Page 16 of 18

მცხეთის გარშემო....

Posted: 29 ოქტ 2008, 16:20
by qvevri
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 31 დეკ 2008, 14:06
by qvevri
ფრიადმა ხანმა განვლო მას შემდეგ, რაც ეს თემა აღარ გამიმდიდრებია და აი სულ რაღაც ნახევარი საათის წინ გავედი სვეტიცხოველში და გადავიღე შედარებით უცნობი ჩუქურთმა-ფრესკა-წარწერები. ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს. აქვე მინდა ვთქვა, რომ სვეტიცხოველი ძალიან დახუნძლულია ძალზედ საინტერესო წარწერწებით, ფრესკებითა და ჩუქურთმებით, როცა გამოიამინდებს შევეცდები(უკეთესია თუ ერთად შევეცდებით) გადავიღო და შემოგთავაზოთ.
მაშ ასე:
წარწერა სამხრეთის კარიბჭის თავზე. ეს წარწერა ძალიან დაზიანებულია, მაგრამ ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში წარწერა მთლიანად იკითხებოდა. წარწერა გალავანის აშენებას უკავშირდება და ერეკლეს მეფობის დროსაა ჩატანებული გალავანში.
Image
Image
შემდეგი და ძალიან მნიშვნელოვანი წარწერა, რომელიც გაკეთებულია გიორგი მეფის დროს(წარწერის თავში წერია--"მეფობა გიორგისა") ხოლო ბოლოში წერია--"ღმერთო შეიწყალე ნიკოლოზ მაღალაძე". ამ ნიკოლოზ მაღალაძის სახელსვე უკავშირდება ქვემო ნიჩბისისა და სასხორის საზღვარზე მდებარე ერთერთი ტაძრის აშენება. ტაძარი ძალზე მცირე ბაზილიკას წარმოადგენს და უხვადაა შემკული ფრესკებით
აგერ ისიც
Image
და მისი ფრესკებიც
Image
ამ ადგილას კი აი ასეთი საინტერესო ჩუქურთმაა, ამბობენ, რომ ეს თავად ამ ჩუქურთმების ოსტატის ხელიაო...
Image
ახლოდან
Image
Image
mg]http://s47.radikal.ru/i117/0812/00/5191861113df.jpg[/img]
ეს კი ტაძრის მარანია, მარანი მარტო ამ ადგილას არ არის არამედ სამხრეთითაცაა თანაც გაცილებით დიდი და უფრო კარგად შენახული
Image
ერთი ფრიად საინტერესო ფრესკა. როგორც დიდი ხნის წინ მითხრეს ამ წმინდანს ძალიან ლამაზი სახე ჰქონია, რის გამოც თურნე ნუ იტყვით და ხშირად ცდუნების წინაშე იდგაო, საქმე ცოდვით დაცემით არ დასრულებულა მისი სულიერი სიძლიერის გამო, ერთი კი სთხოვა ღმერთს, რომ მისთვის მგლის სახე მიეცა. როგორც ხედავთ უფალმა ისმინა მისი...
Image
ეს გახლავთ სამხრეთის ფასადზე ერთგვარი ნიშა. ეს ნიშა თურმე ღვთისმშობელს განასახიერებს. თუ დავაკვირდებით ნამდვილად შევამჩნევთ ყრმა იესოს ნიშის შუაში...
Image
მოკლედ ამით ვამთავრებ და მალევე დავბრუნდები.

მცხეთის გარშემო....

