თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

Post by Mta Mkvarebia » 09 სექ 2008, 15:24

ZVIOSULI
2 დღე მზე, 2 დღე წვიმა, ციოდა დილა-საღამოს, შუადღეს თუ მზიანი ამინდი იყო თბილოდა, მზეზე ცხელოდა კიდეც, ყურები ტუჩები, სახე და სხეულის სხვა ნაწილები დაგვეწვა მზეზე. ერთ საღამოს ისეთი ნისლი იყო კარვებამდე ძლივს მივაღწიეთ. ეს არც თუ ისეთი უხიფათო მომენტი იყო, იმის გავალისწინებით რომ კარვები ხრამის პირას გვქონდა გაშლილი :wink:
Image



User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

Post by TuTa » 09 სექ 2008, 15:30

paata_

მართლა გავოგნდი ეს რა სილამაზეა :shock:

სასწაულია, ჯერ მხოლოდ პირველი გვერდი ვნახე და აღტაცება ვერ დავმალე

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

Post by paata_ » 09 სექ 2008, 15:31

TuTa

არაა, ფოტოზე ვერ გადმოცემ იმას რასაც საკუთარი თვალით ნახავ


User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

Post by ZVIOSULI » 09 სექ 2008, 15:32

TuTa
პლაგიატო!


თუშეთით აღფრთოვანება მხოლოდ ჩემია
:twisted:


Mta Mkvarebia
და მთაშეკ - ზარატუსტრას გამოქვქბული ნახეთ?
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

marita 777
მაწანწალა
Posts: 642
Joined: 31 ოქტ 2007, 14:09
Location: tbilisi
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

Post by marita 777 » 09 სექ 2008, 15:40

paata

რა საოცარი ფოტოებია...რა სილამაზეაააააა :shock: შოკში ვარ!!!

უფრო და უფრო მეამაყება, რომ ქართველი ვარ :)
amindi moqmedebs

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

Post by TuTa » 09 სექ 2008, 15:42

Mta Mkvarebia
paata_

ფოტოებს ვერ ვწყდები, ეს რა დღეში ჩაგვყარეთ... მინდა იქ მინდა

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

Post by Mta Mkvarebia » 09 სექ 2008, 15:54

ვიწყებ დეტალურ რეპორტაჟს:

თუშეთში დიდი ხანია, წასვლა გვინდოდა, მაგრამ ვერა და ვერ მოვახერხეთ კარველებმა კარვული გასვლის განხორციელება. რამდენჯერმე გაიხსნა კიდეც სამომავლო გეგმებსა და იდეების კიდობანში თემა, მაგრამ არადა არ გამოჩნა ასე სასურველი ორხიდიანი მანქანები. ბოლოს რომ მივხვდით, რომ ამ გზით ჩვენი ოცნების განხორციელება სათუო იყო, გადავწყვიტეთ ტურისტული სააგენტოსთვის შეგვეკვეთა ტური. რაღა შორს წავსულიყავით და პაატას სააგენტო თებულოტურ.გე-ს, იგივე პაატა გე-ს მივადექით (ეს ალბათ რეკლამაში მეთვლება არა? :wink: ). ეს იყო თვენახევრის წინ. თავიდან ვიფიქრეთ რომ განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო, თუშეთის გასვლასაც ისეთივე ბედი ეწეოდა რაც სვანეთში და სხვაგან დაგეგმილ მოგზაურობას. მაგრამ დაძაბულობა რომ შედარებით განიმუხტა ისევ განვაახლეთ თუშეთზე ფიქრი, ეს ხომ გამოუყენებელი შვებულების კომპანსაციის ერთადერთი საშუალება იყო ჩემთვის. ტურის მონაწილეები რამდენჯერმე შეიცვალა, 3-ჯერ დავაკომპლექტეთ ჯგუფი თავიდან, სხვადასხვა მიზეზით გამოეთიშნენ ამ გასვლას თიკო-რ, ნაია, თუთა, სიკვდილა, შემდეგ ინტელა, ციცინო და სხვები. საბოლოოდ გადაწყდა რომ მივდიოდით: ნინუკალა, კოლხი გოგო, მე და ახალი კარველები ნინო მაღრაძე და კონსტანტინე. აქ ერთი პატარა კურიოზი შემემთხვა. პაატა მეუბნება, კარველ კონსტანტინესაც უნდა წამოსვლაო. მე კიდევ ვუთხარი, კონსტანტინესთან დიდი ბოდიში მაგრამ უკვე შევუთანხმდი და ველაპარაკე კიკის მეგობარ კოკას, ბიჭი ისეთი გახარებულია, რომ მოდის და უარს ვერაფრით ვეტყვითქო. როცა წინასწარ შევიკრიბეთ დეტალებზე მოსალაპარაკებლად, მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე, რომ კიკის მეგობარი კოკა და კარველი კონსტანტინე ერთი და იგივე ადამიანი ყოფილა.. და მერე რა ადამიანი, ბრწყინვალე, ქვე შენი ჭირიმე, ბოში :wink: ჩვენთვის მეგზურობა უნდა გაეწიათ იეტ ვარდანაულს, იგივე პაატას, გელა დაიაურს და კობას, ჩვენს კაპიტანს, შუმახერს რომ შეშურდება ისე რომ დაატარებს მანქანას :) , ჩვენთან ერთად თუშეთში წამოვიდა კახა თავის ოჯახთან, მეუღლე ელისოსთან, ლუკასთან, თინათინთან და ოჯახის ახლობელ ნინოსთან ერთად.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

