უდაბნოსა და ყაყაჩოებში ლიკაკოს გასეირნება. 23.05.2009

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
უდაბნოსა და ყაყაჩოებში ლიკაკოს გასეირნება. 23.05.2009

Post by Mta Mkvarebia » 25 მაი 2009, 12:45

ნათლისმცემელი გამოჩნდა:

Image

ნათლისმცემელი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, იოანე ნათლისმცემლის მონასტერი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი, დავითის ლავრის დასავლეთით 12 კმ-ზე. დაარსებულია VI-VII საუკუნეებში წარმოადგენს კლდეში გამოკვეთილ ერთიან კომპლექსს. ნაგებობათაგან აღსანიშნავია უჩვეულოდ მაღალი და ვრცელი მთავარი ეკლესია. ჩრდილოეთით მცირე სათავსი ეკვრის, რომელიც ძირითად დარბაზს 2 თაღის მეშვეობით უკავშირდება. საკურთხევლის წინ XVIII საუკუნის II ნახევრის კანკელია. მთავარი ეკლესიის სამხრეთით კიდევ ერთი მცირე ეკლესიაა, რომელშიც კლდეში გამოკვეთილი კიბით შეიძლება ასვლა. მთავარი ეკლესიის შესასვლელში აღმართულია კოშკი და ჭიშკარზე დაშენებული სამრეკლო. ინტერიერში შემონახულია XII საუკუნის I ნახევრის მოხატულობის ფრაგმენტები.

Image


Image

ცხვრები
Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
უდაბნოსა და ყაყაჩოებში ლიკაკოს გასეირნება. 23.05.2009

Post by Mta Mkvarebia » 25 მაი 2009, 12:46

ტაძარში ულამაზესი ფრესკებია

Image

Image

ნახეთ რა საყვარელი ლეკვია, ყველას ერთი დანახვით შეგვიყვარდა და ერთმანეთს ხელიდან ვტაცებდით :D . ფეხი ტკიოდა და ძლივს დადიოდა :( , მაგრამ ისეთი ალერსიანი იყო და ისე უხაროდა ჩვენი მოფერება! :D

Image

მერე ნაწილი კოშკში ასასვლელად მოვემზადეთ

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
უდაბნოსა და ყაყაჩოებში ლიკაკოს გასეირნება. 23.05.2009

Post by Mta Mkvarebia » 25 მაი 2009, 12:47

მეც მოვემზადე მაგრამ კლდეზე და გვირაბში გასაძრომით ვერ მოვიხიბლე :lol: და შუა გზიდან ლიკაკოსთან დავბრუნდი

Image

Image

Image

Image

Image

ნაჯახიანი სიკვილი ჯერ არ ვყოფილვარ :wink: :lol:
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
უდაბნოსა და ყაყაჩოებში ლიკაკოს გასეირნება. 23.05.2009

Post by Mta Mkvarebia » 25 მაი 2009, 12:47

აქ მითხრა ლიკაკომ, ისე მომენატრა თვალუწვდენელი სივრცის შეგრძნება ერთ ოთახში ჩაკეტილს, ამიტომაც ავარჩიე გარეჯი და ნათლისმცემელი, ტყეში სივრცის ასეთი შეგრძნება არ მექნებოდაო :( . უკიდეგანო სივრცეები გელოდება, ლიკა :D , ცოტაც და :wink: ...

Image

Image

Image

ვტკბებოდით ულამაზესი ხედებით, მონასტრის სიმშვიდით და მყუდროებით და გვიხაროდა რომ კიდევ დიდი სილამაზე გველოდა წინ - აბიბინებული ყაყაჩოს ველები. ამ მარშრუტის არჩევის კიდევ ერთი მიზეზი :D

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
უდაბნოსა და ყაყაჩოებში ლიკაკოს გასეირნება. 23.05.2009

