არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი
საქორწინო მოგზაურობა ლაშქრობაში რა მაგარია : )
კარგი ფოტოებია
კარგი ფოტოებია
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი
Bernar
მშვენიერი სურათებია და ლამაზი ლაშქრობა გქონიათ....
გამიხარდა შენი შემოკარველება ბაზალეთის Urban family-ს წევრო
, მგონი ვიცი კარავის შესახებ საიდანაც იცი 
მშვენიერი სურათებია და ლამაზი ლაშქრობა გქონიათ....

Last edited by Ninukala on 14 დეკ 2007, 11:14, edited 1 time in total.
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი
Bernar აი თურმე ზაფხულში სად დაგვეკარგე 
შესანიშნავი მოგზაურობა მოგიწყვიათ
მიყვარს ოჯახური ლაშქრობებ

შესანიშნავი მოგზაურობა მოგიწყვიათ
მიყვარს ოჯახური ლაშქრობებ

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი
Bernar
რა კარგია ნაცნობი ადგილების ნახვა და გახსენება!! ერთი სასუპტანოს მთა შემხვდა უცნობი და რომელია არ ვიცი
რა კარგია ნაცნობი ადგილების ნახვა და გახსენება!! ერთი სასუპტანოს მთა შემხვდა უცნობი და რომელია არ ვიცი

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი
- საღოლ, ძმაო, თქვენს შემართებასBernar

და ის სამი ცხენოსაანი საიდან მოგევლინათ, საიდან გაიგეს თქვენი გასაჭირი?
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი
Gvalva, სასუპტანოს მთა სანამ წელთგზას დაადგები, ანუ სანამ ბლოღელის სათავეებს ზემოდან მოექცევი, მანამდე ხელმარცხნივ მთა რომ მოჩანს ისაა.
ეს მთა თქვენც გაქვთ გადაღებული თქვენს ლაშქრობაში: აი ისაა მერე თქვენი კომენტარი რომ აქვს: "მეუბნებოდნენ, რომ გადასასვლელი იმ მთასთან არისო, და ნეტა როდის ავალთ იქო."
ეს მთა თქვენც გაქვთ გადაღებული თქვენს ლაშქრობაში: აი ისაა მერე თქვენი კომენტარი რომ აქვს: "მეუბნებოდნენ, რომ გადასასვლელი იმ მთასთან არისო, და ნეტა როდის ავალთ იქო."
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი
მე და მერაბი ახიელში ძალიან სწრაფად ჩავედით, რადგან სულ სველები ვიყავით და გაჩერება არ ივარგებდა. როგორც კი მივედით ახიელში, იქ ცხენოსნების ოჯახში ოჯახის უფროსმა ომარ ნაროზაულმა ძალიან თბილად მიგვიღო. მე და მერაბმა სასწრაფოდ ამოვალაგეთ ჩანთები და რაც სველი გვქონდა იქვე გადავფინეთ. ამის შემდეგ კი უკან დავბრუნდით დარჩენილების დასახმარებლად. ისე ახიელში ერთი წვეთიც არ იყო ჩამოვარდნილი, ახიელიდან 3 კილომეტრში კიდე კინაღამ ცა ჩამოიქცა! ბოლოს როგორც იქნა ყველანი ახიელში შევიკრიბეთ და შვებით ამოვისუნთქეთ:
[/img]
ამ სურათზე რომ ძაღლია ბაგირა ქვია, ძალიან დიდი მაგრამ საყვარელი ძაღლია.
ახიელში გავიგეთ, რომ ის ცხენოსნები დათოს და ირმას გამოუგზავნიათ, რადგან მათ იცოდნენ, რომ ჩვენ ამ დღეს უნდა ჩამოვსულიყავით სოფელში. ეტყობა დათომ დაინახა, რომ ასას ხეობის თავზე ღრუბელი იყო დამდგარი და მიხვდა ყველაფერს! აი რას ნიშნავს კეთილი და მოსაზრებული ადამიანი!

ამ სურათზე რომ ძაღლია ბაგირა ქვია, ძალიან დიდი მაგრამ საყვარელი ძაღლია.
ახიელში გავიგეთ, რომ ის ცხენოსნები დათოს და ირმას გამოუგზავნიათ, რადგან მათ იცოდნენ, რომ ჩვენ ამ დღეს უნდა ჩამოვსულიყავით სოფელში. ეტყობა დათომ დაინახა, რომ ასას ხეობის თავზე ღრუბელი იყო დამდგარი და მიხვდა ყველაფერს! აი რას ნიშნავს კეთილი და მოსაზრებული ადამიანი!
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი
მალევე გემრიელად ვისადილეთ საერთო სუფრაზე ჩვენს მასპინძლებთან ერთად. (ერთი რამ უნდა აღვნიშნო: მასპინძლებმა ისეთი არაჟანი გვაჭამეს, არაჟნის უნახავს გაგხდიდა კაცს. ესეთი გემრიელი არაჟანი ცხოვრებაში არ მიჭამია! Gvalva და Zura N-ც ალბათ გაუგებდნენ გემოს არხოტულ არაჟანს)
სადილის შემდეგ გამოვეფინეთ გარეთ, ცოტა ვითამაშეთ, გავერთეთ და თან ახიელიდან ეს შესანიშნავი ხედიც დავაფიქსირე:
[/img]
საღამოს კაი ხანი კოცონთანაც ვიბაასეთ და ხვალინდელი დღის მოლოდინით დავიძინეთ: ხვალ ხომ ჭიმღა გველოდებოდა მთელი თავისი ჯადოქრული ბუნებით!
სადილის შემდეგ გამოვეფინეთ გარეთ, ცოტა ვითამაშეთ, გავერთეთ და თან ახიელიდან ეს შესანიშნავი ხედიც დავაფიქსირე:

