრის ბოლოს ;)
Posted: 22 ნოე 2009, 10:48
by GAMARJOBA SAKARTVELO
Mta Mkvarebia
ბეშუმი კურორტად ითვლება.
იქაური ჰავა სასუნთქი ორგანოებისთვის ძნ კგ ყოფილა.
იქ არამხოლოდ ლაშქრობა, 10-14 დღიანი დასვენებაც შეიძლება.
ეგაა, რომ ბეშუმში, ისევე, როგორც ბახმაროში, სათანადო ინფრასტრუქტურა არაა
გოდერძის უღელტეხილით ზღვაზე ოქტომბრის ბოლოს ;)
Posted: 25 ნოე 2009, 12:26
by Mta Mkvarebia
GAMARJOBA SAKARTVELO
მე შეგიყვანე შეცდომაში
ბეშუმის მწვანე ტბა ვიგულისხმე, თორემ კურორტი ბეშუმი ამ გასვლაშიც ხომ ვნახეთ?
გოდერძის უღელტეხილით ზღვაზე ოქტომბრის ბოლოს ;)
Posted: 16 დეკ 2009, 10:54
by GAMARJOBA SAKARTVELO
Mta Mkvarebia wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
მე შეგიყვანე შეცდომაში
ბეშუმის მწვანე ტბა ვიგულისხმე, თორემ კურორტი ბეშუმი ამ გასვლაშიც ხომ ვნახეთ?
აჰა, გასაგებია.
გოდერძის უღელტეხილის 1 მხარეს, 7 კმში მწვანე ტბაა.
სადაც მხოლოდ ფეხით და მაღალი გამავლობის მანქანით მიისვლება.
მე2 მხარეს, ასევე 7 კმში, კურორტი ბეშუმია თავისი გასა20არი მიკროკლიმატით.
ცხოვრებაში 1ხელ მაინც უნდა წავიდეს ჩვენი თანამემამულე იქაურობის სანახავად
გოდერძის უღელტეხილით ზღვაზე ოქტომბრის ბოლოს ;)
Posted: 16 დეკ 2009, 12:33
by lama
GAMARJOBA SAKARTVELO
მწვანე ტბა ამ ზაფხულს ვიხილე და მართლაც ულამაზესია
ჩვენ ზარზმიდან გადავედით
მწყემსთა სოფელ ბიჩინიკების გავლით
უსაოცრესი ბუნებაა
სასწაულია
პირდაპირ
გოდერძის უღელტეხილით ზღვაზე ოქტომბრის ბოლოს ;)
Posted: 24 იან 2010, 13:38
by Don
მეც დავდებ ართ-არ ფატას... როგორც ამბაბენ ჯაბს გვიან...
:):)