საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07
მუცოდან პირველივე ჩამოსვლისას ვთქვი, რა მაგრები ყოფილან, რა ვაჟკაცი წინაპრები გვყოლიან, რომ ასეთ ადგილებში ასეთ რამეებს აშენებდნენ, მტერს მტრულად უხვდებოდნენ და მოყვარეს - მოყვრულად, შთამომავლობასაც ზრდიდნენ და სამშობლოსაც ფარად ედგნენ, მე ერთხელ ასვლა-ჩამოსვლა გამიჭირდა და ისინი ყოველდღე დადიოდნენ აქ-მეთქი.
დღეს ამ ციხის გრანდიოზულობაზე მისი მასშტაბებით და ციხეების მიუდგომლობით თუ ვიმსჯელებთ, თუმცა გადმოცემით, ციხე-ქალაქში საურმე გზებიც ყოფილა გაყვანილი. ჩემი აზრით, მისი მასშტაბები უჯარმის ციხისას უტოლდება. როგორც გვითხრეს, ისტორიას მისი აღების შესახებ ცნობები არ შემოუნახავს. პრაქტიკულად, ეს შეუძლებელიც ჩანს.
დღეს ამ ციხის გრანდიოზულობაზე მისი მასშტაბებით და ციხეების მიუდგომლობით თუ ვიმსჯელებთ, თუმცა გადმოცემით, ციხე-ქალაქში საურმე გზებიც ყოფილა გაყვანილი. ჩემი აზრით, მისი მასშტაბები უჯარმის ციხისას უტოლდება. როგორც გვითხრეს, ისტორიას მისი აღების შესახებ ცნობები არ შემოუნახავს. პრაქტიკულად, ეს შეუძლებელიც ჩანს.
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07
კარვის "ყოილი" ყოილს იღებს 

