ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009
მესამე დღეს, დილით ადრე ავიბარგეთ და დავტოვეთ სასტუმრო. ის ღამე ართვინში უნდა გაგვეთია. დაახლოებით 7 საათი, 8-ის ნახევარი იქნებოდა გზას რომ დავადექით. მაგრამ გზაში დაბრკოლება შეგვხვდა. ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ თურქეთში დიდი ჰიდრო ელექტროსადგურის კაშხლის მშენებლობის გამო, რამდენიმე ხეობა წყლით უნდა დაიფაროს (თავიდან გავრცელდა ჭორები რომ ქართული ძეგლების ნაწილსაც ეს ბედი ელოდა, მაგრამ ეს ჭორები უსაფუძვლო აღმოჩნდა). ამის გამო, გზის ნაწილიც კაშხლის ძირას აღმოჩნდება, ამიტომ ახლავე აგებენ ალტერნატიულ გზას, მაღლა მთაში აფეთქებენ კლდეს, 2 საათის განმავლობაში მუშაობენ, და გზას კეტავენ და ნახევარი საათის განმავლობაში გზას ხსნიან და მანქანებს უშვებენ. ამიტომ 1 საათი ლოდინმა მოგვიწია, სანამ გზას გავაგრძელებდით. გადავწყვიტეთ მოქანავე ხიდზე გადავსულიყავით და მდინარის მეორე ნაპირას გაშენებული ზეთისხილის პლანტაციები და სოფელი გვენახა. ძალიან მოვლილი ბაღი ვნახეთ, სამწუხაროდ ასეთ მოვლილ პლანტაციას თუ ბაღს საქართველოში ვერ ნახავთ
.
აქ მდინარის მეორე ნაპირიდან კარგად ჩანს საცობში მოხვედრილი ჩვენი ავტობუსი

აქ მდინარის მეორე ნაპირიდან კარგად ჩანს საცობში მოხვედრილი ჩვენი ავტობუსი

- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009
დაახლოებით 45-წუთიანი ლოდინის შემდეგ გზა გაიხსნა. ერთერთ პატარა დასახლებაში წინასწარ დაჯავშნულ 2 მინიბუსში გადავნაწილდით, დონის ეკიპაჟს შევუერთდით და გავწიეთ ხანძთისკენ. გზა სულ მაღლა იწევდა, როგორ დაყავდა მძღოლს მინიბუსი იმ ვიწრო გზებზე არ ვიცი. მეგონა თუშეთის მერე გზის არ შემეშინდებოდა, მაგრამ ფანჯრიდან ქვემოთ ჩახედვისას სუნთქვა მეკვროდა. არადა ხედები ულამაზესი იყო

- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009
ხანძთის სამრეკლოს გუმბათში საინტერესო წარწერებია!
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009
ცნობები ხანძთის შესახებ:
ხანძთა, შუა საუკუნეების მონასტერი, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
დააარსა სასულიერო მოღვაწემ გრიგოლ ხანძთელმა. VII საუკუნის დასასრულს ააგეს ხის ეკლესია. შემდგომ ხანაში ადგილობრივი ფეოდალის გაბრიელ დაფანჩულის მატერიალური დახმარებით დაიწყო ქვის ტაძრის მშენებლობა (ხუროთმოძღვარი - ამონა). ერისთავთერისთავმა აშოტ კუხმა (†918) მშენებლობას დიდი მატერიალური სახსრები გამოუყო. მშენებლობა დაასრულა ერისთავთერისთავმა გურგენ IV-მ (†941). ხანძთამ საბოლოო სახე მიიღო 918-941 წლებში. ხანძთა თავიდანვე მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა გახდა. მის ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდნენ არსენ I (არსენ დიდი, არსენ საფარელი), ეფრემ მაწყვერელი (IX ს.), მაკარი ლეთეთელი. აქ მოღვაწეობდნენ მწერლები და კალიგრაფები გიორგი მერჩულე, მოსე ხანძთელი (XI ს.), სტეფანე (XII-XIII სს.) და სხვა.