საღამოს კაი ხანი კოცონთანაც ვიბაასეთ და ხვალინდელი დღის მოლოდინით დავიძინეთ: ხვალ ხომ ჭიმღა გველოდებოდა მთელი თავისი ჯადოქრული ბუნებით!
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი
გათენდა მეოთხე დილაც ჩვენი ლაშქრობისა. ჩვეულებისამებრ ვისაუზმეთ და ბაგირასაც მოვეფერეთ
აქ ნინო და დედაჩემი არიან
[/img]
აქ კიდე მერაბი და ბექა
[/img]
ესეც ახიელის ცხენები, რომელთაც წინა დღეს სამშვიდობოს გამოგვიყვანეს
[/img]
აქ ნინო და დედაჩემი არიან

აქ კიდე მერაბი და ბექა

ესეც ახიელის ცხენები, რომელთაც წინა დღეს სამშვიდობოს გამოგვიყვანეს

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი
როცა მოვითავეთ დილის საქმეები, ყველანი დავმწკრივდით და ჭიმღისაკენ დავიძარით. დათო და ირმაც ჩვენთან იყვნენ: ისინი ჩვენი ჯგუფის წევრები გახდნენ!
ესეც ბექა: უხარია ასეთი კლდეების წინ პოზიორობა
[/img]
აი მამაჩემი და ავთო ბიძია: ფრთხილობენ ხიდზე გადმოსვლას
[/img]
ესეც ბექა: უხარია ასეთი კლდეების წინ პოზიორობა

აი მამაჩემი და ავთო ბიძია: ფრთხილობენ ხიდზე გადმოსვლას

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი
საერთოდ ჭიმღისაკენ ორი ბილიკი ადის მდინარის ორივე ნაპირიდან. თუ ახიელიდან მიადგებით, მაშინ მარცხენა ნაპირის ბილიკია უფრო ძველი, თუმცა წაშლილი და დაკარგული არაა, მაგრამ მარჯვენა ნაპირის ბილიკი უკეთესია: ეტყობა მესაზღვრეები და არხოტელები უფრო ამ ბილიკით სარგებლობენ. ეს ბილიკი პირდაპირ გიგლა ოჩიაურის სახლში მიდის, რომელიც სოფელ ჭიმღის ერთადერთი მაცხოვრებელია.
ჩვენ ძველი ბილიკი ავირჩიეთ, რადგან გვითხრეს, რომ გიგლას ორი დიდი ძაღლი ჰყავსო და ჯობია მარცხნიდან ახვიდეთო. ესეც გზაში გადაღებული სურათებია:
[/img]
[/img]
ჩვენ ძველი ბილიკი ავირჩიეთ, რადგან გვითხრეს, რომ გიგლას ორი დიდი ძაღლი ჰყავსო და ჯობია მარცხნიდან ახვიდეთო. ესეც გზაში გადაღებული სურათებია:

არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი
კაი დღეისათვის ეს იყოს.
გაგრძელება იქნება!!!!!!
გაგრძელება იქნება!!!!!!
არხოტი: 30 ივლისი - 9აგვისტო. 2007 წელი
Bernar
სასუპტანოს მთა არასოდეს დამავიწყდება
სწორედ მაგიტომ რაც შენ გაიხსენე 
რა კარგია ასე კარგად რომ აღწერ იმ ადგილებს სადაც უკვე ნამყოფი ვარ, ისეთი შთაბეჭდილება მაქვს თითქოს "ჩემს მამულებს" მათვალიერებინებ, რომელიც დიიიდი ხანია არ მინახავს.
ისე, იქეთობას ჩვენც დავსველდით და დაგვიღამდა კიდევაც, ახიელამდე არ მისული, სადღაც ზვავებთან ჩამობნელდა და მერე სულ წვიმაში და სიბნელეში ვიარეთ, რაღაც ისე კარგად მახსოვს ეგ სიარული, არც წვიმა მაწუხებდა და არც სიბნელე, მე და ზურას ერთი ფარანი გვქონდა და ლაპარაკ–ლაპარაკით მივდიოდით
ხო, იქაურები ვინ შეგხვდათ, ვის ეკონტაქტეთ ეგენიც დაწერე რაა, ისინიც უკვე "ჩემიანები" არიან

სეტყვის დროს მათ დიდი ბრეზენტი გვათხოვეს და იმის ქვეშ მოყუჟულებმა გადავიტანეთ სეტყვა.
ბოლოს როგორც იქნა გადაიღო და ჩვენც გარეთ გამოვიხედეთ და ოი საოცრებავ: ირგვლივ სულ გადათეთრებული იყო მთები, გეგონებოდა ახალი დათოვლილიაო.

ai isinic brezentis qveS moyuJulebi
Last edited by Drumer on 15 დეკ 2007, 12:59, edited 1 time in total.