ცოტა თხრობასაც გავურევ ფოტორეპორტაჟს. თქვენის ნებართვით.
მოკლედ, 15-კაციან მარშუტკაში საბოლოოდ 23-ნი ჩავეპრესეთ - თავის ბავშვებიანად და დუშეთიდან დამატებულებიანდ. თუმცა საინტერესო რამეები მანამდეც მოხდა, სიის შედგენისას.
შაბათს სიის დახურვა რომ გავაცხადეთ, უკვე მოგეხსენებათ. არადა, მაშინ ჩემი პოსტი ჯნოსისას მოჰყვა და ზაან მერიდებოდა, ამ კაი კაცს საწყენად არ მიეღო, მაგრამ როცა მარშუტკას მოველაპარაკეთ და დიდუბიდან წამოვედით, ადმინმა მთხოვა, რადგან შენ ჩემზე ადრე მოხვდები კომპთან, სია დახურულად გამოაცხადე, თორემ უკვე 20-ნი ვართ და ამდენი სად ჩავეტევითო... კეთილი და პატიოსანი - რაღა ხმა ღვთისა და რაღა ადმინისა და მისი დავალება მეც პირნათლად შევასრულე.
ამის შემდეგ სიაში დამატებები მართლაც შეწყდა, მე კი სამსახურში რაღაცას ვსაქმიანობდი კომპთან და ცოტა გვიანობამდე შემოვრჩი. დაახლოებით 8 საათისთვის ადმინისგან მომივიდა PM ასეთი სათაურით - "ზიხარ?". მივხვდი, რომ რაღაც მოულოდნელს მწერდა, მაგრამ იმას ვერ წარმოვიდგენდი. გავხსენი PM, სადაც მხოლოდ ერთი ფრაზა ეწერა, მაგრამ რა ფრაზა: "გობეს მოდის ხადას ხეობაში".

მაშინვე ხევსურეთის ერთ-ერთი გასვლა გამახსენდა, როცა გობემ ბორჯომიდან ისკუპა და პირდაპირ ჩახტა იმ მანქანაში, რომლიდანაც მანამ მე ჩამომსვეს, ადგილი არააო.

ჰოდა, ახლა ეს წერილი რომ წავიკითხე, ის ეავხარხარდი, კიდევ კარგი, სამსახურში არავინ იყო, თორემ ასათიანზე გამაქანებდნენ.
მაშინ ადმინსაც მივწერე (ნუ, ამ ყველაფერზე გუშინ ხადას ხეობაშიც გულიანად ვიცინეთ, გობემაც იცის და დასამალი არაფერია

) და ახკლაც გავიმეორებ - ამიერიდან ლაშქრობას რომ დავგეგმავთ, ერთი ადგილი გობესთვის აუცილებლად მოვიტოვოთ ზედმეტად იმის მიუხედავად, სად იმყოფება ჩვენი საყვარელი იუზერი - მზიანი ქვეყნის იეტი, რადგან კაცმა არ იცის, საიდან ისკუპებს გობე და საიდან ჩაგვიხტება გადატვირთულ მანქანაში.
მოკლედ, დილით დიდუბეში რომ მივდიოდი, გობეს უკვე ველოდი იქ და მართლაც დამხვდა მოლაშქრეთა უმრავლესობასთან ერთად, მაგრამ ახლა ჯნოსი მოვისაკლისეთ.

აღმოჩნდა, რომ წინა ღამეს მას ადმინი და-PM-ებია და წამოსვლაზე დაუყოლიებია, სადაც ამდენი, იქ ერთი კაცი რა გახდებაო. მაგრამ თურმე ჯნოსის ვიღაცასთან დაურეკია, ადგილები არაა და უხერხულია, დავრჩებიო. დარჩენა რას გვიქვიაო და ჯნოსის დიდუბის სადგურიდან კინაღამ ტელეფონი ავუფეთქეთ - კიდეც გავაღვიძეთ, ლოგინიდანაც წამოვახტუნეთ და სულ რაღაც ნახევარ საათში საბურთალოდან დიდუბეშიც ჩამოვარბინეთ.
მერე ხუმრობის ხასიათზეც დავდექით და ვიხსენებდით იმ კარაველებს, რომლებსაც სურდათ ან შეიძლება მოსურვებოდათ ხადას ხეობაში წამოსვლა.