Post by Mta Mkvarebia » 25 მაი 2009, 12:48

მერე დავით გარეჯისკენ გავემართეთ

Image

Image

ჩიჩხიტური
Image

დავითგარეჯა — ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში ისტორიულ კუთხეში, გარეჯის კლდოვან მთებში.
კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით.
დავითის ლავრა გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. დროთა ვითარებაში მას განშტოებები შეემატა. გარკვეულ პერიოდში მონასტერთა რიცხვმა თორმეტსაც მიაღწია. ამ ხანიდან უნდა იყოს შემორჩენილი სახელწოდება "გარეჯის ათორმეტნი მონასტერნი" შემდეგში თანდათან ჩამოყალიბდა შორი-შორს მდებარე გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსების ქსელი: წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თერთრსენაკები, დოდოს რქა, უდაბნო, აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, ვერანგარეჯა, პირუკუღმარი, პატარა ქვაბები. დავითგარეჯის მონასტერთა საქმიანობა თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ქართველი ხალხის როგორც რელიგიურ, ისე საერთოდ კულტურულ ცხოვრებაში. XII საუკუნის დასაწყისში დავით IV აღმაშენებელმა დავითგარეჯის მონასტრები სამეფო საკუთრებად აქცია,ხელს უწყობდა მათ დაწინაურებას. მონასტრები გათავისუფლებული იყო სახელმწიფო გადასახადებისაგან. 1265 მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით დაარბია და მოაოხრა დავითგარეჯა და მისი მიდამოები.
XIV საუკუნის I ნახევარში, გიორგი V ბრწყინვალის მეფობაში, დავითგარეჯა მძლავრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად იქცა. მონასტერთა მესვეურნი მონაწილეობდნენ სამეფო დარბაზის მუშაობაში და ქვეყნის საეკლესიო საქმეთა მართვაში. XIV საუკუნის ბოლოს თემურლენგის მრავალგზის ლაშქრობების დროს, სამონასტრო ცხოვრება მოიშალა. 1424 ალექსანდრე I-მა დიდმა დავითგარეჯა მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ეკლესიას შესწირა. 1616-1617 სპარსელთა ლაშქარმა დაარბია, მონასტრები გაუქმდა. 1639 თეიმურაზ I-მა აღადგინა აქ სამონასტრო ცხოვრება XVIII საუკუნეში დავითგარეჯა კვლავ მეფის ხელდებული გახდა. მას ეკუთვნოდა ვრცელი მამულები და სოფლები, იქ მოსახლე გლეხები სამონასტრო ყმებად ითვლებოდნენ. დავითგარეჯის მონასტრებმა XIX საუკუნის დასასრულამდე იარსება.
დავითგარეჯის სამონასტრო მშენებლობამ თავის მწვერვალს საქართველოს საერთო ეროვნულ და კულტურულ-პოლიტიკური აღმავლობის დროს, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მიაღწია. დავითგარეჯში გამომუშავდა სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის საკუთარი წესი, ფრესკული მხატვრობის საკუთარი სკოლა.
დავითგარეჯის მხატვრობაამ პერიოდის დავითგარეჯის მონასტრების სახე მკვეთრად განსხვავდება ადრინდელი პერიოდის მონასტრებისაგან. მთავარ ეკლესიებსა და სატრაპეზოებში ადრინდელი უბრალოებისა და უშუალობის ნაცვლად თავი იჩინა დიდებულებამ, გრანდიოზულობამ, ინტერესმა ფართო, თავისუფალი სივრცისადმი. შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიერებდა მთავარი ეკლესიებისა და საერთო სატრაპეზოების კედლების მოხატულობა. დავითგარეჯის მხატვრობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქტიტორთა მრავალრიცხოვანი გამოსახულებები, მ.შ. საქართველოს მეფეთა პორტრეტები (თამარ მეფე და მისი ძე გიორგი IV ლაშა - ბერთუბნის ეკლესია, ამჟამად - ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი; მეფე დემეტრე II თავდადებული - უდაბნოს მონასტრის ხარების ეკლესიის მოხატულობა). ქტიტორთა პორტრეტები ზომით ბევრად ჭარბობს რელიგიური პერსონაჟების გამოსახულებებს, რაც მოწმობს ქართველი ოსტატის დამოუკიდებლობად ბიზანტიური ხელოვნების მიერ დაკანონებული სქემებისაგან. აღსანიშნავია ბერთუბნის სატრაპეზოს მოხატულობა, რომელიც საზეიმო და დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. უდაბნოს მთავარ ეკლესიაში გამოსახულია სცენები დავით გარეჯელის ცხოვრებიდან ასევე საინტერესოა უდაბნოს მონასტრის ამაღლების ეკლესიის აფსიდის მოხატულობაც, რომელიც გამოირჩევა მეტყველი სახეებით და დინამიკურობით.
გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ცალკეული სამონასტრო კომპლექსები ურთიერთშორის დაკავშირებული იყო საგუშაგო და სასიგნალო კოშკებით, რომლებმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. საინტერესოა ბოლო საუკუნეების (XVII, განსაკუთრებით XVIII საუკუნე) ცალკეული გამოქვაბულები, რომლებიც გაჯის ნაძერწი მორთულობითაა გაფორმებული.
დავითგარეჯა კულტურისა და განათლების მძლავრი კერა იყო. სხვადასხვა დროს დავითგარეჯის მონასტრებში მოღვაწეობდნენ ონოფრე გარეჯელი (XII ს.), დემეტრე I, ონოფრე მაჭუტაძე (XVII-XVIII საუკუნეების მიჯნა), სულხან-საბა ორბელიანი, ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (XVIII ს), გაბრიელ საგინაშვილი (XVIII ს), გრიგოლ დოდორქელი, ანტონ I, ტიმოთე გაბაშვილი, გაბრიელ მცირე და სხვა. გარეჯელი მოღვაწეები ეწეოდნენ ხელნაწერებს, ადგენდნენ კრებულებს, დახმარებას უწევდნენ კულტურის სხვა კერებს. დავითგარეჯში დაცული იყო ხელნაწერთა მდიდარი ფონდი.


Image

Image


Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
უდაბნოსა და ყაყაჩოებში ლიკაკოს გასეირნება. 23.05.2009

Post by Mta Mkvarebia » 25 მაი 2009, 12:50

რადგან უკვე გვიანი იყო გამოქვაბულების მოსანახულებლად ასვლას ვეღარ ვასწრებდით, შეიძლება შემოგვღამებოდა თან კიდევ ყაყაჩოს მინდვრები გვქონდა სანახავი დავით-გარეჯი-საგარეჯოს გზაზე. ამიტომ მხოლოდ კოშკზე ასვლით და კომპლექსზე იქიდან გადმოხედვა ვიკმარეთ.

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
უდაბნოსა და ყაყაჩოებში ლიკაკოს გასეირნება. 23.05.2009

Post by Mta Mkvarebia » 25 მაი 2009, 12:53

დავტოვეთ დავით-გარეჯი და საგარეჯოსკენ გამოვემართეთ ყაყჩოს ველების ხილვის მოლოდინში :D

Image

Image

Image

გავიარეთ მლაშე ტბა:

Image

Image

Image

Image

შეგვხვდა ცხვრის ფარა

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
უდაბნოსა და ყაყაჩოებში ლიკაკოს გასეირნება. 23.05.2009

Post by Mta Mkvarebia » 25 მაი 2009, 12:53

მაგრამ ყაყაჩოების კვალიც კი ვერ შევნიშნეთ. ზოგი ამბობდა, ალბათ გადაიყვავილა, გვიან წამოვედითო, ზოგი კიდევ - პირიქით, ადრეაო. მაგრამ წამლადაც ვერ ვნახეთ ერთი ყაყაჩო. ლამის ყურები ჩამოვყარეთ :( , მერე უცებ გოგას აღტაცებული შეძახილი გავიგეთ: "ვერ ხედავთ რამდენი ყაყაჩოა, კარგად გაახილეთ თვალები, როგორ, ვერ ხედავთო?" და ჩვენც დავინახეთ, ანუ მხარი ავუბით :lol: , "ვაიმე, რამდენი ყაყაჩოა და რა სილამაზეა" - ამბობდა ლიკაკო :wink: , მერე 5 წუთში ისევ გოგას შეძახილი გავიგონე: "ყაყაჩოებიიიიიიიიი!!!", მეგონა ისევ ხუმრობდა, მაგრამ მარჯვნივ გავიხედე და ერთ პატარა მდელოზე უამრავი ყაყაჩო დავინახე :D ჩვენს აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა, რომ ეს ნატვრაც ავისრულეთ და ყაყაჩოს მდელო ვნახეთ :D , გადმოვცვივდით მანქანიდან და შევესიეთ მინდორს. უკვე ბნელდებოდა, ამიტომ ვერც მობილურით და ვერც ჩემი აპარატით ფოტოები ვერ გადავიღე. ხრუხუნას აპარატით გადაღებულ ფოტოებს დავდებ :)


