უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
bellge
- მაწანწალა
- Posts: 915
- Joined: 12 ივნ 2007, 10:50
Post
by bellge » 16 მარ 2008, 23:49
ძალიან მაგარი ფოტოებია

PS-ს აუცილებლად ვუყურებ შაბათს
ძალიან საყვარელუკები არიან კრავები

-
paata_
- იეტი
- Posts: 6275
- Joined: 06 დეკ 2006, 10:50
- Location: ხევსურეთი
-
Contact:
Post
by paata_ » 17 მარ 2008, 00:02
gio giorgi wrote:paata_ wrote:
vaaaaa ra tipiaaa

ეს ბეკეკო სულ დამდევდა იქ რო ვიყავი
საყვარელი იყო, და ალბათ გემრიელიც

-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 17 მარ 2008, 00:16
პაატა, რა კაი ფოტოებია!
დანომრილი ბატკნები მაგარია

რისთვის ნომრავენ ხომ არ გიკითხავს?
-
paata_
- იეტი
- Posts: 6275
- Joined: 06 დეკ 2006, 10:50
- Location: ხევსურეთი
-
Contact:
Post
by paata_ » 17 მარ 2008, 00:34
Gvalva
დედებს და ბატკნებს ნომრავენ, რო იცოდნენ რომლი რომელისაა
აუ იმდენი ამე გავიგე მეცხვარეობის და ცხვრის შესახებ, მეცნიერებაა გეფიცები
1 კვირა მაგარი იქნება კარვებით შირაქში, ჯერ სანამ გველები გამოსულან
საინერესია ძალიან
-
legenda
- იეტი
- Posts: 2401
- Joined: 05 დეკ 2007, 14:00
- Location: Tbilisi
Post
by legenda » 17 მარ 2008, 09:29
რა საყვარელია ბეკეკო...
პატარა ციცქნა არსება...მოკუნტრუშე...
ჩასაყლაპები...
ბრავო პაატა!
-
ketuna4
- მაწანწალა
- Posts: 804
- Joined: 18 სექ 2007, 12:17
- Location: თბილისი
Post
by ketuna4 » 17 მარ 2008, 09:35
paata_
ძალიან ძალიან მაგარი სურათებია. პატარა მეცხვარის ლეკვზე გავგიჯდი
-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 17 მარ 2008, 09:44
იმედია გადატანითი მნიშვნელობით ამბობ სიტყვა შეჭმას

-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 17 მარ 2008, 10:04
paata_ wrote:Gvalva
დედებს და ბატკნებს ნომრავენ, რო იცოდნენ რომლი რომელისაა
აუ იმდენი ამე გავიგე მეცხვარეობის და ცხვრის შესახებ, მეცნიერებაა გეფიცები
1 კვირა მაგარი იქნება კარვებით შირაქში, ჯერ სანამ გველები გამოსულან
საინერესია ძალიან
ძალიან საინტერესო და თბილი რეპორტაჟია
ბეკეკო შემიყვარდა

ჩაქაფული კი, საბედნიეროდ, არ მიყვარს
იქნებ მართლა წავსულიყავით კარვებით? ისე, სადაც ცხვარია იქ გველი არ ჩერდება...
-
ZVIOSULI
- უსათუთესი
- Posts: 5090
- Joined: 16 ნოე 2006, 17:16
- Location: ზუპარკი
-
Contact:
Post
by ZVIOSULI » 17 მარ 2008, 10:45
მორბენალი ჩაქაფულები!
საღოლ პ-ს!

თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!

-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 17 მარ 2008, 10:58
paata_
მასეც ვიფიქრე, მარა გადავაზუსტე.
ახმმ... ეხლა იქნება ჩემი მარიაჟობა სოფლის მეურნეობის ღრმა გასნსწავლულობით
ცხვარი სხვა ბატკანს ძუძუს არ აწოვებს, არადა ამხელა ფარაში მიდი და იპოვე რომელი ბატკანი რომელ დედას უნდა მიუსვა. თვითონ მთელი დღე იბეკეკებს და ვერ იპოვის, დედა ცალკე იტანჯება შვილი ცალკე. ადრე, ცხვარში მწყემსები დადიოდნენ, დაბადებიდან მწყემსები, ცხვართან შეზრდილები და იმათ ყავდათ ადამიანი, მცნობი ერქვა, რომელიც რამდენი ათასი ცხვარიც გინდა ყოფილიყო ცნობდა რომელი ბატკანი რომელი დედის იყო.
ეხლა, ინდუსტრიულ ეპოქაში, ცხვარში ალბათ 3 თვით მიდიან და ცხადია მცნობებიც აღარ იქნებიან. სამაგიეროდ მიაწერ ნომერს და პრობლემა აღარაა

-
Ninukala
- იეტი
- Posts: 4473
- Joined: 14 მაი 2007, 10:53
- Location: წყნეთი
-
Contact:
Post
by Ninukala » 17 მარ 2008, 10:58
პაატა დიდი მადლობა..... ეხლა შენ ამ რეპორტაჟით ჩემი ბავშობა გამახსენე....
ჩემი გულის რეპოტაჟია..... თბილი, ნაცნობი და საყვარელი....
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული
-
paata_
- იეტი
- Posts: 6275
- Joined: 06 დეკ 2006, 10:50
- Location: ხევსურეთი
-
Contact:
Post
by paata_ » 17 მარ 2008, 11:02
Gvalva
არა, ძAლიან მაგარია
დილას დედებს ცალკე რო გამოუშვებენ და ბატკნებს ცალკე
ერთმანეთს ეძებენ და რო იპოვიან მთელ ველზე არიან გაფანტულები და აწივობენ ძუძუს. კაი სანახაობაა
-
namcecuna
- იეტი
- Posts: 4498
- Joined: 29 ივლ 2007, 01:18
- Location: საჰაერო ბურთი
Post
by namcecuna » 17 მარ 2008, 12:24
აღფრთოვანებული ვარ

ძალიან კარგი ფოტოებია, ჯავახეთში, ერთი თვე მეცხვარეებთან გატარებული დღეები და ბეკეკოები გამახსენდა, და დილით, როგორ ერეკებოდნენ ცალკე დიდ და ცალკე პაატრებს ჯავახეთის ტრიალ და მსუყე მინდვრებზე, კიკინით რომ იკლებდნენ არე-მარეს
ზაფხულობით იარმუღალოდან (თუ არ ვცდები სწორად ვამბობ) მიჰყავთ მეცხვარეებს ჯავახეთის მსუყე საძოვრებზე ფარები, შეიძლება იქეთაც მაგ დროს გალაშქრება, თან ძალიან ბევრ კარგ ადგილს ვნახავდით
დიდი და მცირე აბულის მთები, შაორის ციხე და უკიდეგანო ზეგნები, პატარა ტბები -და ფარავანი რა თქმა უნდა.

წავიდეთ რა

წამო, ზღაპარში ...