Posted: 09 თებ 2009, 09:45
by qvevri
ბევრმა წყალმა ჩაიარა, რაც მცხეთის გარშემოში აღარ შემომიხედია და აი სულ რაღაც გუშინ მე და ლეონტიმ(ოჯახებით) მუხლი გავმართეთ და თვალს წყალი დავალევინეთ. გავედით ბიწმენდში და ვნახეთ ორი მეტად საინტერესო ტაძარი( აქედან ერთი დედათა მონასტერი) ამ ადგილებში ნამყოფი ვიყავი, რაშიც ამავე თემაში დადებული სურათებიდან დარწმუნდებით მაგრამ ცოტა გავამეორ/გავაცოდნისდედავეთ :D
მაშ ასე: პირველი შეჩერება საგურამოს წყაროზ გვქონდა, რომელიც ზედაზნის ასახვევთანაა
Image
მივედით დედათა მონასტერში
Image
ამავე ტაძრის გვერდით შენდება გაცილებით დიდი ორნავიანი ტაძარი, მთავარი ტაძარი იქნება ივერიის კარის ღვთისმშობლის სახელობისა ხოლო ნავი ლომისას სახელობისა.
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 09 თებ 2009, 09:51
by qvevri
ლეონტი და მისი ჯალაბი
Image
მერე დედაოსთან ვისაუბრეთ ცოტა ხანს. ძალიან კარგი დედაო აღმოჩნდა, რომელიც მე შარშან ზაფხულს გავიცანი.
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 09 თებ 2009, 10:13
by qvevri
Image
შემდეგ ამ ტაძრის სანახავად წავედით, რომელიც მონასტრიდან დაახლ. 1.5 კილომეტრშია. წინა მისვლაზე ამ ჯვრების გადაღება დანავიწყდა, როგორებიც აქამდე არ მენახა.
Image
Image
ამ ტაძარში ერთი საფლავია რომელიც წინამძღვრიშვილს ეკუთვნის, ისე ტაძრის გარშმო სულ წინამძღვრიშვილები იყვნენ დაკრძალულები
Image
Image
Image
ის საღამო, რომელიც წინასწარ დაუგეგმავად დაიწყო ასე დასრულდა სახინკლე "თელაში" (საგურამო)
Image
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 09 თებ 2009, 10:21
by qvevri
ხოლო შაბათს კი მე და მარიამი ვიყავით არმაზი ძეგვის მიდამოებში. ძეგვში, ძველ უბანში, რომელსაც კოშკისუბანს ეძახიან დგას აი ეს ერთობ საინტერესო კოშკი, რომელიც საკმაოდ მდიდრულადაა ნაგები და გაფორმებული.
Image
Image
წარწერა
Image
ეს კი გახლავთ არმაზის წმ. ნინოს სახელობის ტაძარი, რომელიც რამოდენიმე წლის წინ აიგო.
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 09 თებ 2009, 10:25
by qvevri
დაბოლოს ხედი ამავე ტაძრიდან, რომელიც მტკვრისპირასაა. ამ სურათზე მოსჩანს ჩემს მიერ გაკეთებული მინიშნებები.
მინიშნება I-- ლევან გოთუას სახლი
მინიშნება II-- ვახტანგ რჩეულიშვილის სახლი
მინიშნება III-- ამ მთაზე არქაულ დროში იდგა ქალაქი სარკინე, რომლის ნაშთებს არქეოლოგები დღემდე პოულობენ .
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 02 მაი 2009, 19:01
by qvevri
მაშ ასე. დღეს სანამ კახეთში გავწევდი ეს სურათი გადავიღე ჩემივე თემის გასაცოცხლებლად.
ნახეთ რა ამაყად გადმოგვცქერის... ვინ იცის რამდენი რამის მომსწრეა... ვინ იცის რამდენმა წყალმა ჩაიარა მის ფერხთით... ალბათ რამდენჯერ გადმოუხედია ძველი მცხეთისათვის... ალბათ მეც რამდენჯერ შემიხედია დაღლილსა და დაქანცულს... ლამაზი და მედიდურია არა? ნეტავი ვისმა მარჯვენამ შეჰქმნა, დაილოცოს მისი მარჯვენა....
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 02 მაი 2009, 19:04
by qvevri
მოიცა მოიცა თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ამ ყაჩაღზე ვლაპარაკობ? მეტი საქმე არა მაქვს ვიღაცა მკვლელი და სისხლისმღვრელი აბრაგისა და შარაგზის ყაჩაღზე დავიხარჯო... მე გესაუბრებით აი ამ გამოქვაბულებზე, რომელიც ამ უბირი ადამიანის ძეგლის მაღლა მოსჩანს თორემ თქვენ გეგონათ არსენა ყაჩაღზე ვსაუბრობდი? არა ყმაწვილებო, თქვენ სცდებით.
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 02 მაი 2009, 19:09
by qvevri
შუა გამოქვაბულში არის (როცა ბოლოჯერ ვიყავი მანდ მაშინ ჯერ კიდევ იყო) არწივის ბუდე. დიდებული სანახავია და ნამდვილად ღირს იქ ასვლა. ურთულესი და ძნელი სავალია, მაგრამ მაინც...

მცხეთის გარშემო....

Posted: 02 მაი 2009, 21:38
by lama
qvevri
ძალიან საინტერესოა :)

გიორგი, მაგ ქედს ხომ მთლიანად სარკინეთის ქედს უწოდებენ?

შიო მღვიმის თავზეც მაგ ქედის ერთ-ერთი კალთაა ხომ?

და ძალიან მენიშნა და დამაინტერესა ჩუქურთმაში ჩაკარგულმა ოსტატის ხელმა, რომელიც პირველად ვნახე და რომელმაც ძალიან გამაოცა

გაიხარე დიდი მადლობა

მცხეთის გარშემო....

Posted: 02 მაი 2009, 21:52
by qvevri
lama
ეგ მართლაც სარკინეთის ქედია. ოსტატის ხელი შეუიარაღებელი თვალით ძალიან ძნელად მოსჩანს და ალბათ ხალხმაც იმიტომ არ იცის ამის შესახებ.

მცხეთის გარშემო....

