Page 17 of 20

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 02 სექ 2008, 16:56
by ele
ხოდა ასე საცოდავად შეეყინა ხელი . . . :D

Image

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 02 სექ 2008, 17:05
by ele
გაფრენას ლამობენ. . .



Image

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 02 სექ 2008, 17:06
by lama
ele wrote:გაფრენას ლამობენ. . .
რა თქმა უნდა აბა ჩემს გარეშე ვინ გაფრენილა ან ვის გაუფრენია :

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 02 სექ 2008, 17:20
by ele
lama wrote:
ele wrote:გაფრენას ლამობენ. . .
რა თქმა უნდა აბა ჩემს გარეშე ვინ გაფრენილა ან ვის გაუფრენია :


გული გაფრენას ლააამოოობსსს. . .

Image

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 02 სექ 2008, 17:33
by ele
ვწერ იმიტომ რომ მომენატრა. . .

Image

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 02 სექ 2008, 17:35
by namcecuna
ele
დაკარგულო, მერე რა რომ ბევრი რამ ითქვა, შენ შენი თქვი, თუნდაც, ლექსადა ;)

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 02 სექ 2008, 17:39
by ele
namcecuna wrote:ele
დაკარგულო, მერე რა რომ ბევრი რამ ითქვა, შენ შენი თქვი, თუნდაც, ლექსადა ;)

ხო მაგას ვაპირებ ახლა. . .:)

ნუ რამდენად ლექსდ იქნება ვერ გეტყვი მაგრამ. . .

შევეცდები რო მთლად უმაგისობაც არ იყოს . . .:)

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 02 სექ 2008, 17:44
by lama
ele wrote:


გული გაფრენას ლააამოოობსსს. . .

Image
და წამო ჩემთან ან ჩემსკენ :)

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 02 სექ 2008, 17:49
by ele
lama wrote:
ele wrote:


გული გაფრენას ლააამოოობსსს. . .

Image
და წამო ჩემთან ან ჩემსკენ :)

წამოხვაალ? წამოდი წავიდეთ. . . :D

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 02 სექ 2008, 18:51
by Eleography
აი მეც მოვედი :) ესეიგი უკვე, როგორც ნამცეცუნამ მითხრა კარავული სიზმრები მესიზმრება :D:D გუშინ მესიზმრა ისევ ისე შეკრებილები ვიყავით და სადღაც მივდიოდით მაგრამ რატომღაც ჯერ წვიმას ველოდებოდით :) მე კიდე უცბად აღოვაჩინე რომ საძილე მეშოკი დამრჩა და პანიკა დამეწყო :D :D მოკლედ გავიგვიძე დაფეთებულმა :)
რეპორტაჟს თვალს ვადევნებდი და ძალიან ვისიამოვნე და ვიხალისე :) დიდი მადლობა ყველას ასეთი სასიამოვნო ორი დღისთვის :) ჯერ ისევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ :)

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 02 სექ 2008, 18:55
by ele
არც თუ ისე სახარბიელო პერიოდი მქონდა გერგეტამდე ისე როგორც ყოველ ჩვენგანს. . .

მაგრამ მე ავადმყოფობამ დამრია ხელი, იმარჯვა ჩემზე. . . წამლები. . .

ბოლო წუთამდე არც ვიცოდი შევძლებდი თუ არა წამოსვლას და მაინც კითხვის ნიშნის გარეშე ჩავეწერე სიაში გიორგისთან ერთად. . .
სურვილი დიდი იყო და. . .

სამსახურიდან ელვის სისწრაფით სახლში. . .ჩაბარგება და ასევე ელვის სისწრაფით სამთო ქიმიის შენობასთან. . .

იქ კი უკვე კარგად ნაცნობი და გასაცნობად გამზადებული მომღიმარი სახეები. . .

სამწუხაროდ სახლში ტყუილის თქმა მომიწია ჩემი ადგილმდებარეობის შესახებ. . . შემდეგ როგორც გაირკვა გამონაკლისს მხოლდ მე არ წარმოვადგენდი. . .
უმეტესობაც ჩემს დღეში იყო. . .

და დაიწყო გზა იგი სადაც მყინვარი იწყება. . . სადაც ჩემი ფიქრი და სიმშვიდე მთავრდება. .
ეს ჩემი სამყაროა. . . ჩემი გრძნობები, რომლებიც გულიდან მოდის. . .

ღამის აჩხოტთან აბალდუისთან გამომშვიდობება, დილას შეხვედრის იმედად. . .

