სამგლე გოჭი ერთია და მეორეა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელიც უამრავია ჩვენს ისტორიოგრაფიაში
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009
guruli
სამგლე გოჭი ერთია და მეორეა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელიც უამრავია ჩვენს ისტორიოგრაფიაში

სამგლე გოჭი ერთია და მეორეა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელიც უამრავია ჩვენს ისტორიოგრაფიაში
- Sarajistka
- მაწანწალა
- Posts: 356
- Joined: 12 სექ 2008, 00:12
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009
ვანსკი, მანდ რომ შეტრიალებულიყავი და პირდაპირ მთებისკენ გაგეხედა, შატბერდს დაინახავდი, ოღონდ შატბერდს და არა ახალდაბას (ენი-რაბათს). და გზასაც დაინახავდი, რომელიც მიდის შატბერდისკენ, და არცთუ ისე მიუვალს.
მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009
Toma
კარგი საქმე გიქნიათ - მესიამოვნა.ბზა დავრგეთ საკურთხევლის კედელთან პირით რომ დადგებით მარცხენა კუთხეში.
- Sarajistka
- მაწანწალა
- Posts: 356
- Joined: 12 სექ 2008, 00:12
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009
ხოდა ზუსტად ეგაა საქმე გიდებს კი არადა მეგზურებს რომ დაყავთ მანდ ისე როგორც შატბერდში. ეგ შეცდომა დაუსვა თავიდან მეცნიერთა ნაწილმა. დღეს უკვე ის მეცნიერები აღაც კი საუბრობენ მაგ თემაზე, მეგზურთა და ტურისტულ კომპანიათა უმეტესობა კი, ტურში დებს მას როგორც შატბერდს, პრესტიჟია შატბერდს ნახვა კლარჯეთში როცა მიდიხარ.guruli wrote:chunaდღეს კი ერთი ოჯახიც არაა მანდ ქართული.ექვთიმეს ექსპედიციების დროს 1902 და 1907 წლებში აქ ჯერ კიდევ ქართული მოსახლეობა სახლობდა![]()
![]()
ახლა ქართული წარმოშობის ერთადერთი კაცია მაგ სოფელში.
სიტყვამ მოიტანა და თქვენთან არ გამოვიდა ეგ კაცი? იქვე ცხოვრობს ეკლესიასთან. ცოტა ასაკოვანი კი იყო, მაგრამ იმედია, ისევ ცხოვრობს...![]()
![]()
lama - რა წერის წერა შეგიჩნდა ამ შუაღამეზე, რას ატყდი სამგლე გოჭივით?![]()
გიდებს რაღას დაჰყავთ აბა მანდ ეგ ხალხი?!
Sarajistka - მაშინ რომ ბმულები დადე, რაღაც იქაც ვერ მომეჩვენა მთლად დამაჯერებელი მეცნიერთა დასკვნები. არსებითად, ისიც ვარაუდები იყო.
არგუმენტები შეიძლება არ მოგეჩვენა დამამატკიცებლად, მაგრამ მე კიდევ ვეცდები აღვწერო. აღარ მინდა ამ თემის ასე გაოფოფება. (თუმცა კი ვფიქორბ ეს ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი ნაწილია).
მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009
Last edited by chuna on 15 აპრ 2009, 08:48, edited 17 times in total.
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009
lama
ბჯოოოს - არ ამაყვირა ამ შუაღამეზე!!!
Sarajistka
და თქვენი აზრით, ეგ "შატბერდი" მაშინ რომელია სინამდვილეში?
და ვანსკი იქ სად დგას, სადაც შატბერდის გზა მიუთითე?
რა მაგის პასუხია და ეს ჩვენი კარაველი გოგჩოები რა თურქჩებივით მოკაზმულან იმ ჭრელა-ჭრულა თავსაბურავებში.
და მერე ამ შუაღამეზე გინდა გასწორო? მეცნიერულად არაა ჯერ დამტკიცებული და აცალეთ იმ ხალხს, ვინც იკვლევს - მათ შორისაც ხომ არაა ჯერ ერთსულოვნება?guruli
სამგლე გოჭი ერთია და მეორეა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელიც უამრავია ჩვენს ისტორიოგრაფიაში
ბჯოოოს - არ ამაყვირა ამ შუაღამეზე!!!
Sarajistka
რატომაა გაოფება? სულაც არა. უბრალოდ, მე ჯერ დასაბუთებული არგუმენტები არ მომისმენია და არც - წამიკითხავს.აღარ მინდა ამ თემის ასე გაოფოფება.