Posted: 28 ივნ 2009, 20:17
by qvevri
ხოდა წეღან გამახსენდა, რომ დიდი ხნის წინათ დაგეგმილი გასვლა ჯერ კიდევ არ მქონდა შესრულებული და გავედი ერთი საათით მცხეთის გარშემო. ერთ ადგილას, კოდმანისა და სავანეთის მიდამოებში(მცხეთის თავზეა, დასავლეთით) მეგულებოდა უძველესი წყალგაყვანილობის სისტემა და სწორედ იქით გავწიე. მინდოდა ჩემთვის ორიოდე მილის წამომეღო და ჩემი კოლექცია გამემდიდრებინა. ქალაქი მცხეთა სასმელი წყლით მთებიდან მარაგდებოდა, რომელი მთებიც შიომღვიმის მიმართულებითაა. ამგვარი მილები კერამიკის ნაკეთობებს წარმოადგენენ და გარედან დადუღაბებულია კირხსნარით. ამგვარი მილები ჩემს ბავშვობაში მრავლად მინახავს ამ მიდამოებში და სიმართლე რომ გითხრათ ჯერ კიდევ მაშინვე მინდოდა ერთი ან ორი ცალის სახლში წამოღება. მოკლედ დღეს დავადექი გზას და წამოვიღე სამი ცალი მილი. ამის გარდა ვნახე კიდევ რამოდენიმე საინტერტესო რამ, რასაც აქვე გთავაზობთ.
Image
ჯერ ეს მილის თავი ვიპოვე და მერე დავიწყე მისი მოთხრა.
Image
ბევრი ვთხარე თუ ცოტა, სადი იყო და სად არა ველოსიპედით ჩამოიქროლა ქსოვრელმა, რომელმაც ჩემს დანახვაზე ისე დაამუხრუჭა, რომ ველოსიპედი ადგილზე გააცივა :D და ჩემთამ მოვიდა.
Image
სამი მილი მოვთხარე, ჩავაწყვე საბარგულში და გზა გავაგრძელე.
Image
ჩემგან ორასიოდე მეტრში დგას ღვთისმშობლის პატარა საყდარი(ბაზილიკა), რომელთანაც უძველესი ქვევრის ნატეხები შევამჩნიე.
Image
Image
ქვევრის გარეთა ზედაპირი კირით დადუღაბებული ჩანდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ქვევრი მეთერთმეტე საუკუნის აქეთა პერიოდს ეკუთვნის.
ეს კი თავად საყდარი, რომლის მარხცნივ მოსჩანს წმ. დემეტრეს ეკლესია ხოლო მთის წვერზე მარჯვნივ კი წმ. ნინოს ტაძარი.
Image
ხოლო ეს კი გახლავთ წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მშენებარე ტაძრი მცხეთის სასაფლაოებთან, შიომღვიმელისაკენ მიმავალ გზაზე.
Image
როგორია :?:

მცხეთის გარშემო....

Posted: 05 ივლ 2009, 15:40
by qvevri
გუშინ ვიყავი ჯვარზე და ერთი კაი მასალა ჩამოვიტანე ამ თემისათვის. მოკლედ ჯვრის მთაზე არის ერტი პატარა და ძალზედ ლამაზი ტაძარი, რომელიც სტეფანე პირველდიაკონი/პირველმოწამის სახელობისაა. (ამავე წმინდანის სახელს უკავშირდება მსხეთის ანტიოქიის ტაძარიც.) ამ ადგილას მოედინება ერთი უგემრიელესი წყარო, რომელიც წმინდა ნინოს ლოცვითაა აღმოცენებული. ამავე ადგილას მდგარა დიდი კვიპაროსი, რომელიც წმ. ნინოს სურვილით მოუჭრიათ და გაუკეთებია დიდი ჯვარი, რომელიც შემდეგ ჯვრის ტაძარის ადგილას დაუდგავთ. ამ ადგილზე შეიძლება უამრავი ვისაუბროთ, მაგრამ მოდით ჯერ სურათებით შემოვიფარგლოთ და დანარჩენი მერე იყოს. ტაძარი საკმაოს მცირე ზომისაა. იგი აღადგინეს დაახლეობით ათი წლის წინათ.
Image
ტაძარს თავიდან ძალიან ლამაზი ხის კარები ჰქონდა, მაგრამ კარები დაიწვა(როგორც ვიცი ძალიათ არ დაუწვიათ...)
Image
გადახურულია კრამიტით
Image
Image
პირველ ნომრად აღნიშნულია წყარო, ხოლო მეორე ნომრად კი თქვენ ხედავთ ჩემს მიერ დარგულ აკაკის ნერგს, რომელიც ასე 5-6 წლის წინათ დავრგე.
Image
ხედი ამავე ტაძრიდან, თქვენ ხედავთ ანტიოქიის ტაძარს.
Image
ეს კი უკანა გხის დროს.
Image
აი აქაა ტაძარი და წყარო. ამ წყაროს სვავენ ის დედები, რომლებსაც რძე არა აქვთ. ეს წყარო მაკურნებელი თვისებებით გამოირჩევა...
Image

უკანობისას ეს ხე ვნახე, რომელიც ადრეც მქონდა ნანახი, მაგრამ ვერ ამოვიცანი რა ხეა...
Image
ავედი ჯვარზე და გამოუდექი გზას...
Image

მცხეთის გარშემო....

Posted: 05 ივლ 2009, 17:00
by Tamari-ch.
qvevri
თბილისიდან როცა გახვალ მცხეთის გარშემო -
გადმოგვირეკე ხოლმე ერთი...
:D