უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09
შუადღისათვის ავიშალეთ და გზა გავაგრძელეთ, მოვიარეთ ხეთის რამდენიმე უბანი, შევჩერდით ერთ-ერთ ოჯახთან, რომლის გვარიც არ მახსოვს. ძალიან სასიამოვნო ხალხი აღმოჩნდა. ცივი წყალი დაგვალევინეს, ყავაზე დაგვპატიჟეს, გაგვესაუბირნენ.
მიგვასწავლეს ჩეოხვამეს თეთრი ეკლესიის გზა, მხოლოდ ჩვენ ვერ გავიგნებდით და პატარა ძმობილი გამოგვაყოლეს, რომლის სახელიც აღარ მახსოვს (ოხ. ეს სიბერე) და რომელიც დიდი ფანტაზიის მქონე მოზარდი აღმოჩნდა.
საკმაოდ ბევრი რამე მოგვიყვა გზაში, ნაწილი შეიძლება მართალიც ყოფილიყო, ნაწილისა კი რა გითხრათ.
აი, ამ სახლის მასპინძლებმა მიგვიღეს, ბარგიც იქ დავტოვეთ და გავეშურეთ ჩეოხვამეს თეთრი ეკლესიისაკენ.
გზად ევკალიპტების ტყე გავიარეთ, ჩვენი მეგზური კი ათას ზღაპარს გვიყვებოდა.
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09
მალე ჩეოხვამეს თეთრ სალოცავს მივადექით. ადგილობრივების ინფორმაციით, ეკლესია პირველი საუკუნის ბოლოსათვისაა აშენებული, თარიღი უცნობია, თუმცა, მეცნიერების აზრითაც, ჩეოხვამეს თეთრი ტაძარი ადრექრისტიანულ ხანას მიეკუთვნება.
ეს ლამაზი ეკლესია - ,,ჩეოხვამე” (თეთრი სალოცავი), ხამისქურის საზღვართან, ურთის მთის სამხრეთ ფერდობზე საქირიოს უბანში დგას. ხარიტონ გადელიას გადმოცემით ამ ფერდობს ხალხი ,,ოხვამეფერდს” ეძახის.
ეკლესიის სიგრძე 8.70 მ-ია, ხოლო სიგანე 8.50 მ. კედლის სისქე 1 მ-ია. აგებულია ადგილობრივი კირქვის კვადრებით. კედლის ზედა რამდენიმე რიგი, აგრეთვე წერი გვიანდელი დანაშენია. ნაგებობობას დეკორატიული მორთულობა არ გააჩნია. აქვს ორი კარი - დასავლეთით და სამხრეთით. აქვს სამი სარკმელი, საკურთხეველში ორი ნიშია და სამი ქვევრი რეზონატორი. ნაგებობა მთლიანად დაფარულია მცენარეებით. XIX საუკუნის 60-იან წლებში ტაძარი უნახავს რაფიელ ერისთავს, მას გზიდან შეუმჩნევია თეთრი ქვის ეკლესია, რომელიც ზეთისხილის ხეებში ყოფილა ჩაფლული.
იგი აღნიშნავს, რომ ადრე აქ ზაფხულობით ცხოვრობდნენ ცაიშის ეპისკოპოსები. 2005 წელს ეკლესიიდან 150 მეტრს ქვემოთ ადგილობრივმა მოსახლე დავით კანკიამ თავის ნაკვეთში მიწის სამუშაოების შესრულებისას სხვადასხვა ზომის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ლამაზად გამოთლილი კვადრატული ქვა ჯვრის გამოსახულებით, მიწაში ჩაფლული ქვევრი. მისი დიამეტრი შუაწელში 70 სმ-ია..
ყველა ამ მასალის დათვალიერების შემდეგ პრაქტიკოსმა არქეოლოგებმა რ. პაპუაშვილმა და დ.ლომიტაშვილმა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად დაასკვნეს: რომ კანკიას ეზოსი ნაპოვნი ნივთები გვიან შუა საუკუნეებს ეკუთვნოდა, ხოლო ეკლესია - ადრე ქრისტიანულ ხანას.
ესეც ჩეოხვამეს თეთრი ტაძარი
by archil gamzardia
Last edited by ARCHILI on 23 იან 2010, 14:30, edited 1 time in total.
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09
რა ლამაზი ადგილები გინახავთ, ხობის მონასტერი ძალიან მომეწონა...