აჩხოტიდან გზად გერგეტამდე თხაპნიასაგან საძილესა და პარალონის დათმობის იმედად ყოფნა. . .
”-ფასიანიაო”. . .:)
”-იქნებ რამენაირად ”პოსლე”-ზე მეთქი”. . .:)

ხოდა ისევ ქალის იმედი უნდა იქონიოო და ნუსას მეორე საძილეც აღმოაჩნდა. . . ანზორის ”მარშუტკა”-ში ძილს გადავურჩი. . . :)

ახლა უკვე ნამდვილად ვიცოდი რომ ჩემი ჭეშმარიტი გაკარაველება მოხდებოდა გერგეტზე - მარიამობა ღამეს. . .

სიბნელე. . . არა და მოვედითო. . . მე კი მხოლოდ ჩვენზე ადრე დაბანაკებულთა კოცონთა შუქს ვხედავდი. . .

”- ყველა კულტურული ძეგლი განათებულია საქართველოში, გერგეტი კი არა?” ეს ისე ჩემთვის ვფიქრობდი. . .

ჩვენები წირვის საკითხის გასარკვევად გადავიდნენ და მეც გადავყევი. . .გადავყევი და. . .მთის სუნთქვამ დამსუსხა. . .
კაი გაჟრჟოლებაზე აღარაფერს ვიტყვი თავისი რეფლექსებითურთ. . .

ვიგრძენი სველი-ნამიანი ბალახი ჩემი ”შლოპანცები”-ს და გამო. . . გამახსენდა ”ცვრიან ბალახზე”-ო და მეც ვიგრძენი მამული. . .

დავბანაკდით. . . კოცონი. . . კარვები. . .

სველი ტანსაცმელიც შევიცვალეთ და აწ უკვე კუჭის პრობლემის საკითხის მოგვარებას შევუდექით. . .

მარიამობა მივულოცეთ ერთმანეთს. . .რაღათქმაუნდა მშვიდობა ვისურვეთ. . .

შემდეგ კი ნაცნობ-მეგობრების და ოჯახის წევრებისათვის მილოცვის დროც დადგა და. . .
”-დედა გერგეტიდან გილოცავ მარიამობას. . .”
რეაქცია? . . :shock:

კოცონთან სიმღერაც ვცადეთ. . .ნუ ისე რა , უკეთესიც მომისმენია. . .:)

კომფორტულია კარავი. . . ჩემი პირველი შთაბეჭდილება ასეთია. . . ან იქნებ თანაკარველების და გამო მესიმპატიურა?. . . თამუსია, ხრუხუნა, კოკა. . .

დილის 6 საათზე ზარების ხმამ გამომაღვიძა. . . ხრუხუნაც. . .

საჩქაროდ ჩაცმა დავიწყეთ მაგრამ თამარმა შუაგზაზე გადაიფიქრა და ისევ მიწვა. . .

ალბათ იმიტომ რომ უკვე ნანახი ჰქონდა , უკვე იცოდა ის რაც მე წინ მელოდა კარვიდან გასულს. . .

მე . . . მე კი. . .

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 02 სექ 2008, 19:01
by ele
ზღაპარში აღმოვჩნდი. . . ნისლებთან სტუმრად. . .

სადღაც შორს . . . ოცნებებს მაღლა. . .

სადაც ოცნებაც კი ზედმეტია. . . სიტყვები უფერული. . .

გრძნობები მხოლოდ. . . რომლებიც სიტყვებს ყელში გჩურთავენ. . .

ყვირილი გინდა და. . . ხვდები რომ არ გძალუძს, ხმა არ გემორჩილება. . . აი ისე როგორც სიზმარში ხდება ხოლმე. . .
გინდა იყვირო გააგონო . . . პირი ფართოდ გაქვს გაღებული და. . . იტანჯები. . .

მე ბედნიერებისგან ვიტანჯებოდი. . .

წესიერად ვერც მივესალმე არჩილს და ინტელს. . . აბა როგორ მოვახერხებდი . . .

თხაპნიაც გამოჩნდა კარვიდან და ორი გაოცებისაგან ანთებული თვალები შეხვდა ერთმანეთს. . .

მზე იწვერებოდა . . . მყინვარის თავზე ცეცხლი ენთო- ლაპლაპებდა. . .
წინ კი ნისლიანი გერგეტი იდგა. . .

არჩევანი მართლაც და მძიმე იყო , მაგრამ ჩვენ ორს გულმა მყინვარისკენ გაგვიწია. . .

გზად - ”მოჩანს მყინვარი. . . და გზააბნეულ ღრუბელთა ფარა. . . ცისა და ქვეყნის შუა დაკიდულ. . . იგივ მძვინვარი. . . იგივ დიდებულ. . .”

თითქოს და გვესმოდა შორიდან მისი ხმა : _ ”მოუარეთ საქართველოს. . .”

მივდიოდით და ველოდით ღრუბლების გადასვლას. . .

