Page 3 of 44

აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Posted: 05 ნოე 2007, 11:14
by Mta Mkvarebia
იუბილარი ჯერ კიდევ მარშუტკაში დავლოცეთ

Image

Image

რით დავლოცეთ?

Image
ანუ ხომ მიხვდით, რომ სიცივეს გამოცდილი მეთოდებით ვებრძოდით (თუმცა იყო ალტერნატიული მეთოდების დანერგვის მცდელობა, მაგრამ ამაზე ჯობია უფრო კომპეტენტურმა პირმა გამარჯობა საქართველომ ისაუბროს :wink: :D )...

დასაყოლებელიც გვქონდა....

Image

აბა თუ მიხვდებით რამდენად იყიდეს ბიჭებმა ეს ერთი ყუთი ვაშლი ხაშურის ბაზარში?

აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Posted: 05 ნოე 2007, 11:16
by Mta Mkvarebia
Trulala wrote:Mta Mkvarebia
რაფერ ხარ გოგო? :)
აბა ველი შენს რეპორტაჟს!!!!
კარგად ვარ, გენაცვალე კარგად. ისე შენ როგორ ხარ, თავი ხომ არ გტკივა გასაგები მიზეზების გამო :wink: :D

აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Posted: 05 ნოე 2007, 11:24
by Mta Mkvarebia
მერე იყო მწვანე მონასტერი...

გზად მონასტრისაკენ...

Image

Image

აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Posted: 05 ნოე 2007, 11:24
by Truli
Mta Mkvarebia
არა მაგრამ სამუშაო რეჟიმში ჩაჯდომა საშინლად მიჭირს, თავი ჯერ კიდევ ლაშქრობაში მგონია :)

აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Posted: 05 ნოე 2007, 11:26
by Mta Mkvarebia
აქ შედგა ჩვენი შეხვედრა მეკოსთან, ლოკოკინასთან, გოგონასთან, რომლებიც გოგონას ნივით მგზავრობდნენ....

Image
Image

Image

აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Posted: 05 ნოე 2007, 11:29
by Ninukala
ნუთუ დამთავრდა..... :(
უმაგრესი იყო.... გაიხარეთ ყველამ.....
სიხარულებო... უკვე მენატრებით....
მპუააააა ყველას...

აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Posted: 05 ნოე 2007, 11:34
by Naia
ხალხო, გინდ დაიჯერეთ გინდ არა: მე ისევ დაბადების დღეს აღვნიშნავ (უკვე მესამედ) :) ამჯერად სამსახურში :D

ამიტომ ჩემს სურათებს თანდათან მოგაწვდით.

წასვლამდე მწვანე მონასტრის ფოტოებს დავდებ :)

Image

Image

აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Posted: 05 ნოე 2007, 11:38
by guruli
Trulala
თავი ჯეკ ლონდონის ჩრდილოეთის ოდისეის გმირებად გვეგონა. გაუკვალავი თოვლის 20 სანტიმეტრიანი შრე.
აუუუუუუუუუუუუუუუ!!!!!!!!!!!!!!!! მაგ თეთრ მდუმარებაში გაბნეული თეთრი ეშვის ხროვასავით ავყმუვლდები მეც. :D :D :D საოცრად ზუსტი შედარებაა. წარმომიდგენია, რა მაგარი იქნებოდა, რადგან ახალ, გაუთელავ და გაუკვალავ თოვლში ხეტიალი ძაააან მიყვარს. თან, მაგ დროს სხვანაირი სიჩუმე იცის... და ზამთარში რა მიყვარს კიდევ იცი? ფანტელების ჩუმი შრიალი... არ ვიცი, ამას დაკვირვებიხარ თუ არა და იქნებ არც დამიჯერო, მაგრამ როცა ირგვლივ სიწყნარეა და თოვს, ფანტელების ჩუმი შრიალი მართლა ისმის. ოღონდ ამას უღრანი ტყე უნდა, იოტისოდენა ხმაურიც რომ არ გაწუხებდეს.

აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Posted: 05 ნოე 2007, 11:38
by Ninukala
Naia wrote: პპს. ხო მართლა, დღეს დილით შემთხვევით ჩავრთე ტვ და რუსთავი 2-ზე გურიჩამ კარავი.გე-ს რეკლამა გააკეთა. რატომღაც გული მიგრძნობს რომ ეს გოგას დამსახურებაა :)
კი ნაია, გოგასი და ჩვენიც, გუშIნ გურიჩას იმდენი ველაპარაკეთ კარავზე რომ აუცილებლად უნდა ვეხსენებინეთ ;)

აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Posted: 05 ნოე 2007, 11:39
by Ninukala
ამას უსმინეთ და დატკბით.....

http://www.link.ge/file/188933/04-11-07-1440.3gp.html

მეტი კომენტარი არ ჭირდება...

აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Posted: 05 ნოე 2007, 11:40
by Naia
Image

Image

აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Posted: 05 ნოე 2007, 11:40
by Mta Mkvarebia
თავად მონასტერი...

Image

Image

Image

Image

მონასტრის ეზოში მიმოფანტულ ქვებსა და ლოდებზე დღემდე ნათლად ჩანს მე-16 საუკუნეში მტრის მიერ თავმოკვეთილი ბერების სისხლი. საუკუნეების განმავლობაში წვიმამ და თოვლმა ვერ წაშალა სისხლის ნაკვალევი...

აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Posted: 05 ნოე 2007, 11:44
by Mta Mkvarebia
guruli wrote: და ზამთარში რა მიყვარს კიდევ იცი? ფანტელების ჩუმი შრიალი... არ ვიცი, ამას დაკვირვებიხარ თუ არა და იქნებ არც დამიჯერო, მაგრამ როცა ირგვლივ სიწყნარეა და თოვს, ფანტელების ჩუმი შრიალი მართლა ისმის. ოღონდ ამას უღრანი ტყე უნდა, იოტისოდენა ხმაურიც რომ არ გაწუხებდეს.
იყო, იყო ასეთი რამ ნამდვილად... მეც ძალიან მიყვარს და ამიტომ სპეციალურად მივაყურადე... :wink: :D

აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Posted: 05 ნოე 2007, 11:44
by Truli
guruli
კი, ღამე -9 ყინვაში უკუტრტკოთ გავედი გარეთ, ცხელი ასრყიანი ჩაით ხელში სწორედ ამ სიჩუმით დასატკობათ... მსხვილი ფანტელები მაცვიოდა, სრული სიჩუმე, რომლის მოსმენაც კი შეიძლება. ყოველი ყლუპისას ვგრძნობდი როგორ იღვრებოდა ცხელი სითხე ჩემს ძარღვებში. ყინვა აღარ მკბენდა, შეგუების მომენტი დადგა... ფანტელები მეცემოდა სახეზე და არ დნებოდა... მეც ფანტელივით გავხდი, შევერტყი ამ მშვენიერებას, დუმილში მთის თოვლის სულის შრიალი მესმოდა... ასეთ მომენტებში ნამდვილი წარმართი ვხდები და მინდა ვეთაყვანო ამ ხელთუქმნელ მშვენიერებას რომელიც ასე აკეთილშობილებს ადამიანის სულს, თითქის და დაკარგულ ბავშვს როგორც იქნა დედა ჩაეხურა.

აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Posted: 05 ნოე 2007, 11:45
by TuTa
გული მიგრძნობს რომ დღეს თქვენს თხრობას ვე რ მოვწყდები :)
პოსტებზე გეტყობათ, რომ ეს რაღაც განუმეორებელი იყო, მაგრები ხართ!
ველი გაგრძელებას.......