tagvi სალამიიიიიიიი!!!
ნინ მთავარი ამბები გამოგიტოვებია რა ხდებოდა ვახშმის მერე...
იასნია ყველაფერი კი არ უნდა გააბაზრო
მაგრამ მაინც, ცოტათი შეიძლება
ესე იგი ლამპის შუქზე ვახშმის მერე აღმოჩნდა რომ ზოგი ვერ დაგვღალა ვერც ტბამ, ვერც ტალახმა და ვერც სიცივე გვაშინებდა...
მათ წინააღმდეგ ზურგს ორაყი და "ლურსმნებზე ჯდომის" პონტი გვიმაგრებდა..
ხოდა მე განვაცხადე რომ ამ სავსე მთვარობის დროს სახლში ჯდომა ვერ იყო მთლად კაი ამბავი და შუა მინდორში სამ კაკლის ხესთან გასეირნება შევთავაზე ყველას....
ნინომ და თაგვმა სახლში დარჩენა გადაწყვიტეს (და მერე შუქის ანთებაც გაბედეს, რითაც ძაან გამაბრაზეს!!

)
ბესო და ელენე კი სიხარულით დათანხმდნენ...
ხოდა მერე იყო სასტიკ ყინვაში სიარული და მერე ძალიან გულთბილი საუბარი სამ ძმასთან - იმ კაკლის ხეებთან

და თუ სწორად მახსოვს მთვარესთანაც
ამ ამბავს სურათები არ ახლავს , სიბნელისა და კადრის გადაღებისთვის საჭირო ხელის არკანკალის არქონის გამო...
იიფ რა ჩავახუჭუჭე...
ხო ნუ მერე დილას მე რკინის და პლასტმასის ყუთებისგან, ასევე ბოთლის და სახეხისგან საკმაოდ კარგი დრამის კიტი ავაწყვე

და მშვენიერი დრამსოლოებით გავაღვიძე მძინარე საზოგადოება...
ბოლო დღე იყო და სად იყო ძილის დრო?!
ცოტა ხანში "დრამთან" ელენე დაჯდა, მე გიტარა მერგო..
და უნდა ვაღიარო რომ ელენემ ჯობნით თუ არა, არანაკლებად დაუკრა დრამზე
ასე რომ არანაირი პახმელია!
ბლიუზი და white strippes
P.S. ნინოს არ უთქვამს, გიტარაზე დაკვრის ახალი ტექნიკა რომ დაამხეცა?