მომინდა სამარგალოს ნახვა
მომინდა სამარგალოს ნახვა
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09
ვაიმე ჩემი უსაყვარლესი და ულამაზესი სოფელი ხეთა და პაპანწყვირე მე კიდევ ერთ ლეგენდას მოგიყვებით პაპანწყვირეს შესახებც. პაპანწყვირე ანუ იგივე პაპა ნწყვილიე მეგრულად ნიშნავს ჩაძირულ, დამხრჩვალ მღვდელს. ლეგენდის ერთ-ერთი ვერსიის შესაბამისად, ტბის ადგილას ცხოვრობდა მღვდელი, რომელმაც თავის მუშებს დაუკლა ძაღლი, მუშებმა ეს შეიტყვეს და დაწყევლეს მღვდელი, რომელმაც გაქცევა ვერ მოასწრო და მიწიდან ამოვარდნილმა წყალმა შთანთქა მისი სახლი. ასე გაჩნდა(ო)
ულამაზესი ტბა
თუ კიდევ დააპირებთ ხეთაში ლაშქრობის მოწყობას სიამოვნებით შემოგიერთდებით, გიდობასაც გაგიწევთ და ბებოსთანაც დაგაბინავებთ
ულამაზესი ტბა
თუ კიდევ დააპირებთ ხეთაში ლაშქრობის მოწყობას სიამოვნებით შემოგიერთდებით, გიდობასაც გაგიწევთ და ბებოსთანაც დაგაბინავებთ
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09
jaa
ძალიან სასიამოვნოა...
ხეთელები ძალიან მოგვეწონა...
ეს ლეგენდა მეც მომიყვეს ადგილობრივებმა, ოღონდ ფინალი ოდნავ სხვაგვარად
ვიცი, კერძოდ, იმის მერე, რაც მღვდელმა მუსებს ძაღლის ხორცი აჭამა, მისი სახლი და კარმიდამო სადაც იყო, მიწა გაიხსნა და მღვდელი ოჯახთან და კარმიდამოსთან ერთად "ჩაიძირა" მასში...
რამდენიმე ვერსიაა ამ ტბის სახელწოდებასთან დაკავშირებით:
პაპანწყურე მეგრულად დაახლოებით ესე ჟღერს... " მღვდელი ჩაძირულა" ამბობენ აქ ერთი მღვდელი ცხოვრობდაო, მუშები ყავდა დაქირავებული და სამუშაოს მერე, საღამოს მათ ძაღლის ხორცი აჭამა ისე რომ მათ ეს არ იცოდნენო... როდესაც მუშები წავიდნენ მღვდელმა ფანდურზეე დაამღერა ის ამბავი თუ როგორ გააცურა მუშებიო... იქვე მონადირემ ჩამოიარა ეს რო მოისმინა მღვდელი დაწყევლა, იქაურობა ჩაიძირა და ტბად იქცაო თუმცა, როგორც ამბობენ, ეს ვერსია კომუნისტების დროს შეთხზული ისტორიააა...
სინამდვილეში ისტორიული წყაროები გვამცნობს რომ ეს ტბა წმინდა ტბაა სადაც ხალხს ნათლავდნენ... იქვე წმინდა გიორგის ეკლესიაა და უახლოესი ტბა ეს არის... და მისი ნამდვილი ისტორიული სახელია არა "პაპანწყურე" (მღვდელი ჩაძირულა) არამედ "პაპაშწყურე" ანუ მღვდლის წყარო.

ხო, ფანდურის ამბავი არ მოვყევი. ზოგი იძახის ავადმყოფი დედა ყავდა და იმან დაამღერა ფანდურზეო
რაც არ უნდა იყოს გენიალური სილამაზის ადგილია და როგორც კი რამოდენიმე თავისუფალი დღე მიჩნდება ეგრევე ბებოსთან მივრბივარ ხოლმე, თან ჩვენი, ბუკიების გვარიც ხეთიდან მოდის და 2 განშტოება აქვს, ერთი საეკლესიო გლეხები (ეს ჩემი შტოა, რომლებიც არაიან დაკავშირებული მთავარანგელოზთა ტაძრის მშენებლობასთან) მეორე შტომ მესაქონლეობას მიჰყოო ხელი (ორი ძმის შთამომავლები) აი წინანგოლაში თუ იყავით შეამჩნევდით, რომ უმეტესობა ბუკიაა და მესაქონლეობით არიან დაკავებულები (თუ წინანგოლის ქუჩებში მოხვდი უბრალოდ ვერ გაივლი იმდენად ბევრი პირუტყვი ყავთ)
პირველ მაისში ჩხაიაზე თუ იყავით ასულები? ასევე თორსაში არის ძალიან სასრგებო მდუღარე გოგირდოვანი წყალი, რომელიც მიწიდან ამოდის

არ შეგვჭამეს ამ მეგრელებმა!?