მეცნიერებაში ხანძთის ზუსტი ლოკალიზაციის საკითხი საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი. აკადემიკოს ნ. მარის მიხედვით ხანძთა უნდა იყოს მდ. კარჩხალის ნაპირას მაღალ, ძნელადმისადგომ კლდეზე აგებული ნუკასაყდარი (ახლანდელი ართვინის ვილაიეთი, თურქეთი). ლოკალიზაცია ემთხვევა გიორგი მერჩულის "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ტექსტში მოცემულ აღწერილობას. არსებობს მოსაზრება (პ. ინგოროყვა, ნ. და ჟ. მ. ტიერები), რომ ხანძთა არის ართვინის ვილაიეთის სოფ. ფორთაში არსებული გუმბათოვანი ტაძარი.
910-20-იან წწ
ხანცთის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევები მდებარეობს ისტორიულ კლარჯეთში, მაღალმთიან სოფელში, რომლის თანამედროვე სახელია ფირნალი. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში სამონასტრო კომპლექსს მრავალი დამთვალიერებელი სტუმრობს; მანამდე კი ხანცთა ჯერ დაკარგული, შემდეგ კი მიუღწევადი ადგილი იყო. ხანცთის სამონასტრო კერისა და მისი დამაარსებლის, წმ. გრიგოლ ხანცთელის შესახებ არაფერი გვეცოდინებოდა, რომ არა გიორგი მერჩულის აგიოგრაფიული თხზულება და მისი ერთადერთი ხელნაწერი (XI ს), რომელიც იერუსალიმის საპატრიარქო წიგნთსაცავის ქართულ ხელნაწერთა ფონდშია დაცული. პირველად მას 1845 წელს ნ. ჩუბინაშვილმა მიაკვლია, ხოლო 1902 წელს იერუსალიმში ქართული ხელნაწერების გამოსავლენად მივლინებულმა ნ. მარმა გადმოიღო და 1911 წელს გამოაქვეყნა. ნიკო მარმა გადაწყვიტა ხანცთელის დაარსებული კლარჯეთის სავანეებიც მოეძია და მასალა ხელნაწერთან ერთად გამოეცა. ამ მიზნით მან 1902 წელს ექსპედიციაც მოაწყო და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ყველაზე მეტად ხანცთის იდენტიფიკაციის დროს დაიბნა. ალბათ ამის მიზეზი ის გახდა, რომ სხვა მონასტრების სახელებისაგან განსხვავებით ხანცთის ტოპონიმი უკვე დაკარგული იყო. ხანცთად კარჩხალას ხეობაში მდებარე ნუკას საყდარი მიიჩნია, ფორთის სამონასტრო კომპლექსი კი – შატბერდად, მაგრამ მაინც ინტუიცია მას სხვას კარნახობდა და ამ გრძნობას ის გულწრფელად წერდა კიდეც შავშეთსა და კლარჯეთში მოგზაურობის დღიურებში: `სად არის შატბერდი? მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლი იწოდებოდა ხანძთელად, რომ ხანძთა მისი პირმშოა, შატბერდი ჩემს წარმოდგენაში რატომღაც უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული გრიგოლთან, ის, როგორც მე მეჩვენება, უფრო მეტად ელოლიავებოდა შატბერდის მონასტერს, ვიდრე ხანცთას... მე სიამოვნებით ვაბიჯებდი მონასტრის კარის ზღურბლს, სულიერად ამაღლებული და ცრემლებამდე შეძრული იმ აზრით, რომ შევდიოდი ძველ განმანათლებელთა ინტიმურ კუთხეში.~
