ბერნარის პასიურობის შემყურე არ გაგაწვალებ და მე გეტყვი..\

ნუცუბიძის პლატოს IV მიკროდან მივედით ლისის ტბასთან,
იქიდან ჩრდილო-დასავლეთით გადავედით ქედზე და გზა დასავლეთით გავაგრძელეთ, მერე კიდევ ერთ ქედზე გადავედით და სოფელ ზემო ვეძისის თავზე აღმოვჩნდით.
ვეძისიდან თელოვანისკენ ავედით და მერე უკვე მთებზე ავედით ტბისკენ.
უკან თელოვანის გავლით, სოფ. დიღომში ჩავედით და ისე დავბრუნდით.
ძირითადად გაუჩერებლად დავდიოდით, თოვლის გროვებში ხტუნვას და ერთხელ საჭმელად შესვენებას თუ არ გავითვალისწინებთ

ხოდა დაახლოებით 7 საათი დაგვჭირდა.
სირთულეს რაც შეეხება, აღმართების გარდა, საკმაოდ მარტივი გზა იყო. (თელოვანამდე სამანქანო, მერე ბილიკი.)
ოღონდ ეგაა, მაინც გაგვიჭირდა - მე იძულებული ვიყავი ლამის საზაფხულო ფეხსაცმელი ჩამეცვა (სამხედროები გასაკეთებელი მქონდა) და სხვებსაც არ ეცვათ ფეხზე შესაბამისად. (ცირამაც არ დამიჯერა..) და დაგვისველდა კიდეც მალევე..
ხოდა ფეხები სასტიკად გვეყინებოდა ხოლმე, და გახურების და უკვე ფეხსაცმელში დაგროვილი თოვლის რამენაირად გადნობის (ეს ჩემთან) მიზნით ხტუნვა-სირბილ-კუნტრუშის სცენები იყო შიგადაშიგ

მაინც ვხალისობდით
