......
დილით წირვაზე მე, კორტი და ლიკაკოო წავედით სვეტიხოველში....დიდებულია სვეტიცხოველი...
ქვევრიც (ალბათ) იქ იყო...
მერე შემოგვიერთდა ლეონტი ოჯახით....
მალე თბილისიდან კარველებიც გვესტუმრენ(როგორც მოგვიანებით აღნიშნეს მცხეთის გადმოსახვევს რამოდენიმეჯერ აცდნენ

)...
ამინდი მოღუშული, სამაგიეროთ განწყობა ამაღლებული...
დავიძარით...წინ ყვითელი მინი ბუსი მიაგელვებდა ტრასას,უკან ლეონტის სუპერ ავტომობილი(ვინც ჯიპტურში იყავით ქვაბთახევში დამეთანხმებით)...
გზაში მინდა გითხრათ რომ საკმაოდ გავერთეთ,ერთმანეთის მოკითხვაში და სურათების გადაღებაში უყურადღებოდ დარჩენილმა მძღოლებმა ბათუმისკენ გაგვაქანეს

.... როგორია?
უკან რა თქმა უნდა ლეონტი....
როცა თვალი მოვკარით გზას მძღოლმაც დაამუხრუჭა და გამვლელეს გზა დავეკითხეთ....მივიხედეთ-მოვიხედეთ, არსად პატრული არ ჩანდა და წესის დარღვევით გადავუხვიეთ მუხრანისკენ....
უკან რა თქმა უნდა ლეონტი....
მუხრანისკენ მიმავალ გზაზე....მწნილები,ჰოი საოცრება

...იცით რა ლამაზად ელაგა მწნილები ქილაში....ეხლაც პირწყალი მომადგა....
ჩავუქროლეთ მუხრანის ციხეს,რომელიც ამაყად გადმოგვყურებდა....
ისევ ხმაური და ღრიანცელი....
ისევ გააგრძელეს გზა ჩვენმა მძღოლებმა....ვიარეთ, ვიარეთ....გამვლელს ვკითხეთ გზა....რა თქმა უნდა პატრული არსად არ ჩანდა და წესის დარღვეწვით მოვბრუნდიდთ უკან...
უკან რა თქმა უნდა ლეონტი....
გამვლელიც დავიმგზავრეთ და სულ მალე "ნანატრ" გიორგი ერისთავის სახლ-მუზეუმსაც მივადექით....
უკანა გზაზე, აღმართი შეგვხვდა, მთელი კარავი აღმოვჩნდით მინი ბუსის უკან, სამაგიეროთ ლეონტი იყო წინ და გველოდა,უშედეგოდ...
- აბა მივაწექით,მივაწექით....
ღმერთო რას ვგავდით...ტალახიანები,მურიანები,მაგრამ უზომოდ ბედნიერები
ლეონტიმ აქ ხელით ვერას გავხდებითო და თავისი სუპერ მანქანით "აგვათრია"...
სამშვიდობო...
დავადექით საგურამოს გზას....
ამჯერად გულცივად ვეღარ ჩავუარეთ მწნილებს და შევიძინეთ....უფ,უფ...რა კარგი იყო....ვაშლიც შევიძინეთ...
საგურამომდე მშვიდობიანად ვიმგზავრეთ....წინ ლეონტი მიგვიძღოდა...
საგურამოში ილია მართლის ტაძართან mister Makena გველოდა,რუხი და ნამცეცუნა....
მოვინახულეთ თადეოზ გურამიშვილის მარანი, ულამაზესი მარანი...
სამწუხაროდ ადგილობრივი მოსახლეობა არ უფრთხილდება ამ ფრიად ღირსშესანიშნავ მარანს....
შემდეგ მოვინახულედ ახლად აშენებული წმ. ილია მართლის ტაძარი, მამათა მონასტერი...გოგოებმა იგალობეს,მოვილოცეთ...
ამასობაში შემოგვაღამდა...
იქვე ტყეში გავაჩაღეთ კოცონი....უფ,რა ცეცხლი გაჩაღდა...
ვინ მწვადებიო,ვინ სოკოო,ცინ კარტოფილიო...
ყველა ფაციფუცობდა...ბავშვები თოვლში გორაობდნენ...
მალე მრავაჟამიერიც გაისმა,ერთს მეორე მოყვა...
იყო ქართული სული,ცეკვა,სიმღერა...
იყო უამრავი ბედნიერი სახე, მიუხედავად ძლიერი სიცივისა....
იყო დაპირებული საჩუქრებიც....
კვლავ ჩახუტება და დამშვიდობება....
უკან თბილისისკან გამოვეშურეთ, ბედნიერები და იმედით სავსე რომ მალე კვლავ ერთად ვიქნებოდით....
დიდი მადლობა ყველას