მონასტერი გრიგოლ ხანცთელმა მერვე საუკუნის ბოლოს დაარსა. პირველად, დაახლოებით 782 წელს, როცა მან ეს ადგილი ღმერთის კარნახით იხილა, აქ მარტოდმყოფი ბერი ხუედიოსი ცხოვრობდა. ბერმა გრიგოლს სთხოვა, მის გარდაცვალებამდე დაეცადა და მხოლოდ შემდეგ წამოეწყო აქ სამონასტრო მშენებლობა. გრიგოლი ასეც მოქცეულა, ორი წელი მან ოპიზაში დაჰყო, შემდეგ კი ოპიზელი ბერების მიერ მიცემული იარაღებითA და დახმარებით შეუდგა უკვე საკუთარი მონასტრის მშენებლობას. მერჩულეს თანახმად მათ საეკლესიოდ ადგილი დაავაკეს და პირველი ძელის, ხის ეკლესია ააშენეს. შემდეგ ძმათა სენაკები და ბოლოს – გრიგოლის საყუდელი და სატრაპეზო. მალევე, აშოტ კურაპალატის სიცოცხლეშივე, ეს ეკლესია შეცვალეს პირველი ქვის ეკლესიით, რომელიც ადგილობრივი დიდებულის გაბრიელ დაფანჩულის მატერიალური და მორალური შეწევნით აიგო. სამაგიეროდ ხანცთა დაფანჩულთა საგვარეულო საძვალე უნდა გამხდარიყო, ხოლო დაფანჩულთა ოჯახის ხსენება ლოცვის დროს სამუდამო ვალდებულებად იქცა.
ხანცთის სამონასტრო კომპლექსში საკმაოდ ბევრი შენობის ნაშთია შემორჩენილი. რა თქმა უნდა, ბევრი მათგანი არაა გრიგოლისდროინდელი, მონასტერი XVI საუკუნემდე განაგრძობდა სიცოცხლეს და შესაბამისად განახლებას.
რაც შეეხება ყველაზე ადრეულ ნაგებობებს, გრიგოლისდროინდელად შეიძლება მივიჩნიოთ ქვის დიდი სატრაპეზო, რომელმაც ალბათ პირველი ხის სატრაპეზო შეცვალა, გალავნის ნაწილი, ეკლესიის დასადგმელად ბაქანისათვის ამოყვანილი კედლის ქვედა ნაწილი, სატრაპეზოსთან არსებული სენაკების ნაშთები, ასევე, არქაული ფორმებით გამორჩეული და დიდი მასიური ქვის ლოდებით ნაგები პატარა დარბაზული ეკლესია წყაროს თავზე. რა თქმა უნდა, ინფორმაცია გრიგოლისდროინდელ არქიტექტურაზე მკვეთრად გაიზრდება არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების შემდეგ.
სამრეკლო. სამრეკლოების მშენებლობა საქართველოში XIII საუკუნიდან იწყება, ხანცთის სამრეკლო ერთ-ერთი ადრეულია და საკმაოდ კარგად შემორჩენილიც. აქ დაცულ წარწერაში მოხსენიებულია სამრეკლოს მაშენებელი მარკოზი. ეს წარწერა ხანცთის სწორი იდენტიფიკაციის ერთ-ერთი საბუთიც გახდა, რამეთუ სინას მთაზე დაცული ერთ-ერთი ხელნაწერის თანახმად ხანცთის სამრეკლოს მაშენებლად მარკოზი მოიხსენიება.