Last edited by caucasica on 16 ივლ 2007, 14:30, edited 1 time in total.
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07
ხევსურ-სერიალი
===========
წინა ნაწილიდან:
"... "ის".. "ის".. (ამის გახსენებაზე მგონი ახლაც სული შემიგუბდება) .. "ის" იმავე სამარშუტო ტაქსში (მარშუტკაში) ჩაჯდა-დაბრძანდა... რომელშიც მეც ვიჯექი...
სული შემეკრა.. აღელვებისაგან კი ლამის ტირილი დავიწყე.. სასწრაფოდ მალულად მოვიწმინდე ცრემლები და ... და.. კიდევ ერთხელ გადავხედე "მას"...
"ის" ხომ" ... "ის" ხომ...
ნ------------------------
ნაწილი II "შატილამდე"
... "ის" ხომ ადმინი იყო!!!
შევუდექით გზას.. თვალი თვალს ეშურებოდა, ერთს მეორის ნანახის შურდა.. მწვანე-მწვანეს ცვლიდა, მთა-მთას.. მდინარე-მდინარეს.. აქაფებული ხტოდა ქვიდან ქვაზე, ლოდიდან-ლოდზე.. ამინდი ცოტას გვემუქრებოდა, ცოტასაც გვეფერებოდა.. ისეთი იყო, ნამდვილი ხევსურული.. ჰო.. ამინდიც ხევსურული იყო, ცოტა მოთბო, ცოტაც მკაცრი, ცოტაც ისეთი, რომ მცირედად მაინც გვეგრძნო, როგორია ხევსურული ჩვეულებრივი და იქნებ კიდეც შედარებით ადვილი ყოფა..
ორივე მარშუტკას საუკეთესო ადამიანები გადაენაწილა, კონკურსიც რომ მოეწყოთ, მართლაც ვერავინ გადაწყვეტდა, სად უფრო მეტი კოლორიტი იჯდა.. "ყვითლებს" (ყვითელი მარშუტკის მგზავრებს) თუ ლამა ჰყავდათ, ჩვენთან კოტეტბელი იჯდა, იქით თუ გობეს მოსმენის სიხარული ხვდათ წილად, ჩვენთან, "თეთრებთან" ბოჭო იმყოფებოდა.. რაღა გავაგრძელო, და ყოველ საუკეთესო "ყვითელზე" საუკეთესო "თეთრი" მოდიოდა.. და.. რაღაც მომენტში იმასაც კი ვგრძნობდით, რომ თითქოს ორი კი არა, ერთი საერთო ტრანსპორტით მივდიოდით.. იმიტომ, რომ ბევრნი, მაგრამ ერთნი ვიყავით..
უღელტეხილს რომ შევჩერდით, ცოტა გამარჯვება ვუთხარით მხარეს და ყოვლადწმინდას ლოცვა-კურთხევა ვთხოვეთ.. ცოტა მუხლი გავშალეთ, ცოტაც ცივი ჰაერი ჩავისუნთქეთ, ცოტაც კუtჩმუცელი შევახურეთ..
რა გითხრათ, ნებისმიერ მოგზაურს შეშურდებოდა ჩვენი.. მთები გვიხუტებდა, ფერდობები გვესალმებოდა, მზე ხან დახუჭობანას გვეთამაშებოდა, ხანაც ისედაც სიცილშეუწყვეტელ კარაველებს, გვერდებში გვიღიტინებდა...
ჩვენს ადმინს და თანამოძმე-კარაველებს მცირედად დავემშვიდობეთ და გზა დავულოცეთ, ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ ვუსურვეთ და გავუშვით რთულსა და საინტერესო გზაზე..
კოტეტბელმა პირველივე ხელსაყრელი მომენტი გამოიყენა და სანდრო რაზიკაშვილთან ერთად ზუსტი სიტყვები რომ მოვძებნო ყველანაირი გადაჭარბების გარეშე, ორიოდე მთა გადაირბინ-ჩამოირბინა... და .. ერთ-ერთ მონაკვეთზე შეპირებული მგზავრებივით დაგვიხდნენ..
ცოტა ხანში ერთ-ერთ პირველივე კოშკთან, ლებაისკართან გადმოვხტით.. ამას მცირე "რაზმინკაც" მოჰყვა და იქ მისულებმა მცირე მეცნიერული კვლევა-ანალიზიც მოვაწყვეთ...
უკვე აღფრთოვანებულები ვიყავით, უკვე შთაბეჭდილება გაჯერებულები, უკვე იქაურობაზე შეყვარებულები... ვლხენობდით და ვყვებოდით, ვლაპარაკობდით და ვიცინოდით..
თუ ვინმეს "კარაველების" საუბარი არ მოუსმენია, ე.ი. ფილოსოფიური მიმდინარეობების შობის პროცესი არ უნახავს, თუ ვინმეს "კარაველების" იუმორზე არ უცინია, ე.ი. კარგი და კეთილი იუმორი დაკლებია... თუ ვინმე "კარაველებთან" ერთად არ ყოფილა, ე.ი. კარგი კაცობისა და ადამიანობის მშვენიერი გაკვეთილი გამოუტოვებია... "კარავის" ფსიქო-ფილოსოფიური დანიშნულება მერე იყოს და სანამ ჯერ კიდევ ქისტანს მივუახლოვდებოდით, უკვე შევსებულები ვიყავით სულიერადაც და თვალიერადაც.. თუმცა, ჯერ მხოლოდ წინ იყო ყველა საუკეთესო კადრი, ყველა საუკეთესო ამბავი და ყველა საუკეთესო შთაბეჭდილება, რაშიც მალევე დავრწმუნდით...
================= გაგრძელება იქნება
აბალდუი

Last edited by ARCHILI on 16 ივლ 2007, 14:47, edited 2 times in total.
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

ერთადერთი წამი,როდესაც ბოჭოს სახემ სერიოზული გამომეტყველება მიიღო და ისიც მე დავაფიქსირე

ბოჭო შენ რომ არ წამოსულიყავი, გადავირეოდი ,გავგიჟდებოდი და მოკლედ თეთრი მარშუტკის სასტავის გული სული და სისხლი და ხორცი.
თავად ბატონი ბოჭო...მაგას ვენაცვალე მე.........
lenchiamal
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07
ასე მივდიოდით წანჭახის უღელტეხილისკენ( წანჭახი დათვისჯვარზე მარალია 2800მ მდე)

დები - უღელტეხილზე

7+1

ჩიორგი უღელტეხილზე "აჟაზებს"

ღრუბლებმა თებულო (დაქუეხი) დაგვიმალა

მაგრამ გვალვამ "გაჭრა" და ხახაბოდან მაინც დევინაეთ თებულო]

Last edited by caucasica on 16 ივლ 2007, 14:44, edited 5 times in total.
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

წინა პლანზე
დათო- ეჰ ის პლიუსი,მისი მეუღლე ნანა და კავკასიკას პლიუსი გიგა
lenchiamal