Mrs. Robinson. მე შამფურებს ვთლიდი და მეტი რაღა მექნა!
ჰო, კიდევ ისაა აღსანიშნავი, რომ ამ ექვსეულიდან, ჩემი და ნატალიას გარდა, არც ერთი არ ვიცნობდით ერთმანეთს - მე და ნატალია ამას წინათ შარაოში ვიყავით ერთად. ამის მიუხედავად, ერთმანეთს ჩინებულად გავუგეთ, რაც მათ კარგ ხასიათებზე მიუთითებს. მოკლედ, კარაველებმა კარგი ხალხი შევიძინეთ.
ჰო, მე და პაატაც ყოფილი თანამშრომლები აღმოვჩნდით. რომ მოვიდა, ძაან კი მეცნო სახეზე, მაგრამ ვერ ვიგონებდი, სად მენხა. მერე ლაპარაკში გაირკვა, რომ თურმე რამდენიმე წლის წინ ერთ ჰოლდინგში, ოღონდ სხვადასხვა გაზეთებში გვიმუშავია.
ერთი ეგ იყო, ექვსნი ნივაში მთლად კომფორტულად ვერ ვიყავით. თავიდან, როგორც ბეგემოთის შორეული ნათესავი, წინ მე დამსვეს მარტო, უკან კი ოთხნი იყვნენ. როგორც კი რუსთავს გავცდით, მე უკან გადავედი, წინ კი ლობო და თეონალა გადმოვსვით.
paata_, ჩემო ფოტოკოლაჟისთვის დიდი მადლობა, მაგრამ თვითონ იმ კლდისთვის და კონკრეტულად, იმ წყალშემკრები არხისთვისაც გადაგეღო, აჯობებდა. გექნება შენ მაგის ფოტო და დადე, არაფერი მოგივა.
P.S. მთელი ლაშქრობა ლამას აჩრდილი ჩვენთან იყო. მაშინაც კი, როცა ნათლისმცემლის ლავრაში და დავით-გარეჯში დავდიოდით, ლამა-ს კი მაინც ველოდით სამთო ქიმიასთან.