ხანცთის მთავარი ეკლესია- მთავარმოწამის გიორგის სახელზე აგებული გუმბათიანი ტაძარია, რომლისადმი ინტერესი დღეს ძალიან დიდია; ის ერთ-ერთი ყველაზე სრულად დაფიქსირებული ქართული ძეგლია თურქეთის ტერიტორიაზე. არსებობს XIX ს-ის ბოლოს შესრულებული ა. პავლინოვისეული ანაზომები, ვ. ჯობაძის ჩანახაზები, ასევე დეტალური ანაზომები შესრულებული დ. ხოშტარიას ექსპედიციების დროს არქიტექტორ ნ. და გ. ბაგრატიონების მიერ გასული საუკუნის 90-იან წლებში; და ბოლოს, უკვე ნგრევის წინ, ნოემბერში შესრულებული ახალი ანაზომები თანამედროვე, ლაზერული ტექნოლოგიების გამოყენებით; ამავე დროს, ის აურაცხელი ვიდეო თუ ფოტომასალა, რომელსაც ყველა ექსპედიცია თუ დამთვალიერებელი იღებდა. ამ მხრივ ტაძრის სრული რეკონსტრუქცია და მისი ფაქტიურად პირვანდელი სახით აღდგენა სრულად შესაძლებელია. ის უკვე გრიგოლის შემდეგ, X ს-ის პირველ ნეხევარში, 910-20-იან წლებში აშენებულა აშოტ კუხისა და მისი მემკვიდრის გურგენის მმართველობის ხანაში. მშენებლობის მომსწრე ყოფილა გიორგი მერჩულე, მისმა თხზულებამ კი ამ ტაძრის შენების ამბავი და მისი ხუროთმოძვრის, ამონას სახელიც დაგვიტოვა. ხანცთის გუმბათიანი ეკლესია დომინირებს მთელს გარემოზე. ეს ყველაზე დიდი და მაღალი შენობაა. მისი გაბარიტული ზომებია: 12X18 მმ. გარდა ამისა, ტაძარი კარგად დამუშავებული ქვის ზედაპირით და სწორედ მორგებული პროპორციული აგებულებითაც გამოირჩევა. გიორგი მერჩულის სიტყვები, რომ ამონა `სიბრძნით სრულიად მაშÀენებელი~ ოსტატი იყო, უტყუარი ფაქტია. ხანცთის ეკლესია იმ დროისათვის გამორჩეული ძეგლია როგორც ხარისხით, ასე ტიპოლოგიურად და ცალკეული ელემენტების გამოყენებით. მაგალითად, ეს ჩახაზული ჯვრის ტიპის ნაგებობაა, როდესაც ჯვარი მართკუთხა გეგმაშია ჩაწერილი. ეს ტიპი კლარჯეთში პოპულარული არასოდეს ყოფილა, თუმცა ამ ტიპის კლასიკურ ნიმუშს, წრომის ეკლესიას თუ გავიხსენებთ, ნათელია თუ რა განზომილებებით აზროვნებდა ამონა. აღმოსავლეთით სამნაწილიანი საკურთხეველია, ღრმაბემიანი აფსიდითა და მართკუთხა ფორმის პასტოფორიუმებით, რომელთა დანიშნულება ტრადიციულად მარცხნივ – სამკვეთლოსი, მარჯვნივ კი – სადიაკვნესი უნდა იყოს. გუმბათი აღმოსავლეთით კედლის ორ შვერილს, ხოლო დასავლეთით დამოუკიდებლად მდგომ ორ სვეტს ეყრდნობა. ჯვრულად განლაგებული მკლავებიდან დასავლეთისა შედარებით დაგრძელებულია, როგორც ეს კლარჯული არქიტექტურისათვის იყო დამახასიათებელი; ერთი წყვილი სწორკუთხა და შედარებით დაბალი სვეტების საშუალებით მკლავი სამ ნავად იყოფა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის თექვსმტწახნაგზე გადასვლა ტრომპების სამი მწკრივის საშუალებით ხდება. კლასიკურად გამოყვანილი ტრომპების პირველი რიგი რვაწახნაგს ქმნის, სარკმლების თავზე გაწყობილი მეორე მწკრივი – თექვსმეტწახნაგს, ხოლო კიდევ გაორმაგებული რაოდენობის მინიატურული ტრომპების მწკრივი – გუმბათის სფეროს სიმრგვალეს უზრუნველყოფს. ტრომპების გამოყენებაც უცხოა მთლიანად ე.