ტრული ყოჩაღ

მივესალმები შენს დაუზარებლობასა და მთხრობელობის ნიჭს.
მოკლედ, სანამ ბაკუღიანში არ ჩამოგვყარა მძღოლმა, იქამდე არ მეჯერებოდა რომ ჩემმა ერთგულმა ძმამ ასე გამომაპარა თავისი განზრახვები
მაგრამ როცა თოვლიან გზას მაღა ავუყევით, მივხვდი რომ იქ, მაღლა რაღაც ძალიან კარგი გველოდებოდა
მზე ჩუმად გვათბობდა და მშრალი, ფხვიერი თოვლი ცდილობდა ძალიან არ შევეწუხებინეთ თავისი სისველით
მაღლა რომ ავედით, პატარა სოფელი დავინახეთ მინდორზე მომიობეული ხის სახლებით.. კოხტა სახურავებზე დადებული თოვლი ზღაპარში გვიხმობდა ყველას.
აქდან წასვლა ნამდვილად არავის გვინდოდა..
და იმ ღამეს, კიდევ ერთი საკვამურიდან ამოვიდა კვამლი...
დილით ისევ თოვლიანი გზები,აქ უკვე შუა ტყეში,მწვანე ნაძვებს შორის მივიკვლევთ ტბებისკენ მიმავალ გზებს. მინდორზე გამოსვლისას ისევ სასიამოვნოდ გვეფერება მზე.
ავდივართ მაღლა და ამ სიმაღლიდან უკვე ხელის გულზეა გადაშლილი ხის სოფელი და ოთხი პატარა ტბა.
ტბები გაყინული იყო, ყველაზე საოცარი ის იყო რომ ყინულზე ფიფქები ფორმაუცვლელად დაყრილიყო.ისე,როგორც ნახატებიშია.. ასეთი უთვალავი ფიფქი ეყარა ყინულზე....
ყინულს სამახსოვროდ დარჩა ზედ ნაცეკვი ჩაჩაჩა-ს კვალი, დიდი ასოებით წარწერა karavi.ge და ამ ყველაფრის ავტორთა ინიციალები teo-,zgarbi
იმ საღამოს, გადათოვლილ სოფელში კვამლი მხოლოდ ერთი ფიცრულიდან ამოდიოდა.. იქ 9 კარაველი, სანთლის შუქზე,საძილეებში გახევეული, ღუმლის გარშემო შემომვსხდარიყავით და ტკბილად ვუბნობდით
ეს 9 კარაველი მეორე დილით სულ სირბილ-სირბილით,პატარა ფიფქეთან ცეკვა ცეკვით, და რაც მთავარია სრიალ-სრიალით გავუყევით იმ გზას, რომელიც ბოლოს მარშუტკასთან მიგვიყვანდა
