საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07
guruli
კიდე მაკვს ერთი სურათი ეხლავე დავდებ

გურული და დოროთეა
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07
Bocho wrote:ხოდა, ისააააა
მე რომ დილით ვვარჯიშობ შტანგით, ეგ სადაა?
აქაა ბოჭო! ))))))
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07
ჩვენს ბანაკში გარდა იმისა რომ "რუბილნიკით" შუქი ჩავრთეთ და კარავი ბატონმა გობემ "დრელით" დაამაგრა, წვიმა მოვუშვით, და მდინარეც მოშვებული დაგვრჩა აი ეს საამაყო "ლუფტჰანზას" კალენდატიც ამშვენებდა ჩვენს საამაყო 13 კარავიანი ბანაკის კედლებს
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07
კომენტარის გარეშე
ლამა ძალიან საყვარელი ხარ!
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07
კარაველებო!
ძალიან Dიდი მადლობა, ძალიან შემიყვარდით!
პ.ს. მზად ვარ ახალი თავგადასავლებისათვის!

bellge - დიდი მადლობა ჩემი ფოტოგამოფენისთვის. კარვების ქალაქში ჰალსტუხებით მარიაჟი მაგარი იყო.
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07
აი თურმე რა შტანგაზეა საუბარი...bellge wrote:Bocho wrote:ხოდა, ისააააა
მე რომ დილით ვვარჯიშობ შტანგით, ეგ სადაა?
აქაა ბოჭო! ))))))
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07
რას წარმოვიდგენდი, აბალდუი თუ ასეთი თმახუჭუჭა გოგონა იქნებოდა!bellge wrote:
გურული აბალდუი და ლოკოკინა
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07
popins
bellge
მაგარი სურათებიაააა
მადლობა...
ნისლში გახვეული და მთაზე შეფენილი ცხორი რა მაგარიაააა
და მადლობა ვის??? ვის და თეთრ მარშუტკას!!!
ის, რომ არა ბევრს რამეს ვერ დავაფიქსირებდით
გაიხარეთ!!!

