სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
ჩვენი და ძმობილი პაჯეროს ეკიპაჟები გავჩერდით ახალქალაქის კულტურის სახლთან მაღაზიის წინ, სადაც შევივსეთ წყლის და ა.შ. მარაგები. მალე მაკენაც და რუხიც მოვიდნენ.
ამასობაში კი ნაიას ზურმუხტა მარტოდმარტო აპობდა ჯავახური ღამის წყვდიადს გზო უკვლოდ დაკარგული მორენოს მოსაძებნად.
ამას ზურმუხტას ეკიპაჟი უკეთ მოყვება.
ცოტა ვიბჭეთ თუ ბევრი გადავწყვიტეთ რუხის ნივის დატოვება, ხოლო დანარჩენები გავემართეთ ასპინძისკენ, სადაც თბილი სასტუმრო და ვახშამი გველოდებოდა.
სასტუმრომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. კომფორტი, სითბო, სისუფთავე, შესანიშნავი ვახშამი.
მე ეზოში კარავი გავშალე და იქ დავბინავდი. აცაბაცას შევეცოდე და თავისი საძილე და პარალონიც შემომწირა.
ვივახშმეთ, ვუყურეთ ტელევიზორს, რუხიც ჩამოვიდა, ვრეკეთ ვრეკეთ, გავიგეთ რომ ზურმუხტამ იპოვა მურანო და მოდიან.
ყველას კისერი გვწყდებოდა დაღლილობისგან. მე წავედი კარავში, როდესაც დაკაგულები მოვიდნენ დაღლილ დაქანცულები.
ჩავძვერი საძილეში და დილამდე ტკბილად დავიძინე.

მი მალატ შვან
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
Trulala
GAMARJOBA SAKARTVELO
ვა რუსო, გოგა რა კარგები ხართ
ვიცი რომ გუშინ საკმაოდ გვიან და საკმაოდ დაღლილები დაბრუნდით და ამ დილაუთენია სეთი რეპორტაჟი თუ დამხვდებოდა არ მეგონა
აბა ველით გაგრძელებას
GAMARJOBA SAKARTVELO
ვა რუსო, გოგა რა კარგები ხართ

აბა ველით გაგრძელებას

- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
GAMARJOBA SAKARTVELO
თბილისში სანამ შევიდოდით, შევხედეთ მთვლელს და 711 ეწერა
.
ნაიას და დონის მანქანას მეტი ექნება რა თქმა უნდა გავლილი,
იქ ხომ იტრიალეთ, მერე ისევ შემოვლითი გზით დაბრუნდით
.
დანარჩენებმა, ყველამ მოკლეზე გადმოვჭერით, საღამოს ტბისკენ.

2 იანვარს ზღარბი დამებედა 

სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
ZVIOSULI
შენ რომ გაქანებული მანქანიდან ესეთ სურათებს იღებ, რომ გაგიჩერონ მერე რაღას იზავ

ღირდა შენსგამო ''ბორშის'' მირთმევა
არ ხარ დასაკარგი არა

დილა დაიწყო კარავში შემოყოფილი სასკვას თავით.
უუუუ ჩავისუნთქე და მივხვდი რომ გარეთ ყინავს, მე თბილად ვარ და ყველაფერზე ნაკლებად ამ სითბოსთან შელევა მინდა.
მარა... სწრაფად ჩავიცვი და შევვარდი ოთახში.
გავთბი, გამოვედი და კარავი ავკეცე, ხელებიც მიმეყინა, რადგან გარედან მოყინული იყო კარავი. ვისაუზმეთ (ძალიან გემრიელად), ჩავლაგდით და გზას გავუდექით ორგორისკენ.
მესხეთში ძალიან ცოტა მესხური სოფელია შემორჩენილი, ორგორაში მთიულები ცხოვრობენ, სხვა სოფლებში იმერლები და რაჭველები არიან ჩამოსახლებულნი.
სოფელი ზველი მესხურია. აქ არის პატარა ბაზილიკა, მგონი 10 საუკუნის, ახალი აღდგენილია და სიძველე არ ეტყობა. ეკლესიის ეზოში კი ძალიან ძველი და საინტერესო საფლავის ქვებია ვერძების გამოსახულებით.
გავიცანით ადგილობდრივები და მუსხისკენ განვაგრძეთ გზა.
მაღაზიაში ბორჯომი ვიყიდეთ და ძმობილ პაჯეროს, რომელიც ამ დღესაც ჩვენს გვერდით ან უკან მოდიოდა, გავუმასპინძლდით.
მუსხამდე არ მისულებს გზის პირას (უფრო სწორად კი ქვეშ) დანგრეული ბაზილიკა შეგვხვდა. საინტერესო ძეგლი იყო. რუქაზე არაა აღნიშნული.

დიდი მადლობა მაკენას იდეისთვის!
დიდი მადლობა გამარჯობა საქართველოს, რადგან ადგილი გამომინახა ეკიპაჟში!
დიდი მადლობა წინაპრებს, რადგან არა ერთი ღირსშეანიშნავი რამ შექმნეს, შემოგვინახეს, და ამით დღემდე განაპირობებენ ქართველ ადამიანთა ერთად ყოფნასა და ქმნიან მათ მიერ დატოვებულის ხილვის მიზეზს!
p.s.
სიცოცხლე კარავს! მოკითხვა ყველას!

Last edited by Tamusia on 04 ნოე 2008, 13:46, edited 1 time in total.
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
სამცხის პეიზაჟები სულ არ ჰგავს ჯავახეთს. მკაცრი, მოტიტვლებული და მდუმარე ფერდობები შეიცვალა ფოთლოვანი და შერეული ტყეებით, რომლების შემოდგომაზე ნაირნაირი ფერის ფოთლებით იყვნენ შემოსილნი, და ჯავახეთიდან ჩამოსულთ, სითბოს, სიცოცხლეს და ეშხს მოწყურებულთ, თვალებს წყალს გვასმევდა. (უი.. ცუდად დავაწყე ფრაზა)
ფერების სიმრავლე, ტყიანი და ტერასებიანი ჩალისფერი გორაკები, ტყიანი მთები, სოფლები ყანებით, ასეთია სამცხე...
სიტყვები არ მყოფნის მისი მოკრძალებულად თბილი სადა სილამაზის გადმოსაცემად.
ჩავედით ურაველის ხეობაში. მიზანი - აგარას კომპლექსი. გადავწყვიტეთ ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლად ავბედითი მურენო დაგვეტოვებინა სოფელში და მისი ეკიპაჟი გადაგვენაწილებინა.
ვინაიდან პაატას პატრულის შესაძლებლობებნი ნამდვილად უსაზღვრო აღმოჩნდა, ზვიო, დონი და მინუსი ჩვენთან აღმოჩნდნენ ლტოლვილებად.
დავლაშქრეთ მთა. ენთელს რომ მივუახლოვდით, ძმობილი პაჯერო ქვებს ისე გაეხახუნა რომ ცალი ფრთა გაეღუნა. საჭირო გახდა მისი მოხსნა, რამაც საგრძნობლად შეგვაყოვნა.
კარველები ენთელამდე ფეხით ავედით და ძველი ტაძრის ნაშთები და ქვაკაცი დავათვალიერედ.