ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by ZVIOSULI » 15 აპრ 2009, 10:13

ნაწილი აქ არის

http://forum.ge/?showtopic=33954970&st=0&#entry13384725

მერე დანარჩენს ავტვირტავ
თუ ისევ 99%ზე არ გაჭედა 3 საათით......
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by guruli » 15 აპრ 2009, 10:24

Giorgi Bagrationi
"ახალი" შატბერდის იდენტიფიკაციაზე უამრავი გამამყარებელი არგუმენტია:
საინტერესო არგუმენტებია. რაც მთავარია, დასაბუთებული.
chuna
გურულიც ხომ არ მოვიტაცო? თუ თავის ნებით წამომყვება?
საჭურველმტვირთველი არ გჭირდებათ ექსპედიციაში? :D

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Giorgi Bagrationi » 15 აპრ 2009, 11:04

chuna
იმ ექსპედიციების დროს, როდესაც ჩემი და და ირინე იყვნენ ამ შატბერდის არსებობაზე არავითარი ინორმაცია არ იყო და შესაბამისად "ენი რაბათს" მიიჩნევდნენ. თუმცა შარშან წინ ერთად ვნახეთ "ახალი" შატბერდი და რა თქმა უნდა ყველა ეჭვი გაიფანტა.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 15 აპრ 2009, 11:05

ვაგრძელებ რეპორტაჟს :)
მეორე დღეს ოთხთას და იშხნის ტაძრების შემდეგ თორთუმის ჩანჩქერი და თბა მოვინახულეთ.
თორთუმის ჩანჩქერი,მე12 საუკუნეში მომხდარი მიწისძვრის შედეგად კლდის დიდი მასა ჩამოინგრა და მდინარის ხეობა ჩაკეტა.ასე წარმოიშვა ტბა,რომელიც სიგრძეში 13 კმ-ია და სიგანეში 1კმ,ტბა გამდინარეა და რამოდენიმე კილომეტრში მდინარეზე ჩანჩქერია,რომელიც 50მ სიმაღლისაა. თუმცა მე ვფიქრობ რომ ჩანჩქერი გაცილებით მაღალია. რა ვიცი, ასე მომეჩვენა :roll:

სანამ ჩანჩქერამდე მივიდოდით გზიდან გადავიხედეთ და ეს ხედიც იქ გადავიღეთ.

Image

Image

ეს უკვე ჩანჩქერთან მოვედით და დაბლა ჩავდივართ კიბეებით.

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 15 აპრ 2009, 11:07

Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 15 აპრ 2009, 11:08

Image
Image

მერე ტბაზე მივედით. რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული. ულამაზესი ფერის ტბა. ძალიან მოგვეწონა :)

Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 15 აპრ 2009, 11:09

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by ARCHILI » 15 აპრ 2009, 11:18

მომილოცავს წარმატებით მოვლა.

მე რომ ვუყურებ როგორი ტემპით ნადგურდება მანდაურობა, თქვენი ფოტოები ნამდვილად დიდ სამსახურს გაუწევს ყველა ჩვენგანს მომავალშიც.

ალბათ მძიმე გადასატანი იქნებოდა მაგ ყველაფრის ნახვა, არაა ადვილი უყურო, როგორ ინგრევა საკუთარი ფესვები და ისტორია და შენ მხოლოდ ამის აღბეჭდვა თუ შეგიძლია.

წარმატებებს გისურვებთ.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 15 აპრ 2009, 11:31

შემდეგ გავემართეთ ოშკის ტაძრისკენ:

ცნობები ოშკის ტაძრის შესახებ:

ოშკი, X საუკუნის 50-60-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი, სამონასტრო ცენტრი ისტორიულ ტაოში, თორთუმის წყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე, სოფელ ჩემლიამაჩში, ამჟამინდელ თურქეთის პროვინცია ერზერუმში. ოთხ დიდ კათედრალთაგან პირველი (იხ. სვეტიცხოველი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი). ტაძარი ერთიანდება სამონასტრო კომპლექსში, შემორჩენილი სემინარია-სატრაპეზოთი და მცირე ეკლესიებით. ოშკი ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო ტაოში.
კომპლექსის მშენებლები ყოფილან ტაოს ბაგრატიონები, ადარნასე III კურაპალატის შვილები — ბაგრატ ერისთავთერისთავი და დავით მაგისტროსი (იგივე დავით III დიდი კურაპალატი). ტაძრის არქიტექტურა იმეორებს მისი წინამორბედების სახასიათო მოტივებს და უფრო გამდიდრებული და გართულებული სახით წარმოგვიდგენს მას. ოშკის ტაძარი აგებულია საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხებია მოწყობილი. ტაძარი წარმოადგენს ტეტრაკონქს, თავისუფალი გუმბათით. ტაძრის ჯვრისებრი მოხაზულობა შენარჩუნებულია გარესახეშიც, თუმცა აფსიდების სიმრგვალე არ ვლინდება, მოქცეულია რა სწორკუთხა მკლავებში. ოშკი უხვად იყო შემკული რელიეფებითა და ჩუქურთმებით. მოხატულობიდან მცირედია შემონახული.
მიუხედავად ოშკის მნიშვნელობისა მთელი გვიანი შუა საუკუნეები, ის უცნობი იყო ქართული სინამდვილისთვის, სამხრეთ საქართველოს თურქეთის მიერ მიტაცების გამო. მკვლევართაგან ოშკი პირველმა ვენეციელმა სომეხმა სწავლულმა ნ. სარგისიანმა მოინახულა 1843-1853 წწ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ექვთიმე თაყაიშვილის სამი უმნიშვნელოვანესი ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში, რომლის დროსაც მთლიანად იქნა აღწერილი და აზომილი ოშკის მონასტერი.

ოშკი, X საუკუნის 50-60-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი, სამონასტრო ცენტრი, ისტორიულ ტაოში, ოთხ დიდ კათედრალთაგან პირველი (იხ. სვეტიცხოველი, ბაგრატი, ალავერდი), თორთუმისწყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე (ამჟამად თურქეთის ფარგლებშია). მთავარი ტაძრის გარდა შემონახულია სემინარია-სატრაპეზო და მცირე ეკლესიები.
ისტორია
ტაძრის სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ დამფუძნებლები ყოფილან ტაოს მფლობელი ბაგრატიონები - ბაგრატ ერისთავთერისთავი და დავით მაგისტროსი (იგივე დავით III დიდი კურაპალატი), ხოლო მშენებლობას ხელმძღვანელობდა გრიგოლი, რომელიც რელიეფურად არის გამოსახული სამხრეთ გალერეის ერთ-ერთ სვეტზე.
ოშკი ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო ტაოში. ჩვენამდე მოღწეულია ოშკის მონასტერში შექმნილი ხელნაწერები, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოშკის ბიბლია (978), რომელიც ამჟამად ათონის მთაზეა დაცული. ოშკში მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და მღვდელმთავრები: გრიგოლ ოშკელი (X ს.), სტეფანე დეკანოზი (X ს.), იოანე ჩირაი (X ს.), ოშკის ბიბლიის გადამწერი - მიქაელ ვარაზვაჩეს ძე, სტეფანე მწერალი, გიორგი გელასის ძე, გაბრიელ ოშკელი (XI ს.) და სხვა.
არქიტექტურა
ოშკის ტაძარი აგებულია საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხებია მოწყობილი. ოშკის ტაძრის გეგმა ჯვრისებრი მოხაზულობისაა. ნაგებობა წარმოადგენს ტეტრაკონქს, ე. ი. ჯვრის 3 მკლავი (აღმოსავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი) ნახევარწრიული აფსიდებით მთავრდება, მეოთხე მკლავი (დასავლეთისა) კი – წაგრძელებული და უაფსიდოა. სამივე აფსიდის ერთსა და მეორე მხარეს ორ სართულად განლაგებულია დამატებითი სადგომები.
ტაძრის ჯვრისებრი მოხაზულობა შენარჩუნებულია გარედანაც, მაგრამ აფსიდების სიმრგვალე არ მჟღავნდება, ისინი მოქცეულია სწორკუთხა მკლავებში. დასავლეთი მკლავის სამხრეთ კედელს გასდევს ღია გალერეა, რომლის ორმწკრივად განლაგებული სვეტები შემკულია ჩუქურთმებითა და რელიეფებით. კარნიზი ტეხილია და ყოველი მალის თავზე ცალკე ფრონტონს ქმნის. ტაძარი სიდიდითა და პროპორციებით გამოირჩევა წინა ხანის ძეგლთაგან, იგი ახალი დროის ტიპური ნაწარმოებია: კედლების სიმაღლე შენობის კორპუსის სიგანესთან შეფარდებით გაზრდილია, გუმბათის ყელი ამაღლებულია, წახნაგებმა ადგილი დაუთმო ცილინდრს, რომელიც ტეხილი ლილვებითა და დეკორატიული თაღებით 24 არედ არის დაყოფილი. გუმბათის ყელში 4-ის ნაცვლად 12 სარკმელია. ტაძარი უხვადაა შემკული ჩუქურთმებით, ხოლო რელიეფის სიმდიდრით ოშკს ერთ-ერთი უპირველესი ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ტაძართა შორის.
ოშკის გარეგნული სახის ყველაზე დამახასიათებელი მოტივია 5 დეკორატიული თაღის განმეორებადი კომპოზიცია - აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე, თაღებში ჩართულია ორ-ორი სამკუთხა ნიში. მორთულობის ეს სისტემა XI-XII საუკუნეებში იქცა მრავალ გუმბათიანი ტაძრის აღმოსავლეთ ფასადთა ტიპურ კომპოზიციად. განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანია სამხრეთი ფასადი. აქ ფასადის შვერილი ნაწილის დეკორატიული თაღებისა და სახურავთა დაქანებული კალთების მოძრავი რიტმი გაცხოველებულია სამხრეთ გალერეის კარნიზის კიდევ უფრო ცოცხალი რიტმით. შენობის მასები ამ მხარეს მკვეთრად ასიმეტრიულია. ოშკის ტაძრის მორთულობაში საკმაოდ ბევრია ადამიანის გამოსახელება. გამოსახული არიან აგრეთვე ცხოველები (ხარები, ირმები, ფრინველები). მრავალი მოტივი წინაქრისტიანული წარმოშობისაა, მაგრამ ქრისტიანული ეკლესიის მიერ ნებადართული.
რელიეფების უმეტესობა განლაგებულია გუმბათის ყელის ძირში, მედალიონებში, უფრო კი სარკმელების გარშემო. მათი განაწილება და არქიტექტურულ ელემენტებთან ურთიერთობა მთლიანად გააზრებულია. ტაძრის შიგნით იქმნება სიდიადისა და ჰარმონიის შთაბეჭდილება. აქაც დიდი ადგილი უჭირავს ქვაზე ნაკვეთ მორთულობას, რაც დამახასიათებელია X საუკუნისათვის. ჩუქურთმითაა დაფარული გუმბათქვეშა ბოძების მძლავრი, რთულად პროფილირებული ბაზისები და სვეტისთავები, სამხრეთ გალერეის ვარსკვლავისებრი კამარები. მორთულობის შესრულების დონე საკმაოდ მაღალია.
ტაძარი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
მიუხედავად იუნესკოს დაცვისა ტაძარს დღემდე "ამშვენებს" დას.-დან მიშენებული სოფლის საზოგადოებრივი ტუალეტი, აღმ.-დან კი-საბძელი.
სამწუხაროდ ტაძარი დღემდე დაუცველია და მუდმივად იძარცვება (მაგ. 2006 წელს გაქრა ტაძრის სამხ.-აღმ. ფასადის ბარელიეფი.)
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 15 აპრ 2009, 11:41

Image

Image

ვედრების სცენა
Image

Image

Image

აი, როგორი ყოფილა ეს სცენა ადრე:

ოშკი, იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, სამხრეთი ფასადი, ვედრების რელიეფური კომპოზიცია
Image

ოშკი, იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, სამხრეთი ფასადი, ვედრების რელიეფური კომპოზიცია, ქტიტორები: დავით მაგისტროსი და ბაგრატ ერისთავთ ერისთავი ეკლესიის მოდელებით ხელში
Image

ვედრება, დაკარგული რელიეფური კომპოზიცია, ოშკი, სამხრეთ-დასავლეთ გალერეის რვაწახნაგა ბურჯი
Image

Image

Image
Last edited by Mta Mkvarebia on 16 აპრ 2009, 15:11, edited 3 times in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 15 აპრ 2009, 11:43

Image
Image
Image
Image


Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 15 აპრ 2009, 11:44

თურქი ბავშვები
Image


Image

Image

ოშკის შესასვლელთან ეს აბრა დგას

Image

იქვე ახლოს მეორე აბრაც ვნახე და ცოტა არ იყოს სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, ქართულ ენაზე რომ ვნახე ტაძრის ისტორიის შესახებ წარწერა :)
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 15 აპრ 2009, 11:46

Image

Image

Image


ნახეთ რამხელა სვეტებია! :shock:
Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 15 აპრ 2009, 11:47

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
khoteura
ბოდიალა
Posts: 201
Joined: 08 აპრ 2009, 00:24
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Post by khoteura » 15 აპრ 2009, 12:37

ძაან მაგარია აუცილებლად უნდა წავიდე, ეს ყველაფერი თითოეულმა ქართვევლმა უნდა ნახოს

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]