ლეონტისაც ბევრი ვურეკეთ, თუმცა მობილი გამოერთული ჰქონდა, მაგრამ მერე
Naia-ს დავიჯერეთ, ეგ თუ წამოვა, მაინც თავისი მანქანითო და წავედით. საბოლოოდ მართლაც ასე მოხდა და აქეთობას ლეონტიც გავიცანით მის ლამაზ ოჯახთან ერთად.
წასვლამდე ნაიასა და მეკოს ინიციატივით იმაზეც ვხალისობდით, რომ მათ ძმაც ახლდათ, რომლისთვისაც ეს მეორე გასვლა იყო კარავთან. თურმე ბიძაშვილის წამოყვანასაც აპირებდნენ, მაგრამ იმას ვერ მოუცლია, თუმცა ეგ არაფერი - მაინც თამამად შეიQლება ითქვას, რომ ეს იყო გასვლა კარავი+მარდალეიშვილების ფილიალი.

ესეც ტრადიციად იქცევა ნელ-ნელა.
გზაში მგზავრებთან დაკავშირებით საინტერესო კიდევ ის მოხდა, რომ ბაზალეთის ასახვევთან კინაღამ დაგვავიწყდნენ კახა, ლუკა-95 და მჭრელი თვალი. ზუსტად მაგ მონაკვეთში კარაველები გაცხოველებით ვმსჯელობდით ადმინის მიერ წამოწეულ თემაზე - ხევსურეთიდან ინგუშეთში გადასვლის შესაძლებლობაზე და დასამატებელი მგზავრები სულ დაგვავიწყდა. კიდევ კარგი, ისევ ადმინს გაახსენდა, როგორც ჭეშმარიტ დედას და ქომაგს კარავისას, და ჩავისვით ეგენიც. ერთი პირობა ვიღაცამ კი იხუმრა, მოდი, არ გავუჩეროთ და მერე ვუთხრათ, დაგვავიწყდითო, მაგრამ ლუკა ისე გახარებული მორბოდა მარშუტკისკენ, როგორ გინდოდა, დაგეტოვებინა. აი, ბაბუა ალუდაური უკურიოზოდ დავიმატეთ და შევყევით სოფელ სეთურებისკენ. იქიდან ავედით ცეცხლიჯვარზე, საიდანაც დავეშვით ხადას ხეობაში. ჩავედით წამალაიძეებში, სადაც ვინახულეთ ქოროღო, ცოტა დავისვენეთ, კარგად შევათვალეიერეთ გაღმა მხარის სოფლები - იუხო, მუღერი, წკერე... მერე ჩავედით მდინარეზე, სადაც ზოგმა იბანავა, ზოგი ისე გაგრილდა, ვისადილეთ და დავეშვით დაბლა...
და ზოგი რამ ხადას ხეობაში წამსვლელთათვის ჩვენი გამოცდილებიდან. მანდ შეიძლება პირდაპირ მანქანით წახვიდეთ - ჯიპები ადიან ბოლომდე, მარშუტკები - მჟავე წყალთან მაინც. ამ შემთხვევაში ჩვენ სეთურებში ცეცხლიჯვარის გამო წავედით, რომ ყველაფერი ერთ წრეზე, ერთი გავლით დაგვეთვალიერებინა. რაც შეეხება ქოროღოს, მასთან მისვლა მჟავე წყალიდან ბევრად იოლია. ცეცხლიჯვარზე მაქედანაც შეგიძლიათ ასვლა, ოღონდ უფრო ციცაბო აღმართის ავლა და მერე იგივე გზით ისევ უკან დაბრუნება მოგიწევთ). მოკლედ, ამ შემთხვევაში, ერთი და იგივე გზას ორჯერ გადიხართ, ჩვენს შემთხვევაში კი ერთ ხაზზე გავიარეთ ეს ყველაფერი. იქნებ ქოროღოდან იქ ასვლაზე ცოტა მეტი დრო დაგეხარჯოთ, ვიდრე - სეთურებიდან, მაგრამ იქიდან ბევრად უკეთესი გზაა. თუმცა ბოლოში უფრო ციცაბო და დაკიდებული აღმართი კია ასავლელი.
მე თუ მკითხავთ, ცეცხლიჯვარი კია ლამაზი, მაგრამ მაგისთვის მსხვერპლის გაღება არ ღირს. მართალია, იქიდან კარგი გადასახედია აქეთ ლომისაზე, იქით - გუდაურის მხარეს, მაგრამ ხადაში ეგეთ გადასახედზე რამდენიმე ციხეა, საიდანაც არანაკლები ხედები იშლება. თანაც, თავად ხადას ხეობა უფრო ლამაზია, ვიდრე ის, რომელიც ჩვენ ავიარეთ სეთურებიდან. მანდ ასასვლელად ბევრ დროს კარგავ, რომლის გამოყენებაც სხვა, უფრო ლამაზი გადასახედებისთვის შეიძლება. თავად ცეცხლიჯვარს ქოროღოდანაც დაათვალიერებთ ჭოგრიტით ან ფოტოაპარატით. ეს მხოლოდ საგუშაგო კოშკია და არა ეკლესია-მონასტერი.
თუმცა ეს მაინც გემოვნების ამბავია - ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს - მისი ცოლი, მაგრამ ხადას ხეობაში მოხვედრა გუდაურიდანაც შეიძლება - იქიდან ძალიან კარგი ბილიკი გადმოდის ხეობაში, სადაც სანახავი მართლაც ძაან ბევრია.
ლაშქრობის დეტალურ აღწერას არ შევუდგები, მხოლოდ ერთს ვიტყვი - ყველაფერი ძალიან კარგი გამოვიდა და უბრწყინვალესი ხალხი შემოგვემატა. ბაბუა ალუდაურზე რაც უნდა გელაპარაკოთ და გიქოთ, ეს კაცი თუ არ გაიცანით, მასთან თუ არ ისაუბრეთ, ბოლომდე და სრულად მაინც ვერ აგიხსნით ამ ერუდირებული კაცის ადამიანურ ხიბლს. როგორც იქნა, კარავში იოკოს ნათლობაც შედგა.

