Page 3 of 18

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 15:02
by Tamari-ch.
megzuri
amigo
რასაც ვყვები
იმ ეპიზოდის სურათები დადეთ -
მე ისე ვიყავი გამოლენჩებული
რომ ფოტოაპარატი საერთოდ აღარ მახსოვდა


პააატ -
შენ გადაიღე ის ობელისკი -
საიდანაც გუდარეხი ჩანდა
დადე რა მე არ მაქვს ეგ სურათი

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 15:11
by Tamari-ch.
მოკლედ მივდივართ ახლა კიდევ ერთ აღმართზე -
ერთი 1-2 კმ რომ გავიარეთ -
ბოლოს ვიკივლე-
სადაა კოშკი თქვა!!!!!

რაცხა აგვერია თქვააა!!!!
გავაჩერე თავგანწირული ხალხი -
ყველას ბურო-მალინოვი ფერი ედო სახეზე...
სიცხისგან
:lol:

ბოლოს ალექსა გამოდგა ნამდვილი გმირი - \მე წავალო დაზვერვაზე და გაიჭრა წინ...

ჩვენ გავჩერდით....

ვურეკავ ალექსას -
"კოშკი ჩააანს?"
არაო - მარა რაცხა სახლი დავინახეო !!
ახლა მივალო და ვინმეს ვნახავო სულერს ორფეხზე მდგომს და მოლაპარაკესო...

ვურეკავ ცოტა ხანში ალექსას -
"რა ქენი იპოვე თქო ორფეხი-მოლაპარაკე?"
არაო არავინაა იმ სახლშიო.
წავალო კიდევ წინ...


ვურეკავ კიდევ ცოტა ხანში ალექსას -
"კოშკიი ჩაანს?"
"რაცხა გამოჩნდა კოშკიო -
მარა რუხიაო -
რუხიო კოშკიაო-
თან საპირისპირო მთაზეო..."
ბევრია მეთქი სასიარულო იმ კოშკამდე-
უიმე კიო
ძალიან შორსააოო

ვიკივლე -
"დაქოქე უკან
ვსიო ვბრუნდებით თქო!!!!"'

:lol:

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 15:13
by Bivrili
რადიკალი სასტიკ უარს ამობობს ჩვენი გუშინდელი "ბოდიალის" ამსახველი სურეთების ატვირთვაზე.............

:(



კიდევ ნიკოლოზის სახელობის ქართული ეკლესია ვნახეთ, რომელიც უკვე რუსულ ეკლესიად არის გადაკეთებული............
ადგილობრივ მეცენატს დაუფინნსებია და რაღაც უცნაურად არის ეკლესია შიგნიდან შეკეთებულ-შელამაზებული.............
მოხუცი რუსის ქალბატონიც ვიხილეთ, რომელიც საკმაოდ კარგად გალობდა..........

Image

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 15:15
by Tamari-ch.
Bivrili
ქრონოლიგიას მივყვეთ -
ჯერ არ ჩამოვსულვართ თეთრიწყაროში -

თუ მანამდელი სურათები გაქვს რასაც ვყვები იმსი -

დადე რა

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 15:17
by ele
Tamari-ch.



სათაური უმაგრესიააააა. . . :lol:


მე და ლეგენდა სანამ სახლებში მივიდოდით მანამდეც ვეძებდით გუდარეხს . . :lol:

რა ვიცი აბა ვინც ეძებს ის პოულობსო და. . . :D


გუშინ ამ დროს სად დავბოდიალებდით ვინ იცის?:)


ძალიან ძალიან ძალიან მაგარი იყო

ჩემი მეხსიერებიდან გუშინდელი დღე და მერე კიდევ განსაკუთრებით ღამე არ წაიშლება - ის ულამაზესი ცა . . .

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 15:28
by Tamari-ch.
მოკლედ წამოვედით ყურებჩამოყრილები უკან....
:(


ჩამოვედით დაბლა და ხელახლა მივედი უკვე მე პირადად იმ მეურნეობაში ამბის გასაგებად -
და რაც მოვისმინეთ - იმან დაგვშოკაა..
ანუ
ჩვენ რომ ვიდექით მაღლა - სადაც ელ.ბოძები მიდოდა - ის გზა თურმე მიდიოდა სოფელ გუდარეხამდე-
მანამე 4 კმ - იყო.
მერე სოფელ გუდარეხიდან კიდევ 3 კმ უნდა გვევლო ნაქალაქარამდე - სადაც ეკლესიები და კომპლექსი იყო-
სულ 7-8- კმ კიდევ!!!!
:shock:
ტიტუ!!!

არჩევნის წინაშე დავდექით -
ან იმ დღის ბოლომდე უნდა წავსულიყავით გუდარეხში
ან დავბრუნებულიყავით და წავსულიყავით ფიტარეთში
და ვარჩიეთ მეორე...

წამოვედით უკან ამიტომ....
ადვილი სათქმელია-
და ძნელი გასაკეთებელი..

მოვდივართ ისევ გაშლილ მინდორზე უკან და მზე კი გვაჭეეერს! თავში!!!

იქ კი თამაზის მარშრუტკაა გაჭედილი და ამოსათრევი -
აქეთ დაღლილი ხალხი-
სიცხე
და ვარდიკო (ასაკიანი) - \რომელმაც ყოჩაღად იარა იქით -
ძალიან გაუჭირდა უკან...
ყოველ წუთს ჯდებოდა - ძლივს სუნთქავდა..
მერე მითხრა გული მერევაო
და მივხვდი რომ ცუდად იყო საქმე...

