მე რას ვუღებდი ნეტა


ეხლა, ამ მოღუშულ ამინდში, ამ რეპორტაჟმა განსაკუთრებულად გამახალისა . იმ ორი დღის სითბო გამახსენდა.
ჩემთვის მთაშენკას პარასკევის სატელოფონო ზარი და შემოთავაზებული მოგზაურობა (ბათუმში ჩასვლის პერსპექტივით


კიდევ მადლობა გამარჯობა საქართველოს, რომელიც სვანეთიდან პირდაპირ ხაზზე იყო ჩართული ლიკასთან და რჩევებს არ იშურებდა

მართლაც მშვენიერი გასვლა იყო. ვფიქრობ ცოტა მეტი დრო რომ გვქონოდა ზემო აჭარის სოფლებში სახეტიალოდ, ან დასარჩენად ჩვენი მგზაურობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა.
იქაურმა ხედებმა და ადგილობრივებთან ხანმოკლე ურთიერთობამ რაღაც განსხვავებული გრძნობები აღძრა ჩემში. გზად რამდენჯერმე ავღნიშნეთ კიდეც, რომ თითქოს სხვა სამყაროში ვიმყოფებოდით. ეს გრძნობა განსაკუთრებით გამიმძაფრდა აჭარლების სახლში შესვლისას და დიასახლისებთან ურთიერთობისას.
ნამდვილად არ მეგონა თუ ზემო აჭარა ასეთი მჭიდროდ დასახლებული დამხვდებოდა, უღელტეხილთან არსებული საზაფხლო სახლების რაოდენობამ კი ნამდვილად გამაოცა.
დავეთანხმები ლიკას, ადრიან შემოდგომაზე ეს მხარე განსაკუთრებულად საინტერესო სანახავი იქნებოდა.