სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by GOGONA » 05 სექ 2007, 09:32

ასო "დონ"-ის ჩვიდმეტი ვარიაცია
Image



User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by GOGONA » 05 სექ 2007, 09:37

ეთნოგრაფიული მუზეუმი ძალიან შთამბეჭდავია, მოკლედ, წადით, ნახეთ! :wink:
Image



User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by GOGONA » 05 სექ 2007, 10:03

ხერგიანის სახლ-მუზეუმი
Image

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by GOGONA » 05 სექ 2007, 10:07

ხერგიანის და. შემთხვევით შეგვხვდა ქუჩაში
Image

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by GOGONA » 05 სექ 2007, 10:13

მისტია-ლატალი ლენჯერის გზაზე უამრავი ეკლესია ვნახეთ, სახელები არ მახსოვს, ლამას გარეშე ამ სურათების დადებას მგონი აზრი არ აქვს

Image

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by GOGONA » 05 სექ 2007, 10:26

30-ში დილის 6 საათზე პანსიონური ყოფით შეღონებულნი :wink: და სამსახურში გამოსაცხადებლები დაგვემშვიდობნენ და თბილისს გამოეშურნენ.
უნდა ითქვას, რომ ნათიამ მაგრად ივაჟკაცა...
ჯერ იყო და საღამოს ქვეყნის წინდები დაქსოვა, მერე დილის ოთხ საათზე ადგა და მარშრუტკის ბილეთების რიგი დაიკავა წვიმაში, მერე მარშრუტკიდან ვიღაცეები ჩამოყარა აქაოდა ჩვენი ადგილები ნუ გიკავიათო :wink:
იქვე აღნიშნეს - ეს ვინ ყოფილა, მარშრუტკიდან სვანების ჩაყრა რომ მოახერხაო.
ერთი სიტყვით თვალცრემლიანები სველი ცხვირსახოცების ქნევით დავშორდით ერთმანეთს, გული დამწყდა პაატა რომ წავიდა თუ გაიქცა, მაგრამ რას ვიზამდი :cry:

დავრჩით

ლამა
აბალდუი
გუგა
ლოკოკინა
თამუნა
თამუნა
მე

და გაუდგნენ გზასა

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by ARCHILI » 05 სექ 2007, 10:27

Archil wrote:
თქვენთან დაკავშირებით რითი იყო საინტერესო, მაგი მაინტერესებს... ამხელა ხალხი ტყუილად იყავით? უშგულს ტელევიზორშიც გვაჩვენებენ ყოველდღე. ნამდვილად გვიხარია თქვენი სურათების დანახვა სვანური კოშკების ფონზე, მარა სხვა რამეც თქვით ხალხო....

არა რა.....

გააღვიძეთ აბალდუი...
=== ა.. ბატონო, გავიღვიძე, სამსახურშიც მოვედი და ვაგრძელებ კიდეც.. თავიდანვე ოფიციალურ განცხადებას ვაკეთებ, ვისაც არ სურს წაკითხვა, არ წაიკითხოს !!! პრეტენზიებიც არ განიხილება !!!
:wink:


ლაფსყალდი - სიწმინდეთა თავშესაფარი

სვანეთი რომ სიწმინდეთა თავშესაფარი აღმოჩნდა, ამაში ალბათ ყველა ჩვენგანი დარწმუნდა იქ ყოფნის დროს. ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ადგილი ლაფსყალდის ტაძარი აღმოჩნდა. იმედია, ბატონი პაატა დღეს უკეთ იგრძნობს თავს და შესაბამის ფოტოებსაც დადებს.

დილას ადრევე გავუდექით გზას, მე და ნათიამ გზაში მინი ფესტივალი ჩავატარეთ ქართულ, რუსულ, კინო და მულტსიმღერებიდან, აქტიურად გვეხმარებოდა მისი ძმა ალექსანდრე და ცხადია, ჩვენი ძმა ლამა ბატონი. მე ფეხის ტკივილები არ მასვენებდა და ტკივილით მიღებულ ენერგიას სიმღერებში გახარჯვას ვცდილობდი, რის გამოც "პირველი" ხმა დროდადრო ზომაზე მაღალი გამომდიოდა ხოლმე. გზა ლამაზი და საინტერესო იყო, ხეობები ხეობებს ენაცვლებოდა, დადორბლილი მდინარეებიც მოვიკითხეთ, ხიდზე შევჩერდით, გზაში ვინც კი შეგვხვდა ადგილობრივი მოსახლე, ისე მოგვიკითხავდა, თითქოს ძმა თუ არა ბიძაშვილები ვყოფილიყავით, წამსვე დახმარებას გვთავაზობდნენ, თითქოს ჩვენი რაიმე ემართათ..

ერთ-ერთ სოფელში, რომლის სახელი, ისევე როგორც სხვა მრავალისა, მე სამწუხაროდ არ მახსოვს, მასპინძლებმა მიგვიპატიჟეს ეზოში, მოგვასვენეს, ყავითა და ტკბილეულობით გაგვიმასპინძლდნენ, ხილი დაგვიკრიფეს და გამოგვატანეს. აქვე ლამას ნათესავს შევხვდით, ბერდიას, რომელმაც სხვა ადგილობრივ ძმებთან ერთად ლაფსყალდზე ასვლის კომპეტენცია იკისრა და ჩვენც დასვენების შემდეგ ლაფსყალდის ტაძრის გზას შევუდექით.

:arrow: :arrow: :arrow:
Last edited by ARCHILI on 05 სექ 2007, 10:31, edited 1 time in total.
Image



User avatar
uma
მაწანწალა
Posts: 372
Joined: 12 ივლ 2007, 11:59
Location: Tbilisi
Contact:
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by uma » 05 სექ 2007, 10:43

GOGONA

მადლობა საინტერესო სურათებისთვის :)

მუზეუმი მართლაც შთამბეჭდავია

კარგად დაგისვენიათ, ცუდია, რომ თქვენთან ერთად არ ვიყავი :(

სვანეთი შემი ოცნებაა

ვერა და ვერ მოვახერხე წასვლა :(

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09

Post by GOGONA » 05 სექ 2007, 10:58

ერთი დღის მერე იქნება
Image
მანამდე კი ეკლესიებია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]