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09
კი, ბუკიების და ქირიების ამბავიც ვიცით და იმ მთავარანგელოზის ეკლესიაშიც ვიყავით - ოხვამეკარში, სადაც ბუკიების გვარს ლოცავენ ხოლმე...jaa wrote:ბუკიების გვარიც ხეთიდან მოდის და 2 განშტოება აქვს, ერთი საეკლესიო გლეხები (ეს ჩემი შტოა, რომლებიც არაიან დაკავშირებული მთავარანგელოზთა ტაძრის მშენებლობასთან) მეორე შტომ მესაქონლეობას მიჰყოო ხელი (ორი ძმის შთამომავლები) აი წინანგოლაში თუ იყავით შეამჩნევდით, რომ უმეტესობა ბუკიაა და მესაქონლეობით არიან დაკავებულები (თუ წინანგოლის ქუჩებში მოხვდი უბრალოდ ვერ გაივლი იმდენად ბევრი პირუტყვი ყავთ)
ასევე მისანგარიობის დღესასწაულის შესახებაც მიწერია ზემოთ, რაც ამ სოფელთან არის დაკავშირებული... ეს ყველაფერი წინა გვერდზე და რეპორტაჟში მიწერია...
ჩხაიაზე კიდეც ვიყავით და კიდეც დავდე ფოტოები... აი, მიადევნე თვალი რეპორტაჟს და ნახავ თავადაც... თორსაში არა - ცაიშში ვიყავით გოგირდოვან წყლებზე, მაგრამ მერე მეგრული ტიტუ-ტიტუ და ვავა-ვავა დაგვემართა და... მაგრამ ამაზე რეპორტაჟიდან შეიტყობთ... მიადევნე თვალი...jaa wrote:პირველ მაისში ჩხაიაზე თუ იყავით ასულები? ასევე თორსაში არის ძალიან სასრგებო მდუღარე გოგირდოვანი წყალი, რომელიც მიწიდან ამოდის.
QEBURIUS მუჭო რექ შე მარგალო სეპარატისტო?..
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09
არჩილი შენ რა გითხარი....
მაინტერესებდა ჩემი ჯერ უცნობი "ზემლიაკი" მეგრულ-ეროვნული იდენტობის დონე...
ხო მართლა წელს შარშანდელივით სამეგრელოში უჩემოდ არ წახვიდე თორემ
მაინტერესებდა ჩემი ჯერ უცნობი "ზემლიაკი" მეგრულ-ეროვნული იდენტობის დონე...
ხო მართლა წელს შარშანდელივით სამეგრელოში უჩემოდ არ წახვიდე თორემ
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09
ARCHILI
გაიხარე, ძალიან ლამაზე ადგილები გინახავთ და საშინლად მომინდა ამ ადგილები დასალაშქრად წასვლა.
გაიხარე, ძალიან ლამაზე ადგილები გინახავთ და საშინლად მომინდა ამ ადგილები დასალაშქრად წასვლა.
უცნობი სამეგრელო / მეგრული ტური 3 ავტოსტოპით 10-15.07.09
როგორც ზემოთ მოგითხრეთ, სავარაუდოდ, ჩეოხვამე, ადრე ცაიშის ეპისკოპოსების საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა.
2005 წელს ეკლესიიდან 150 მეტრს ქვემოთ ადგილობრივმა მოსახლე დავით კანკიამ თავის ნაკვეთში მიწის სამუშაოების შესრულებისას სხვადასხვა ზომის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ლამაზად გამოთლილი კვადრატული ქვა ჯვრის გამოსახულებით, მიწაში ჩაფლული ქვევრი. მისი დიამეტრი შუაწელში 70 სმ-ია..
ყველა ამ მასალის დათვალიერების შემდეგ პრაქტიკოსმა არქეოლოგებმა რ. პაპუაშვილმა და დ.ლომიტაშვილმა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად დაასკვნეს: რომ კანკიას ეზოსი ნაპოვნი ნივთები გვიან შუა საუკუნეებს ეკუთვნოდა, ხოლო ეკლესია - ადრე ქრისტიანულ ხანას.
ჩვენ ვესტუმრეთ დავით კანკიას სახლსაც და დავათვალიერეთ მისი ეზო. ამჟამად მის ეზოში განსაკუთღებულად საინტერესო არაფერია, ლამაზი ბაღისა და ორიოდე ექსპონატის გარდა, არქეოლოგიური სამუშაოები კი გასაგრძელებელია სამომავლოდაც: