ძალიან კარგი იყო გუშინდელი დღე ყველაფრით ჩავარნდებით და
პრობლემებითურთ, რასაც კარგი და გემრიელი ადრენალინიც ახლდა

.
სამთო ქიმიასთან ჩავედი მეთქი იქნებ ადგილი იყოს რო წავიდეთქო (სიმართლე ითქვას არც ველოდი რო წავიდოდი). საბოლოოდ 2 თუ 3 მანქანაში აღმოჩნდა ადგილი და საბოლოო არჩევანი LOMI-ს შამილაზე შევაჩერე და მინდა გითხრათ რომ არ მინანია

. გზა თოვლიანი და ყინულიანი იყო და ამანაც პრობლემები შეგვიქმნა, გუბეები და მდინარეები გზადაგზა გვესალმებოდნენ.
იყო ჩავარდნები, დასრილებები, გაჭედვები მაგრამ ბოლომდე ბრძოლამ ფინიშამდე მიგვიყვანა. გზად სადაც ბევრს გადასვლა უჭირდა და ხიდებს რთავდნენ LOMI თავისი შამილათი ისეგემრიელად გადადიოდა ნუ იკითხავთ

. ამავე ეკიპაჯის წევრები იყო zika, mtashenka და tamusia. მაგრად ვიმხიარულეთ მანქანაში

. LOMI შენც მაგარი ხარ და შენი შამილაც

, საღოლ

.
უმაგრესი იყო. ულამაზესი ადგილები და ულამაზესი ხედები. ერთობ მოხიბლული დავრჩი გუშინდელი დღით.