აი მეც მოვედიიიი. კანიონის ეპოპეის ერთერთი წარმომადგენელი, კარავიდან წასული 3 ადამიანიდან ერთ-ერთი.
შთაბეჭდილებები ძალიან ძლიერი და მრავაფეროვანია ! გულახდილად რომ ვთქვა, რომ მცოდნოდა სად მივდიოდი, არ წავიდოდი(ძირითადად იმიტომ რომ ცურვა არ ვიცი), მაგრამ მაინც ძალიან მაგარი იყო !
ამ ლაშქრობის მერე 2 დღე ფაქტიურად მკვდარი ვიყავი ! ერთადერთი რასაც ვახერხებდი ეს იყო საწოლამდე მიფოფხება.
ლაშქრობას სახელიც მოვუფიქრე:
Extrim Бля

თუ რატომ ასეთი სახელი - ამას კანიონელები მიხვდებიან.
ფოტოაპარატიც მქონდა წაღებული და 1 ცალი 36-იანი ფირი გავავსე კანიონის სურათებით, მაგრამ სანამ მე იმათ დავბეჭდავ, დავასკანირებ და აქ დავდებ, მანამდე ნურაფერი გეტკინოთ.

ისე მაგრად გვიჭირდა სურათების გადაღება !ძალიან ბევრი რამ, რაც უნდა გადაგვეღო, ვერ გადავიღეთ.

რაც გადავიღეთ ისიც დიდი წვალებით. ასეთი რთული სიტუაცია ფოტოგადაღებისათვის მე ჯერ არ მინახავს !
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ყველას დაავიწყდა:იმ ადამიანებისათვის, ვისთან ერთადაც ჩვენ მანდ ვიყავით, ეს იყო
მე-11 მოგზაურობა კანიონებში !!! ეს რომ გავიგე, კინაღამ იქვე წყალში ჩავიძირე.
Gvalva
დიიიდი მადლობა, რომ მთელ მსოფლიოს გააგებინე ჩვენი გმირობის ამბავი.

თანაც ისე კარგადაა აღწერილი ყველაფერი, რომ ყველა მოხიბლა !
mika
Nika
ilia
Mao
navigator
მმმ. წასვლას მაინცდამაინც არ გირჩევთ !

სურათები და გვალვას მონათხრობი თვალსა და გულს აამებს, მაგრამ იქ ....

გარდა მაგისა, ჯერ ერთი ვერც გვალვამ, ვერც მე და ალბათ ვერ თაბუკამ მარშრუტი ვერ დავიმახსოვრეთ: ძალიან არეულ დარეულად ვიარეთ და მანდ ისეთი ადგილებია, რომ მგონი შურიკასაც(მეთაური) კი აებნა გზა ! მეორეც: არა მგონია, რომ მე და გვალვა მეორედ მანდ წამოვიდეთ.

სხვათაშორის, თაბუკა წამოვა ! თუ არ დაიშლით და მაინც წახვალთ, პატარა ნავი წაიღეთ ! დიდი არ გამოდგება მანდ. ისეთი პატარა, რომ ზურგჩათა დაეტიოს მხოლოდ.
სხვათაშორის აქ ყველაფერი ბოლომდე არ არის აღწერილი და თუ არ დამეზარა მერე დანარჩენ ნაწილსაც მოგიყვებით. რაც ყველაზე საინტერესო იყო, ის უკვე ითქვა

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია