ხერთვისის ციხესთან ვივახშმეთ
მერე აბასთუმნისკენ გავემართეთ. ზურმუხტას ეკიპაჟი მანქანაში ძალიან სასაცილო სიმღერას უსმენდა სახელით "სახუმარო", იმდენად მოგვეწონა სიმღერა რომ გადავწყვიტეთ ზეპირად გვესწავლა. წავივარჯიშეთ, რამდენჯერმე ვიმღერეთ და ერთერთ ბენზინგასამართ სადგურზე დავხვდით ჩვენებს, რომლებიც შედარებით ნელა მოდიოდნენ, რადგან ერთ მინიბუსს მეორე ბაგირზე ყავდა მიბმული. გოგამ საყვირის გამოყენებით გააჩერებინა მძღოლებს მინიბუსები, გადმოიყვანა ხალხი, ჩვენც ერთ მწკრივად დაგვაწყო და ახალი ჰიტის, სახელით "კოცნა-ფოცხვა", შესრულება გამოაცხადა
სიმღერაზე ყველამ ძალიან იხალისა. ვიდეო ჩანაწერი არ მაქვს და ტექსტს შემოგთავაზებთ:
"სიყვარული არ იქნება არ იქნება ძალადა,
როგორც მოვა ისე წავა წავა თავისთავადა
წავა, წავა, წავა, წავა, წავა წავა, წავა, წავა,
წავა, წავა, წავა, წავა, წავა თავისთავადა.
უბედურმა ჩემმა ქმარმა საღამომდე ყანა ფოცხა,
ფოცხა, ფოცხა, ფოცხა, ფოცხა, საღამომდე ყანა ფოცხა
ფოცხა, ფოცხა, ფოცხ,ა ფოცხა, ფოცხა, ფოცხა, ფოცხა, ფოცხა,
ფოცხა ფოცხა ფოცხა ფოცხა, საღამომდე ყანა ფოცხაააა
საღამოზე რომ მოვიდა, ერთი-ორი ძლივს მაკოცა
მკოცნა, მკოცნა, მკოცნა მკოცნა, ერთი-ორი ძლივს მაკოცა
მკოცნა, მკოცნა, მკოცნა, მკოცნა, მკოცნა, მკოცნა, მკოცნა, მკოცნა
მკოცნა, მკოცნა, მკოცნა, მკოცნა ერთი-ორი ძლივს მაკოცააა
საბრალოა ყველა ქმარი, ვინც ჩვენ ერთგულადა გვსახავს,
და მე სიცილითა ვკვდები, მეცინება ხა-ხა-ხა,
ხახა ხახა-ხაა, ხახა ხახა-ხაა
და მე სიცილითა ვკვდები, მეცინება ხა-ხა-ხა"
სიმღერას გოგა ასრულებდა საყვირში ბოროტი ჩახითხითებით
ვიცეკვეთ, ვიმღერეთ, შუშხუნები დავანთეთ, მძღოლები წრეში მოვიქციეთ. მანქანები აჩერებდნენ და მხიარულებაში გვიერთდებოდნენ, ერთ ბიჭს ძლივს დავარწიეთ თავი, თავის სახლსი გვეპატიჟებოდა საქეიფოდ, აქედან სულ ახლოსაა, ვანშიო