ხო და ლოკოკინა ასეთი წვერიანიgobe wrote:რას წარმოვიდგენდი, აბალდუი თუ ასეთი თმახუჭუჭა გოგონა იქნებოდა!bellge wrote:
გურული აბალდუი და ლოკოკინა
საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07
კარაველებო! როგორც იქნა შემოგიერთდით. მაპატიეთ, სამწუხაროდ "ტექნიკური " მიზეზების გამო ვერ ვახერხებდი დაპოსტვას.
ხევსურეთმა აღმაფრთოვანა, კი არა და სულის ისეთ წერტილებს ჩაწვდა, რომლებიც უკვე გაჭაღარავებულიყვნენ. არ მინდა ბანალური ვიყო, ამიტომ ზოგადად ვისაუბრებ ჩემი გრძნობებისა და შთაბეჭდილებების შესახებ, ვეცდები ყოველივე მოკლედ და ლაკონურად გამოვხატო.
ჩემეული ხედვა ყოველი მოვლენის მიმართ იმედია გაუგებარი არ იქნება და ალბათ არც უინტერესო
შთაბეჭდილებების კიდობანში ვზივარ და აქედან გამოსვლის არანაირი სურვილი არ მაქვს. ჯერაც არ მჯერა, რომ ასეთი არაჩვეულებრივი საზოგადოების თავშესაფარში მოვხვდი. სანთლით გეძებდით და გიპოვნეთ! ზოგიერთ თგვენგანში, ალბათ ვერც წარმოიდგენთ, მაგრამ საკუთარი იდეალიც კი აღმოვაჩინე.
უსაზღვროდ მადლიერი ვარ, რომ ხევსურეთის სილამაზეს მაზიარეთ. "14-15 ივლისი", ამ ორმა დღემ ჩემს ცხოვრებაში უამრავი ფურცელი ამოტიფრა, თანაც ისე, რომ აღარასდროს წაიშლება. ყოველივე ვნახე და შევიგრძენი, რაც ჩემთვის ღირებულია: ადამიანები და რა ადამიანები? მათი კეთილი ზრახვები და ბუნების საოცრებანი, და დავრწმუნდი, რომ მხოლოდ ამისათვის ღირს ცხოვრება.
ყოველი ნაბიჯი, ყოველი სიტყვა, ყოველი ამოსუნთქვა თავის ისტორიას წერდა. დასაღლელი დრო არავის რჩებოდა, სრული თანადგომა იყო.
იქ ჰაერიც წმინდა იყო და იმ ჰაერის ჩამსუნთქავი უკანასკნელი ადამიანიც კი წმინდანი გახდებოდა. თითქოს მიწაც სხვა ფერი იყო (ამ ნაცრისფერ თბილისში კი მიწაც გახუნებულა). ჰაერში მოცურავე მწერსაც კი თავის ხიბლი ჰქონდა, აუღელვებლად მონარნარებდნენ და უფსკრულში ეშვებოდნენ.
ყვავილების სამეფო აგვირგვინებდა იქურობას. საოცარი ფერთა გამა აჯადოვებდა ირგვლივ ყველაფერს. პაწაწინა ფერად არსებებს ნამის მარგალიტები ამკობდათ. რამდენჯერმე მივეფერე კიდეც და მათი მადლიერი მზერაც ვიგრძენი. არც ჩემს მკლავებში მოხვედრას ერიდებოდნენ.
თეთრი ბინდი კი ზედ თვალებზე გვეფინებოდა, ირგვლივ გამჭვირვალე აღრაფერი ჩანდა, ყველაფერს რძის ფერი დასდებოდა. ვეღარ ვარჩევდით მიწაზე დავდიოდით თუ ღრუბლებში დავფრინავდით. სისველე ბოლომდე აღწევდა ჩვენში, მაგრამ სულაც არ გვყინავდა, პირიქით გვათბობდა და ენერგიას გვმატებდა.
მთის ზვინებს ქვის ნაშალი მოეგროვებინათ და ბილიკ-ბილიკ მოეფინათ. ყოველი კენჭი ძვირფასი და დიდებული იყო. ეს ბუმბერაზი მთები კი ერთმანეთს თეთრი ქაფით და აისბერგებით ერწყმოდნენ.
ნუთუ ყოველივე ეს საკმარისი არ არის, იმის სათქმელად, რომ ამ ქვეყნად შენც გიცხოვრია და უამრავი სასწაულის მომსწრე და მოზიარე გამხდარხარ?
პირადად ჩემთვის მთელი ცხოვრება ღირს ამ საოცრების შესაგრძნობად.
ამ ორმა დღემ უამრავი სირთულე დამაძლევინა, ცხოვრება უფრო ჭრელი დამანახა, ვიდრე ვხედავდი და მომცა საოცარი ძალა.
ნუთუ, ხელმეორედ არ იბადებით, როდესაც ამ უკიდეგანო ბუნების უნიჭიერესი შვილების გვერდით ხართ და იცით, რომ მცირედით მაინც შეგიძლიათ მათი დახმარება და ცხოვრების გახალისება?
ეს ყვლაფერი გულში დამიგროვდა და რომ არ ამომეფქვა ალბათ გავიგუდებოდი, მაგრამ ეს მხოლოდ შესავალია იმისა რასაც გულწრფელად ვგრძნობ, მეტის აღსაბეჭდად სიტყვები არ მყოფნის.
ჩამოვედი თბილისში და ვგრძნობ რომ მძიმედ ვსუნთქავ. ყველაფერი მირაჟი მგონია!
p.s. მაპატიეთ თუ სიტყვა გამიგრძელდა და თავი მოგაწყინეთ.
ბოდიში, იმისთვისაც თუ თემას გადაუხვიე, ან საერთოდ არ შეესაბამება
ჩემი ნაამბობი.