მბოჭავდა მისი სიდიადე. . .

ილიას სიტყვები მახსენდებოდა: ”დიდებული რამ არის ეგ მყინვარი. აბა მაგას შეუძლიან სთქვას: ცა ქუდადა მაქვს და დედამიწა ქალამნადაო. ”

”ცისა ლაჟვარდზედ მოჩანდა იგი თეთრად და აუმღვრევლად”

გერგეტში წირვის დასაწყისს დავესწარით და გამოვედით. . .

ხედი გერგეტიდან - ნისლიან ყაზბეგზე. . . ნეტა დამიჭერდა ნისლი? რომ მეფიქრა. . . რა ვიცი. . . რა ვიცი. . .

მიწა შეტორტმანდა. . . კიდევ უფრო დაქანდა იქეთ მხარეს საიდანაც ფლოქვების ხმა მოისმა. . .
გამალებით მოაჭენებდნენ უუნაგირო ცხენებს, რომელთაც პირიდან სისხლი დიოდათ. . .

ვერ გადავწყვიტე მეთქვა თუ არა. . . თავიდან ცხენის პატრონიც შეყოყმანდა: ”-უუნაგირო ცხენზეო? - გადმოგდების რისკიო . . . ”
მაგრამ ეგ სურვილიც ავისრულე. . . ჩემებურად გაჭენების უფლება კი მაინც არ მომცა . . .
აი კვიცის შეძენაზე კი მგონი შევუთანხმდი. . . :)

არიქა აბალდუი უკვე კაი ხანია გველოდებაო და საერთო ფოტო არ გადაგვაღებინეს გერგეტის ფონზე. . .
არა და ინტელს უკვე გამზადებული ჰქონდა შტატივი. . .
ასე გავეშურეთ სტეფანწმინდას . . .

ხო მართლა გიოს ეტყობა ღამით კარგა გვარიანად შესცივდა და გაყოლია გზას მყინვარისაკენ ისე რომ არც არავინ გავუფრთხილებივართ. . .
ცოტა არ იყოს და შეაგვიანდა. . . ვინერვიულეთ მისი დიდი დროით არ გამოჩენის და მასთან ვერ დაკავშირების გამო. . .
შემდეგ ყველა გაჩერებაზე მას სადღაც ზევით ვეძებდით ვიცოდით რომ რომელიმე მწვერვალის დასაპყრობად იქნებოდა გასული. . .
ასე იყო თითქმის ყველგან მერე კი. . . თამუსიამ უთხრა: ”-მართალია ძალა გერჩის, მაგრამ იქნებ შეგვიბრალო და არ გვანერვიულო”-ო. . .:)



გზად ყაზბეგისაკენ იმდენი ამომავალი მანქანა გვხვდებოდა გერგეტს რომ ცოტაც და უკან ავბრუნდებოდით. . . უარზე არც არავინ იქნეობდა. . .


”-ასე ჯერ არავინ მომნატრებია”-ო აბალდუიმ გვითხრა შეხვედრის ჟამს აბა თუ მიხვდებით რატომო? . . :)

ანზორი მართლაც და შესანიშნავი მძღოლი აღმოჩნდა ჯერ რა გზებზე იარა და როგორ. . .
შემდეგ კი მისი იდეის წყალობით აღმოვჩნდით დარიალის ხეობაში. . .

დარიალს რომ მოადგები მაღალ მთის კალთებს,
იქ იწყება დალოცვილი ეგ ჩვენი მხარე,
ჩემი ტურფა საქართველო მზესთან ელვარე,
ერი პურადი-გულადი სტუმართმოყვარე. . .

”- ნახე ეს ხომ ის მონასტერია ქვევრმა რომ ხატი შეწირა?”
”- კი ისაა , ნახე ხატიც. . . ”
ასე გვიკვირდა და გვიხაროდა. . .

მე და გიომ კი ერთმანეთს გადავხედეთ და. . . ისედაც მთელი გზა სულთანას სიმღერის დასაწყისს ვღიღინებდით ზაფხულის ბოლო დღეების და გამო. . .

”მიდიან დღეები ზაფხულის . . .
ილევა , ილევა, ილევა. . .

დარიალის ხილვის ჟამს კი. . . ბოლომდეც ჩავუყევით. . .

დარიალში დელგმის დარად ვიჭრები
მივქრი ჯიქურ და პირ-ქარიც მჭექარობს
ქარაფებში ირხევიან ფიჭვები
შენს მიმოხვრას მაგონებენ მზექალო. . .”