და თქვენი აზრით, ეგ "შატბერდი" მაშინ რომელია სინამდვილეში?
და ვანსკი იქ სად დგას, სადაც შატბერდის გზა მიუთითე?
რა მაგის პასუხია და ეს ჩვენი კარაველი გოგჩოები რა თურქჩებივით მოკაზმულან იმ ჭრელა-ჭრულა თავსაბურავებში.
- Sarajistka
- მაწანწალა
- Posts: 356
- Joined: 12 სექ 2008, 00:12
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009
guruli
ვანსკი დოლისყანასთან დგას, მის სამხრეთით, გადასახედი სადაცაა, იქ.
გაიხსნება თემა არგუმენტებით. ისე კი ბევრი ლიტარატურა არსებობს უკვე და მეცნიერებიც თითქმის უკვე აღარ დაობენ ამაზე, ვინც ყველაზე მეტად დაობდა, ისიც უკვე ხმას აღარ იღებს და ასე რომ ფაქტიურად შატბერდის საკითხი გადაწყვეტილია. მხოლოდ აღიარება და სიმართლის დანახვა უნდა.
ვანსკი დოლისყანასთან დგას, მის სამხრეთით, გადასახედი სადაცაა, იქ.
გაიხსნება თემა არგუმენტებით. ისე კი ბევრი ლიტარატურა არსებობს უკვე და მეცნიერებიც თითქმის უკვე აღარ დაობენ ამაზე, ვინც ყველაზე მეტად დაობდა, ისიც უკვე ხმას აღარ იღებს და ასე რომ ფაქტიურად შატბერდის საკითხი გადაწყვეტილია. მხოლოდ აღიარება და სიმართლის დანახვა უნდა.
მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009
Sarajistka
და მაგ მეორე შატბერდის ნახვა ტაოში წასასვლელად კიდევ ერთი დამატებითი სტიმულია.
სიამოვნებით წავიკითხავ.გაიხსნება თემა არგუმენტებით. ისე კი ბევრი ლიტარატურა არსებობს უკვე და მეცნიერებიც თითქმის უკვე აღარ დაობენ ამაზე, ვინც ყველაზე მეტად დაობდა, ისიც უკვე ხმას აღარ იღებს და ასე რომ ფაქტიურად შატბერდის საკითხი გადაწყვეტილია. მხოლოდ აღიარება და სიმართლის დანახვა უნდა.
და მაგ მეორე შატბერდის ნახვა ტაოში წასასვლელად კიდევ ერთი დამატებითი სტიმულია.
- Giorgi Bagrationi
- მაწანწალა
- Posts: 780
- Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
- Location: Tbilisi
- Contact:
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009
ენირაბათი ახალდაბაა და შატბერდიც იქაა სადაც უნდა იყოს.
ჯერ-ჯერობით ყველა მკვლევარმა ვინც თავისი თვალით ნახა შატბერდი აღიარა რომ ზუსტად ესაა და არა ენი რაბათის ეკლესია. უბრალოდ მანმდე მეცნიერებს ეს ადგილი ნანახი არ ჰქონდათ და შესაბამისად ვერც სწორ იდენტიფიკაციას ახდენდნენ. იგივე ნიკო მარს შატბერდი ხანძთა ეგონა. ენი-რაბათის შატბერდობა დათო ხაშტარიას კვლევებმა გაამყარა 90-იანი წლების დასაწყისში, რადგან ნამდვილი შატბერდის არსებობა არრ უწყოდა. "ახალი" შატბერდის იდენტიფიკაციაზე უამრავი გამამყარებელი არგუმენტია:
1. ეს ადგილი ბევრად უკეთ ერგება იოანე საბანიძისეულ ხანძთელის გზის აღწერას.
2. მის სიახლოვეს მდებარე სოფელს ეხლაც აგარაკს უწოდებენ (როგორც ხანძთელის დროს)
3. ეკლესიის არქიტექტურა ხანძთელის ცხოვრების პერიოდისაა, საპირისპიროდ ახალდაბის ეკლესიისა რომელიც ბევრად გვიანდელია და მის გარშემოთაც სამონასტრო ნაგებობების არანაირი კვალი არაა.
4. "ახალი" შატბერდის გარშემო უამრავი სამონასტრო ნაგებობათაკვალია, რომელთაგან გამოირჩევა უზარმაზარი სატრაპეზო, რომლის სიდიდეს აქამდე ცნობილი ვერც ერთი სატრაპეზო ვერ შეედრება.
