ნაია აქ რაღაც ძალიან სასაცილოს ყვება, მაგრამ რას, აღარ მახსოვს
გოგამ ადგილობრივებს პატარა ისტორიის გაკვეთილი ჩაუტარა, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ტაძრის გვერდით მდგარი მეჩეთი საყუნეთის ეკლესიაზე ძველია.
ამ ფოტოს პატარა ისტორია აქვს

მე, ილო და ჭიქა, რომელიც ილიას 2 წლის წინ ვაჩუქე დაბადების დღეზე, აი მაშინ, სიღნაღში რომ გაუშინაურდა მთელ კარველ გოგოებს და სათითაოდ აბურთავა

ჰოდა ამ ჭიქის დანახვა რატომღაც გამიხარდა

, თუმცა ილოს რომ არ შეეხსენებინა, ვერც ვიცნობდი

ჰოდა ეს ფოტო იმიტომაც დავდე, რომ მეტი ჩემი ფოტო ვერ ვიპოვე ჩემს აპარატში
საყუნეთის მერე ჭობისხევის მონახულება გვქონდა გეგმაში, მაგრამ ღამდებოდა და თბილისში დაბრუნება გადავწყვიტეთ. გზად კი ნაიას ეკიპაჟი კურუშთან ერთად მცხეტაში გავჩერდით და ქალაქგარეთ გასეირნება ტრადიციულად დავასრულეთ
ამით ჩემი რეპორტაჟიც დასრულდა
