არჩილ_ი დავტოვეთ თავის მონასტერში და ღამით გერგეთზე ავედით. ღამე იყო და ფოტოაპარატი არ მიწვალეია - სამაგიეროდ შეშის მოგროვებაზე ვიწვალეთ ბიჭებმა - უკუნ სიბნელეში ახალგაზრდა, ჩახალრთულ ტყეში შესვლა და ხმელი შეშის ძებნა არც ისე ადვილი გახდა, მით უმეტეს რომ მერე აღმართზე, ბარდნარში მოგვიწია მოგროვებულის ამოთრევა, თან იქაურობაც დანამული იყო - ერთი სიტყვით ტანსაცმელი გემოიანად დაგვესვარა და გამოსაცვლელი გაგვიხდა, ვისაც არ ქონდა და დარჩა ეგრე
მოგვშივდა და ვჭამეთ... რუსული ნაწარმის განადგურებას უჩემოდაც შეუდგნენ... 12-ს გადაცილებული იყო, ანუ უკვე მარიამობა-დღე-სასწაული დამდგარიყო და დავილოცეთ...
რომჯმ შეჭამ და დალევ, მერე ძილი მოგინდება, ხომ იცით.. მით უმეტეს თუ ღამეა და დაღლილი ხარ...
შანსი რა თქმა უნდა არ გავუშვი რომ გოგოებისათვის მეთქვა თქვენს კარავში უნდა დამაძინოვთო, მერე კაი ხანი ვიახლისე მათ პროტესტზე, ჰოდა მერე როგორც წესი მაქვს, კოცონის გვერდით გავიშალე საძილე. გიორგის საძილეც არ ჰქონდა და ჩემს გვერდით საბანში (ადეიალას რომ ეძახიან ეგ გასაწყვეტი რუსები, იმაში), გაეხვია და დავიძინეთ...
ღამით გიორგის ადგომა გავიგონე, კოცონი მიმქრალი იყო, წინა ღამით მომზადებულიფიჩხი იქვე იდო, ვურჩიე დაედო ნაკვერჩხალისათვის... ისევ გადავბრუნდი და დავიძIნე...
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!