5. რაც შეეეხება იმ აზრს, რომ ძნელად მისადგომიაო, ეს თანამედროვე გზების ხეობების ძირში გაყვანის გამოა, თორემ ჩვენ წინაპრებს გზები ქედ-ქედ და ხეობიდან ბევრად მაღლა გაყავდათ და სრულიად განსხვავებული გზათა სისტემა იყო. ძველი ნასოფლარების ადგილმდებარეობებიც უმეტეს შემთხვევაში ამას ადასტურებს.
6. მრავალ მეცნიერთაგან ცალკე მინდა გამოვყო ისტორიული გეოგრაფიის საუკეთესო სპეციალისტი დევი ბერძენიშვილი (რომელიც, სამწუხაროდ შარშან, ტაო-კლარჯეთის ექსპედიციაში ყოფნისას მოულოდნელად გარდაიცვალა) რომლის მოსაზრებაც "ახალი" შატბერდის უდავოობას აღნიშნავს.
7. და ბოლოს ტოპონიმი "შანიბერდ" როგორც მას იქაურები უწოდებენ.
ამდენი "დამთხვევა" მართლაც რომ ბევრზე მეტია

ძალინ მომეწონა, დავრწმუნდი რომ აუცილებლად უნდა წავიდე.....
სხვა ფოტოებიც დადეთ
სხვა ფოტოებიც დადეთ
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009
Giorgi Bagrationi
შებ გაიხარე ჩემო გიორგი! დიდი მადლობა! რას ნიშნავს რომ ბაგრატიონი ხარ!
სხვა თუ არაფერი შენი უშუალო მემკვიდრეობაა!
მე ჯერ კიდევ ნაპო ზაქარაიასთან ვნახე ეს ძეგლი ენირაბათად წოდებული, მაგრამ სიმართლე გითხრა, რომელსაც წავიკითხავ, იმისი მჯერახოლმე!
ირინე გივიაშვილთან სათაურიც კი ასე აწერია შატბერდი (ენი-რაბათი) და ილუსტრაციები ამ ტაძრისაა! რა გავიგო?
ამ ექსპედიციაში შენი დაც ყოფილა ნინო-მხოლოდ სურათებით ვიცნობ!
კიდევ ერთი კარაველი -გობეს და ჩემი მეგობარი კახა-თრეველიც (გაგლოშვილი) მათი წევრი ყოფილა!
ეს გამოცემა ყველაზე მეტად მომწონს! ეხლა კიდევ ჩავუჯდები და ყურადღებით წავიკითხავ!
შატბერდის ისტორიამ კიდევ მიმაბრუნა ამ მხარის უფრო ღრმად შესწავლისკენ!
აღდგომის მერე მე კიდევ მივდივარ ტაოში და ალბათ სარაჯისტკას წავიყვან! თუ უარი მითხრა მოვიტაცებ და ძალით წავიყვან!
გურულისა არ იყოს, ეგ საკმაო მიზეზია იქ წასასვლელად!
გურულიც ხომ არ მოვიტაცო? თუ თავის ნებით წამომყვება?

ჩემი ტაო-კლარჯეთი
უძველესი ქართული მიწა ტაო-კლარჯეთი_,,ბებერი ტაო”. ეს ჩვენი ტკივილია, ჩვენს სულში ღრმა ნაპრალია. დანაკარგია, რომელსაც ვერასოდეს შეეგუები. იქაურობის ხილვის შემდგომ კი კარგა ხანს ვერ ,,დაბრუნდები “ თბილისში. წამოსულს ფიქრი უკან გაბრუნებს, კადრებად ენაცვლება მეხსიერებაში ერთმანეთს იქაური სანახები, ულამაზესი ხეობები, მთები, ქედები_ თითქოს ერთად აღებულ მთელ საქართველოს უდრის ეს გასაოცარი მხარე.
ტაოში ყველაფერი ვეებერთელა, გრანდიოზულია. სულ სხვა განზომილებაა, სხვა მასშტაბები. არც შეიძლება ასე განსაკუთრებული არ იყოს წმინდა მამების ნამოღვაწარი. ,,ძმობის წევრთა” დაუღალავი შრომით აქ მომზადდა ქვეყნის გამთლიანების მყარი საძირკველი. Dდა აქციეს დიდ კულტურულ წალკოტად ერთ დროს უკაცრიელი, არაბებისგან ნაოხარი ქვეყანა.