წ. ტაო-კლარჯეთის არქიტექტურისათვის, სადაც ერთადერთ დამკვიდრებულ ფორმას აფრა-ტრომპი წარმოადგენს. როგორც ჩანს, ამონასათვის კლასიკური არქიტექტურა და მისი ცალკეული ფორმების გამოყენების სურვილი ახალი მხატვრული ღირებულებებისა და ახლად გააზრებული, დახვეწილი და რაფინირებული შიდა სივრცის გადმოცემის ერთგვარი საშუალებაა. მხატვრულად არის გადაწყვეტილი კამარების დამჭერი გუმბათის ქვეშ დაკიდული თაღების აგებულებაც, რომლის ანალოგი ჩვენთვის უცნობია. გუმბათქვეშა დამჭერი სვეტების კუთხეები საფეხურებადაა გადაშლილი, ლილვები ზემოდან კი არ ეწყობა სვეტებს, არამედ სიღრმეშივეა გამოყვანილი. უკვე ზედა დონეზე რამდენიმე საფეხურად გადმოკიდებული თაღები მაღალ კრონშტეინებს ეყრდნობა და ზიგზაგისებრ კარნიზის წყალობით ჰორიზონტალურ, მაგრამ იმავდროულ კლაკნილ აქცენტს აკეთებს, რაც ძალზედ ეფექტური და ცოცხალი აქცენტია. ექსტერიერში გეგმით მართკუთხა ტაძრის ჯვარ-გუმბათოვნება მასების ამოყვანითაA და მათი გადახურვის საშუალებით იქმნება. სადა, რელიეფებითა და ორნამენტაციისგან თავისუფალი ტაძრის მხატვრულ ეფექტს მისი გუმბათი ქმნის. გუმბათის ყელს ყოველი წახნაგის კიდეში აღმართული და შეწყვილებულ ლილვებზე გადასროლილი უწყვეტი თაღნარი მიუყვება. გუმბათის ყელში სარკმელი ოთხია, თითო-თითო აღმოსავლეთის, დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მხარეებზე. გუმბათი ნახევრადგაშლილი ქოლგის მსგავსი კონუსითაა დაბურული, შესაბამისად ყოველი წახნაგის თავზე პატარა და მაღალი ფრონტონები იქმნება. სწორედ ეს, რიტმული და საზეიმო განწყობის გუმბათი ქმნის ხანცთის მთავარ ეფექტს. ვ. ჯობაძის დაკვირვებით, გუმბათის თაღედი დაფერილი იყო. გუმბათის ზიგზაგისებურ ფორმებს ეხმიანება სამრეკლოს ფანჩატურის კონუსისებრი გადახურვა, რომლის ლორფინებიც წაწვეტებული ფორმებით არის დაბოლოებული. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ტაძარი კარგად გათლილი და სწორ რიგებად დაწყობილი ქვის პერანგითაა შემოსილი ისე, რომ ექსტერიერში დუღაბი არსად არ მოსჩანს. უმაღლესი დონის სამშენებლო ხარისხი, რომელიც მხოლოდ იმხანად იკიდებდა ფეხს და მხოლოდ X სი-ის მეორე ნახევარში ჰპოვებს ფართო გავრცელებას, ხანცთაში უკვე სახეზეა. განსაკუთრებით მაღალი ხარისხის ქვაა გამოყენებული გუმბათის მოსაპირკეთებლად. მერჩულე წერს, რომ ამ ქვას წონით ყიდულობდნენ და საპალნე გზის არარსებობის გამო შორი გზიდან ზურგით ეზიდებოდნენ. ეს ალბათ არც იყო გასაკვირი, ხანცთა ხომ უმნიშვნელოვანესი და ყველაზე დიდ სამონასტრო კერასა და კლარჯეთის სახლის ბაგრატიონთა მთავარ სულიერ საყრდენს წარმოადგენდა.