Post by Mta Mkvarebia » 09 სექ 2008, 15:57

ZVIOSULI wrote: Mta Mkvarebia
და მთაშეკ - ზარატუსტრას გამოქვქბული ნახეთ?
ესა? :wink:
Image
ოღონდ არ ვიცოდი თუ ზარატუსტრასი იყო:lol:

უფრო საზოგადოებრივ საპირფარეშოს ჩამოგავდა :wink:
Image

marita 777
მაწანწალა
Posts: 642
Joined: 31 ოქტ 2007, 14:09
Location: tbilisi
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

Post by marita 777 » 09 სექ 2008, 16:01

(მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე, რომ კიკის მეგობარი კოკა და კარველი კონსტანტინე ერთი და იგივე ადამიანი ყოფილა..)


Mta Mkvarebia
მაგარი ხარ :lol: :lol: :lol:
amindi moqmedebs

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

Post by Mta Mkvarebia » 09 სექ 2008, 16:10

დილით დათქმულ 7 საათზე "ივერიის" წინ ვიყავით ყველა ტურის ორგანიზატორების გარდა. კარგა ხნის ლოდინის მერე პაატას დავურეკე, სპეციალურად ნამძინარევი ხმით მიპასუხა და შეიცხადა: "დღეს მივდივართ. თუ ხვალო", მერე "კარგი, ბარგს ჩავალაგებ და მოვდივარო" :wink: , მაგრამ ჩვენი გაცურება არც ისე ადვილი იყო და ვერც ხასიათს წაგვიხდენდა რამე, ისეთ მოლოდინში ვიყავით :D .

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

Post by Mta Mkvarebia » 09 სექ 2008, 17:17

მალე პაატაც გამოჩნდა გელასთან და კობასთან ერთად. როგორ ჩავტენეთ ბარგი ნისან პატრულის ჯიპში არ ვიცი, რადგან მანქანის საბარგული უკვე ისედაც სავსე იყო ბარგით, ამასთან ერთად გელაც უნდა ჩატეულიყო საბარგულში მოთავსებულ ერთერთ სავარძელზე ბალალაიკასთან ერთად.

როგორც იქნა მოვთავსდით და გზას გავუდექით. პირველი გაჩერება თელავში, "პოპულთან"

ეს კიდევ მეორე გაჩერება. ეღირსა როგორც იქნა ალავერდის ნახვა :wink: ყური არ გატყუებთ პირველად ნახა ალავერდი. პაატამ თუშეთი გვანახა და ჩვენ ალავერდი ვანახეთ :D

Image

ყოველი გაჩერებისას ასე ვიპრისებოდით მანქანაში :wink:
Image
Image

User avatar
Nino M
მაწანწალა
Posts: 311
Joined: 16 ივლ 2008, 14:27
Location: Tbilisi
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

Post by Nino M » 09 სექ 2008, 17:31

ჩემი საცოდავი პარალონი, ხან სად გადადებდნენ და ხან სად, აშკარად არ იყო მისი ადგილი მანქანაში :lol:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]