ტაო-კლარჯეთი პირობითად ეწოდება, თორემ იგი მოიცავს არამარტო ამ ორ ისტორიულ პროვინციას, არამედ მთელ სამხრეთ_დასავლეთ ნაწილს საქართველოსი, რომელშიც რამდენიმე სამთავრო შედიოდა: შავშეთი, ერუშეთი, არტაანი, კოლა, ოლთისი, ისპირი, ბასიანი, აჭარა, სამცხე და ჯავახეთი. ძველ ქართულ წყაროებში ეს მხარე ,,ზემო ქართლად” იწოდება, რომელიც XVI ს-ში თურქებმა დაიპყრეს.
საქართველოს კულტურულ-პოლიტიკური აღმავლობა IX ს-ში სამხრეთ საქართველოდან იწყება და საფუძველი ეყრება ერთიანი სახელმწიფოს შექმნას, რაშიც უდიდესი წვლილი ქართველ მეფეებს მიუძღვით.
ტაო-კლარჯეთიდან იწყება ბაგრატიონთა საგვარეულო შტოს აღორძინება.
ქართველი ბაგრატიონები ბიბლიური მეფე დავითის ჩამომავლებად არიან მიჩნეული და მათ სამეფო გერბზე დავითის ქნარი და შურდულია გამოსახული. მრავალი საუკუნის განმავლობაში ბაგრატიონები ქართველთა სამეფო დინასტიის ერთადერთ წარმომადგენლებად გვევლინებიან. VIIIსაუკუნის 60-იან წლებში არაბებისგან ქართლიდან დევნილი ერის მთავარი ადარნასე და მისი შვილი აშოტი ტაო-კლარჯეთს აფარებენ თავს. დამოუკიდებელი სამთავროს შექმნა აშოტის სახელს უკავშირდება. ბიზანტიის იმპერატორი ყველანაირად ეხმარებოდა მას და კურაპალატის წოდებაც კი უბოძა.
აშოტ კურაპალატმა განაახლა ვახტანგ გორგასლის დროს აგებული არტანუჯის ციხე და სამეფო რეზიდენცია აქ გადმოიტანა. იგი ჭკვიანი და ენერგიული მმართველი იყო, რომელიც დიდი ენთუზიზმით მოეკიდა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეს. აღადგინა ძველი და დააარსა ახალი ქალაქები, ააშენა ციხე-სიმაგრეები, ხიდები, გზები, ეკლესია-მონასტრები.
ამ აღმშენებლობის საქმეში უდიდესი ღვაწლი მასთან ერთად მიუძღვის შუასაუკუნეების საქართველოს ყველაზე დიდი სამონასტრო მოძრაობის ინიციატორს გრიგოლ ხანძთელს.
ქართლის წარჩინებული ოჯახის შთამომავალი ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა. ,,საშოითგანვე დედისაით შეწირულ იყო მღრთისა დედისაგან თვისისა”. საკმაოდ ახალგაზრდა ეკურთხა მღვდლად, მაგრამ როცა ეპისკოპოსობა დაუპირეს, ,,ხორციელ დიდებას” განერიდა და ,,მეუდაბნოეს”ასკეტური ცხოვრება ამჯობინა.
780 წელს კლარჯეთს ჩავიდა. მას თან ახლდა დედის დისწული საბა, შემდგომში _ 826 წლიდან იშხნის ეპისკოპოსი, თეოდორე, რომელმაც 840 წელს დააარსა მონასტერი ნეძვში და ქრისტეფორე, რომელმაც იმავე ხანებში დააარსა კვირიკეწმიდის მონასტერი. ესე ოთხი ძმანი ,,ერთზრახვად შეკრულნი, ვითარცა სული ერთი, ოთხთა გუამთა შინა დამტკიცებული”, ოპიზის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში ჩავიდნენ და ორი წელი იქაურ მოძღვარ ამბა გიორგისთან დაჰყვეს. შემდეგ ხანძთელ მეუდაბნოეს, წმინდა ბერს, ხუედიოსს ეწვია და ძმებთან ერთად დაიწყო იქ მონასტრის მშენებლობა.
მათი დაუცხრომელი მოღვაწეობის შედეგია ,,ათორმეტ უდაბნოთა” აშენება.
ტაო-კლარჯეთი გადაიქცა ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ერთერთ უდიდეს კერად.

შატბერტი მხოლოდ სახელია
ტაძარი დგას
მშვენიერია და უძველესი
ჩემთვის საკმარისია!
ტაძარი დგას
მშვენიერია და უძველესი
ჩემთვის საკმარისია!
ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009
მშვიდობიან დაბრუნებას გილოცავთ, ხალხო! ძალიან ვისიამოვნე რეპორტაჟით, მართლა ძალიან სულისშემძვრელი და დიდებულია ტაო!
Keep Smiling...