Image

Image

ცა საშინლად მოქუფრული იყო, შორს ელავდა კიდეც, ეს თურმე თბილისში ჩამოჰქონდა ზეცა დედამიწაზე :) , მაგრამ საგარეჯოში ჯერ კიდევ არ წვიმდა. ერთერთ გზისპირა რესტორანში ვივახშმეთ, ლიკაკოს დედის გამოტნეული უგემრიელესი კონიაკით დავილოცეთ და შემდეგ თბილისისკენ გამოვემართეთ. აი მანდ მოგვისწრო თავსხმამ, მაგრამ მანქანებს შეუდარებელი მძღოლები მართავდნენ, ამიტომ თბილისში პრობლემების გარეშე ჩამოვედით.

უზომოდ სასიამოვნო დღე იყო, სიტყვები რომ არ გყოფნის ისეთი :D , ამისთვის დიდი მადლობა გასვლის თითოეულ მონაწილეს :D
Image

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
უდაბნოსა და ყაყაჩოებში ლიკაკოს გასეირნება. 23.05.2009

Post by keto » 25 მაი 2009, 13:02

Mta Mkvarebia wrote: აი მანდ მოგვისწრო თავსხმამ
ნელ-ნელა მესმის ოფროუდერების :) რა მაგარია დატბორილ ადგილებში მანქანით ცურვა :D
Keep Smiling...

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
უდაბნოსა და ყაყაჩოებში ლიკაკოს გასეირნება. 23.05.2009

Post by keto » 25 მაი 2009, 14:39

ესეც მე3 და ბოლო პანორამა.
ფოტოები საღამოსკენ კიდევ იქნება.
Image
Keep Smiling...

User avatar
nataliko-nataliko
მაწანწალა
Posts: 702
Joined: 29 აგვ 2008, 21:32
Location: მზის და ვარდების მხარე
უდაბნოსა და ყაყაჩოებში ლიკაკოს გასეირნება. 23.05.2009

Post by nataliko-nataliko » 25 მაი 2009, 16:46

keto wrote:ესეც მე3 და ბოლო პანორამა.
ფოტოები საღამოსკენ კიდევ იქნება.
Image
ძალიან ძალიან ძალიან მომწონს... :shock:
все к лучшему

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
უდაბნოსა და ყაყაჩოებში ლიკაკოს გასეირნება. 23.05.2009

Post by keto » 25 მაი 2009, 19:45

nataliko-nataliko
:oops:

შეპირებული ფოტოებიც მოვიდაა :)
გზად ნათლისმცემლისკენ
Image

გამოჩნდა კიდეც
Image
Image

უკან გზაზე ისევ გავჩერდით სურათების გადასაღებად
Image
Image
Keep Smiling...

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
უდაბნოსა და ყაყაჩოებში ლიკაკოს გასეირნება. 23.05.2009

Post by keto » 25 მაი 2009, 19:51

ესეც იქაურობის მომავალი 'მცველი'
Image Image
Keep Smiling...

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
უდაბნოსა და ყაყაჩოებში ლიკაკოს გასეირნება. 23.05.2009

Post by keto » 25 მაი 2009, 19:56

ჩიჩხიტური
Image Image
Keep Smiling...

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
უდაბნოსა და ყაყაჩოებში ლიკაკოს გასეირნება. 23.05.2009

Post by keto » 25 მაი 2009, 20:06

დავით გარეჯი
Image
Image
Image
Keep Smiling...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]