კლარჯეთის არქიტექტურა, განსხვავებით მეზობელი ტაოს არქიტექტურისგან, სადაც უხვადაა ფიგურული თუ ორნამენტული რელიეფები, უფრო სადა და ასკეტურია. რელიეფები არ არის, ერთადერთი ჯვარი რომელიც მხოლოდ წითელი ქვითაა გამოყვანილი და არ გააჩნია არანაირი ორნამენტაცია აღმოსავლეთი ფასადის ფრონტონის ქვეშ სარკმლის თავზე იყო ჩასმული. რადგან ამ მხრიდან ეკლესია ფაქტიურად მიუდგომელია და მისი დანახვა მხოლოდ შორიდანაა შესაძლებელი, ჯობაძე თვლიდა, რომ მას არა დეკორატიული, არამედ სწორედაც რომ საკრალური ფუნქცია ეკისრებოდა და ის მოასწავებს მაცხოვრის მეორედ მოსვლას, რასაც კაცობრიობა ძრწოლით და შიშით აღმოსავლეთიდან მოელოდა. ჯობაძე აღმოსავლეთის სარკმელს მეორედ მოსვლის ხილვის სარკმელს უწოდებს, ჯვარი კი ქრისტეს წინამორბედია. მისი განმარტებით, წითელი ფერის შერჩევაც მეორედ მოსვლის სიმბოლური გაცხადებაა, რამეთუ წითელი ფერი ნიშნავს ქრისტეს დაღვრილ სისხლს და ესქატოლოგიურ ცეცხლს, რომელიც ხილულ სამყაროს მოევლინება. ხანცთაში რამდენიმე წარწერის ფრაგმენტიც იყო, რომელთა უმრავლესობა დაკარგულია. ორი ფრაგმენტი თბილისის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.
როგორც საყოველთაოდაა ცნობილი, ხანძთის მონასტერი იყო ქართული განათლებისა და მწიგნობრობის უმნიშვნელოვანესი ცენტრი VIII-X საუკუნეებში. ხანძთაში მოღვაწე პირთაგან წმ. გრიგოლ ხანძთელის გარდა აღსანიშნავია: არსენ დიდი, ქართლის კათალიკოსი, მაკარი ლეთეთელი, გიორგი მერჩულე, რომელმაც სწორედ აქ, ხანძთაში დაწერა 950 წელს `ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა~, ხანძთის წინამძღვარი თევდორე და მისი ძმა იოანე, საბა იშხნელი, თევდორე ნეძველი და ქრისტეფორე კვირიკეწმინდელი, ეფრემ მაწყვერელი, არსენ საბაწმინდელი, ილარიონ იერუსალიმელი და მრავალი სხვა. ხანძთაში შეიქმნა ბევრი უნიკალური ხელნაწერი სახელგანთქმული ხანძთის ოთხთავის ჩათვლით.
ხანძთის შესახებ ეს წერილიც დაგაინტერესებთ. ავტორიც აუცილებლად გეცნობათ
:
http://www.opentext.org.ge/08/guria-news/1-5/1-5-63.htm
ეს წერილი ხანძთის და შატბერდის ტაძრებს და მათ იდენტიფიკაციას ეხება:
http://www.24saati.ge/index.php?lang_id ... _year=2009
ეს წერილი კი უფრო შატბერდის იდენტიფიკაციას ეძღვნება და მისი ავტორიც ნაცნობი უნდა იყოს თქვენთვის
:
http://www.internet.ge/v2/index.php?act ... news=34377
ეს კიდევ "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" შემოკლებული ვარიანტი:
http://orthodoxy-world.piczo.com/?g=36849649&cr=1
"ჩვენებურები" ხანძთის შესახებ:
http://www.1tv.ge/FullBlog.aspx?BlogID=101&ByCat=6

Last edited by Mta Mkvarebia on 16 აპრ 2009, 15:57, edited 1 time in total.
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009
ხანძთის შემდეგ შატბერდისკენ გავემართეთ. თუ მეცნიერთა ერთი ნაწილის მოსაზრებას დავეთანხმებით, შატბერდად მიჩნეული ენი-რაბათისკენ ანუ ახალციხისკენ. მაგრამ მე ამ ტაძარს რეპორტაჟში მაინც შატბერდად მოვიხსენიებ.