საზღვარიო და. . . ზოგი ფეხს, ზოგი ხელს და ზოგი კიდევ თავს ვყოფდით. . .
მესაზღვრე მგონი შევაშინეთ თავიდან. . . მერე მიხვდა რაშიც იყო საქმე და. . .
”-ტყუილად ნუ ირჯებით ეს ნეიტრალური ზონაა საზღვარი აქედან 5 კმ.-ში იწყება”-ო
აბა. . . ყურები ჩამოვყარეთ. . .

კლდეების სიდიადე მომნუსხველია. . . გავიწყებს თუ როდისმე თავი უბედურად გიგრძვნია. . . ან უგემურად გაგიღიმია. . .
გიჩნდება სურვილი მზესთან მიახლოების. . . მარტოობით დაღლილს ღმერთთან საუბრის. . .
შუა ზაფხულში დაგანახებს თოვლის ფანტელს და. . . უდაბნოში შეგახვედრებს შხაპუნა წვიმას. . .
მე განვიცადე შევიგრძენი ეს ყოველივე. . . ეს იყო ჩემთვის სიხარული. . . არა სასჯელი. . .

თერგი ვერ დავლიე რომ მეც თერგდალეული ვყოფილიყავი. . . :) რატომღაც ქვევით ვერ ჩავედი. . .

არ შემიძლია არ აღვნიშნო მესაზღვრეთა შესანიშნავი საპირფარეშო. . .
ვინც იყო დამეთანხმება რა ორიგინალურად იყო მოფიქრებული. . .
მთელი ფეკალური მასები რუსეთისაკენ მიემართებოდა. . .:)
ხოდა ასე ვიჯერეთ გული რუსეთზე . . . გვინდოდა თუ არ გვინდოდა მაინც ყველამ. . . :)

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 02 სექ 2008, 19:02
by ele
შემდეგ კი იყო აჩხოტი. . . ახალქალაქი. . . სნო. . . სიონი. . . ჯვრის უღელტეხილი ნაზვავებითურთ. . . მჟავე წყლები. . .


გუდაური. . .
ამ სამფლობელოს მბრძანებლის ხარხარის ძალით, ყოველ უაზროდ დაშორებულ შეყვარებულ წყვილზე თითო ქვა ემატება ამ არემარესო. . .
იმიტომაც ქვია გუდაურიო. . . ქვები კი ნამდვილად მრავალ იყო. . .
აქ ჩემი ქვებიც ოხრად ყრიაო აბალდუიმ. . .

ჰმ. . . ნეტა ჩემი რომელია? - გავიფიქრე
იქნებ აი ის ყველაზე დიდი. . . არა, ის ქვა არაა, ის უკვე ლოდია. . .
ან იქნებ აი ის სულ პატარა რა საყვარელია, ყველას თავზე მოქცევია და ამაყად იყურება. . .
მგონი ეღიმება კიდეც. . . ჩემები მალე შერიგდებიან და მეც მალე გავეცლები აქაურობასო. . .

ან იქნებ ჩემი ქვა აქ სულაც არაა, რადგან ის დაშორება უაზრო არ იყო და არც არავის გადაუხარხარია მასზედ. . .
სამახსოვრო ქვის ღირსნიც კი ვერ გავხდით? . . ახლა კი მე ვხარხარებ. . . მეხარხარება და . . .

ანანური. . .
აქ 1 წლის წინ ვიყავი ბოლოს. . .ხოდა ძველი მოგონებები გამეშალა თვალწინ. . .
არა აღარ ვიფიქრებ მათზე. . . ღრმად უნდა ჩაისუნთქო მაგ დროსო ასე მირჩიეს, ისე რომ გული შუბლთან იგრძნოო. . .
მთლად შუბლთან არ გამომდის მაგრამ ყელში ისე მებჯინება რომ. . . ნესტოები მებერება. . .


ლამაზიაო სიცოცხლე. . . თან რა ხანმოკლეაო სიცოცხლე. . .

”ხოდა ჩვენც რკინის ქალამნებით არ ვიაროთ. . . გვერდში დავუდგეთ დაჭრილსა და დაცემულს. . .
რომ ჩვენმა მომავალმაც ნახოს მადლი ქვაზე დადებული. . .

და ცხოვრება იქნება ალბათ თვით თავთუხისფერ ყანაში აქა-იქ გაბნეულ ცეცხლისფერ ყაყაჩოებზე მშვენიერი,
უფრო სურნელოვანი და ჰაეროვანი ვიდრე შავი ქლიავები ყვავილობის ჟამს. . .

ალბათ. . .”

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 02 სექ 2008, 19:46
by ele
ესეც ახალგამოღვიძებული თხაპნია და ნისლ-ღრუბლებში აელვებული მყინვარი. . .

Image

27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Posted: 02 სექ 2008, 19:50
by ele
ესეც მე


Image