მართალია, თავიდან, როცა სეთურებიდან უბილიკოდ შევუდექით დაკიდებულ აღმართს, კი ეხუმრებოდა ადმინს, მე რამე იოლი მარშუტი გთხოვე და არა ასეთიო, მაგრამ საბოლოოდ მანაც ვაჟკაცურად გაუძლო ამ არცთუ რთულ ლაშქრობას და მისმა +მაც, რომელთაგან ერთი უკვე გაკარაველდა. იმედია, მას სხვებიც მიბაძავენ. მით უფრო, რომ ძაან ყოჩაღად გაიარეს ის გზა. ძალიან კარგი ხალხი აღმოჩნდა ნაია-მეკო-ჯნოსის +, რომლებმაც ჯნოსისთან და გობესთან ერთად შესრულებული სიმღერებით არაჩვეულებრივი გახადეს ეს ლაშქრობა. ოღონდ ანა, ეს მართლაც ვაჟკაცური შემართების მოხევე და მომღერალი გოგო უნდა სეეგუოს, რომ მის სურატებს დავდებთ ფორუმზე. მით უფრო, დიდი ხნის წინ გაკარაველებულა. საერთოდ, ისინი თურმე კარავს ხშირად კითხულობენ და თითქმის ყველას გვიცნობდნენ ნიკებით.
როგორც გითხარით, საღამოს ლეონტი და მისი ოჯახიც გავიცანით. შესაბამისად, ის გმირი ბავშვებიც ვნახეთ, რომლებმაც ამასწინათ აბუდელაურზე საოცარი მეხთატეხა გადაიტანეს.

გზაში აბალდუიც (თუ რაც ჰქვია ახლა - სორი

) გვემესიჯებოდა, რომელმაც თურმე ჩვენი თავი მამაოს ლოცვებში მოახსენიებინა. ვიცი სახელიც ვიცოდი, ჩავწერე და ნიკებით მოხსენიება მამაომ არ ჰქნაო.

ცხადია, დათვიჯვარელებსაც ვეხმიანებოდით, როცა ამის საშუალებას მობილურები გვაძლევდა. სულ ბოლოს "ელგუჯას ხრუშოვკაც" ვინახულეთ, აი, ის ჩანჩქერი კი, რომელიც ამას წინანდელი ლაშქრობისას ინახულეს კარაველებმა, დამშრალიყო...