ნერვები მაქვს მოშლილი -
მობილური მიჯდება...
წყალი აღარაა რომ ვარდიკოს დავასხა -
ძლივს მოვიყვანეთ ჩრდილიან გზამდე -
მერე ბიჭებს დავურეკე
-
ვინემ წყალი მოიტანეთ თქო -
პაატა გამოვარდა და სულ თავზე ვასხით და ვასხით ვარდიკოს წყალი...
ამ დროს ვხედავთ მოდის სატვირთო -
მე და ხალიანა გავწექით შუა გზაზე -
და აღარ ვუშვებთ მანქანას წინ -
ან წაგვიყვანთ მაღლა ან გადაგვიარეთ თქო!!
თან გარშემო გოგოები კივიან..
:lol: :lol:

მძღოლი აჟუჟუნებს თვალებს -
უარს არ გვეტყოდა-
რომ გვერდით ცოლი არ მჯდარიყო!!
ეჰ
ყველაფერში ბედი გინდაა..
"ვერაო
სოფელში მივდივარ - სახლში -
გუდარეხშიო!!!!!!!!!!!!!!!!"

ააააააააააააააააააააააააააა
სადაააააააააააა?????????????
:lol: :lol:
ახლა ამაზე დავიწყეთ კივილიიიიიიიიიიიიიი!!!!
შე დალოცვილო - ცოტა ადრე ვერ გამოიარე თქოო
ბედი გინდა ყველაფერში.
:cry: :lol:

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 15:35
by Bivrili
კი ახლავე..........

აი ის კოშკი, რომელსაც 6-7 კილომეტრით გავცდით.......... :)

Image

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 15:35
by Tamari-ch.
მოკლედ როგორც იქნა ამოვბობღდით მარშრუტკამდე -
ვილისს გამოუვლია -
და ამოუთრევია თამაზას მარშრუტკა
ასე რომ უკვე ყველაფერი მოგვარებული იყო
იქვე პატარა მდინარე იყო
ჭალა-
გავგრილდით - ცოტა ვიჭყუმპალავეთ -
ვარდიკო წყალში შევიყვანეთ - ცოტა გაგრილდა კიდეც -
და წამოვედით ბოლნისის გზისკენნ...
იმ ვილისმა გაგვარკვია მერე ყველაფერში -

უკვე უკან რომ ვბრუნდებოდით -
მაშინღა დავინახეთ გუდარეხის კოშკი -
იმ ობელისკთან

Image
ესაა სოფელ ქსოვრისამდე გზა -

აი ეს კოშკი -
და იქვე წყაროცაა...

მოკლედ გავმაზეთ რა...
:cry:

ისე ეს კოშკი არაა რუხი ფერის
და რა დაინახა ალექსამ ღმერთმა უწყის-
კიდევ კარგი იმ კოშკზე არ ავბობღდით..
იქნებ სულაც არ იყო ის კოშკი
და დასიცხულ ადამიანს რა არ მოელანდება..
:lol:

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 15:43
by Tamari-ch.
წამოვედით -

ჩამოვედით თეთრიწყაროში -
უცებ რაღაც ეკლესია დავინახეთ -
წმ ნიკოლოზის სახ.

აქ მაინც ავიდეთო -
ცოტა კომპენსირება იქნებაო - თქვეს ბავშვებმა და ავედით -
გარშემო სიწყნარე -
სიმწვანე -
ცოტა დაგვიწყნარდა ნერვები..

Image

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 15:52
by Tamari-ch.
ეკლესია რუსულია - თუმცა თავად შენობა ისეთია
ვფიქრობ ადრე ქართული უნდა ყოფილიყო.

ცალ მხარეს ამოშენებული სარკმელი შევამჩნიე -
ანუ ის გადაკეთებულია მოგვიანებით.
აი ეს ამოშენებული სარკმელები

Image

ადგილობრივებს თავზე დაუმხვიათ რუსული გუმბათი -
რომელის არანაირად არ ჯდება ამ ტაძრის არქიტექტურაში
და თანაც არაფროპესიონალურადაა გაკეთებული შიგნიდან..

Image

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 15:52
by Bivrili
მართლაც ლამაზი ეკლესია არის.......


თუმცა ფრესკები არ იყო...........


Image

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 15:57
by Bivrili
აი ასეთი ჯვარი ამშვენებს ეკლესიის გუმბათს...........

Image

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 15:58
by Tamari-ch.
უფრო ზუსტად ამ ეზოში ორი ეკლესია იყო -
ერთი ეს - დიდგუმბათიანი - წმ ნიკოლოზის სახ.
და მეორე აშკარად ახალი იყო -
წმ გიორგის სახელობის - ბაზილიკა.

Image



იმ ბაზილიკაში მე არ შევსულვარ -
ვიღაც ქალი კიოდა - თან თითქოს გალობდა -
:shock:
თან ყვიროდა-
თან თითქოს მღეროდა
თან ლოცვებს ამბობდა ..

მოკლედ შემეშინდა და
არ შევსულვარ.
:lol:

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 16:02
by Tamari-ch.
Image
ვისვენებთ ჩრდილში....

ჩიტუციო ჩვეულ ამპლუაში

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 16:02
by Bivrili
ჯვარცმას ეს თეთრი ნაჭერი რატომ ქონდა შემოფარებული ვერ მივხვდი...........

Image