თუმცა მანამდე გზად ახიზის ციხე დავინახეთ:

ახიზის ციხე, ციხესიმაგრე ადრინდელი ფეოდალურ საქართველოში, კლარჯეთში, მდ. არტანუჯისწყლის მარცხენა ნაპირზე (ამჟამად თურქეთშია). გადმოცემით ახიზის ციხე ვახტანგ გორგასალს განუახლებია (V ს.), მასვე აუგია აქ მონასტერი და კლარჯეთის ეპისკოპოსი ადგილსამყოფლად დაუდგენია.
მერე გზა გავაგრძელეთ შატბერდისკენ.
ეკლესია ძალიან ლამაზ ადგილას მდებარეობს . ულამაზესი მდელოები და დაკლაკნილი სერპანტინები გავიარეთ , სანამ ტაძრამდე მივაღწევდით.

თუმცა მანამდე გზად ახიზის ციხე დავინახეთ:

ახიზის ციხე, ციხესიმაგრე ადრინდელი ფეოდალურ საქართველოში, კლარჯეთში, მდ. არტანუჯისწყლის მარცხენა ნაპირზე (ამჟამად თურქეთშია). გადმოცემით ახიზის ციხე ვახტანგ გორგასალს განუახლებია (V ს.), მასვე აუგია აქ მონასტერი და კლარჯეთის ეპისკოპოსი ადგილსამყოფლად დაუდგენია.
მერე გზა გავაგრძელეთ შატბერდისკენ.
ეკლესია ძალიან ლამაზ ადგილას მდებარეობს . ულამაზესი მდელოები და დაკლაკნილი სერპანტინები გავიარეთ , სანამ ტაძრამდე მივაღწევდით.

- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009
ცნობები შატბერდის შესახებ:
შატბერდის ტაძარი ბერტას ხეობაშია.
როცა აშოტ კურაპალატმა გრიგოლ ხანძთელისგან ხანძთის ქება მოისმინა „შეწირა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა“.
„და რაჟამს მივიდა ნეტარი მამაი გრიგოლ შატბერდს, მაშინ ცრემლითა მისითა მდინარითა ირწყვებოდა ადგილი იგი“, - მოგვითხრობს გიორგი მერჩულე.
აშოტის შემდეგ, კურაპალოტობა მისმა ძემ - ბაგრატმა მიიღო. გრიგოლს მისთვის უთხოვია შატბერდში - ხანძთისთვის შეწირულ აგარაკზე მონასტრის აშენება. ის დათანხმდა და „მისცა ყოველივე სახმარი საშენებლად“, ე.ი. შატბერდი პირველად ბაგრატ პირველის მეფობის დროს, 836 წელს აშენდა.
გრიგოლს თავდაპირველად მცირე ეკლესია და სენაკები აუშენებია. ბაგრატის ძეებს და ერისთავებს ბევრი რამ შეუწირავთ.
შატბერდი საგანმანათლებლო კერად იქცა. აქ გადაიწერა სახარება და შატბერდის კრებული, რომელიც იმ დროს სასწავლო წიგნად ითვლებოდა, რადგან შეიცავდა საღვთისმეტყველო, საბუნებისმეტყველო, ფილოსოფიურ თხზულებებს, საქართველოს ისტორიას (მოქცევაი ქართლისაი).
დღეს შატბერდის ტაძარი მეტად მძიმე მდგომარეობაშია. მოსაპირკეთებელი ქვების დიდი ნაწილი ჩამოცვენილია. ჩუქურთმები - დაზიანებული. გუმბათიდან წვიმა ჩამოდის, საკურთხევლის ქვედა ნაწილი მორღვეულია და საქონლის სტუმრობისგან მას მხოლოდ ხის ტოტები იცავს. თუმცა ტაძარი ნაკელითაა სავსე...
ეს თ. ხუციშვილის და სხვა მეცნიერების შრომაა, რითაც ისინი ცდილობენ დაამტკიცონ რომ შატბერდი სინამდვილეში ენი რაბათია და ნამდვილი შატბერდი სხვაგანაა:
http://www.orthodoxy.ge/istoria/shatberdi.htm