ჰო, აბა, ეგა თქვი ტომა. ვინ თქვა, ვიწვალეთო? წვალება კი არა, ისე მენატრება იმ მანქანაზე მიწოლა; იმის მოლოდინი, ნეტა, ამ აღმართს თუ აივლის, ახლა სანამდე მივაო; ის შხაპუნა წვიმა და მანქანაზე ფეხით გამოკიდება; კოტეს სიტყვები - რა არის, ამდენი ხანი რით ვერ დაიმახსოვრეთ, ვინ ვის მერე ჩადისო; ბოჭოს ხუმრობები და გამუდმებით მთის წვერისკენ ცქერა - ნეტა, რამდენი დარჩა უღელტეხილამდეო...არც ჩვენ გვიწვალია, ის რაღაც 8 კილომეტრი აღმართის რომელზეც ვამგზავერთ თეთრი მარშუტკა ისე მოგვეწონა ისე ვისიამოვნეთ ისე ვიხალისეთ რომ, და კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით გავივლიდი იმ ორ დღეს
ეჰ, ამათ რა იციან ტომა, რამდენი ეგეთი ტკბილად მოსაგონარი დაგვიტოვა მაგ უღელტეხილმა და მანქანამ...