New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007
ლურჯი ტბის შემყურე ნინია კარგა ხანს იყო ასეთ პოზაში 

New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007
აბალდუი აბუდელაურზე გააბუდელაურებულა და აბუდელაურში ჩააბალდუებულა 
ეს ენის გასატეხი აბალდუიმ მოიფიქრა და მთხოვა გადმომეცა, რომ ვინც ამას 100-ჯერ შეუცდომლად წარმოთქვამს აბალდუი მას აბუდელაურის ტბებზე ხელით აიყვანს

ეს ენის გასატეხი აბალდუიმ მოიფიქრა და მთხოვა გადმომეცა, რომ ვინც ამას 100-ჯერ შეუცდომლად წარმოთქვამს აბალდუი მას აბუდელაურის ტბებზე ხელით აიყვანს

New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007
მალე ჭაუხებზე ნისლი გადაიწურა და თვალწინ ასეთი ხედი გადაგვეშალა 

New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007
თეთრი ტბის გზაზე აბალდუი დაწინაურდა. ცოტა ხანში აბალდუის გახარებული შეძახილები მოგვესმა. მივედით და თოვლის ტბა დაგვხდა
უკან: თოვლზე გაწოლილი აბალდუი

უკან: თოვლზე გაწოლილი აბალდუი

New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007
თეთრი ტბისკენ მიმავალი გზაზე ძირითადად ნაშალ ლოდებზე და ციცაბო აღმართებზე მოგვიწია სიარული

New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007
მიუხედავად იმისა, რომ უკვე 6 საათი ხდებოდა და ვცდილობდით ჩქარა გვემოძრავა, რათა დაღამებამდე ჩაგვესწრო როშკაში ყოველი აღმართის ავლის შემდეგ ვისვენებდით 

ცოტა ბნელი სურათი გამოვიდა, მაგრამ მაინც დავდებ

ცოტა ბნელი სურათი გამოვიდა, მაგრამ მაინც დავდებ

New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007
გზად უამრავი ლამაზი მინდვრის ყვავილი შეგვხდა. ყველას გადაღებას ვერ ვახერხებდი, მაგრამ ამ ყვავილმა განსაკუთრებით მომხიბლა

New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007
თეთრ ტბაზეც ავედიიიით 

New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007
სამწუხაროდ ტბაზე ბევრი სურათი ვერ გადავიღე, მზე ჩადიოდა და ისეთი განათება იყო, რომ თვალს ჭრიდა. ასე რომ იძულებული ვიყავი თეთრი ტბის მხოლოდ ერთი ნაპირი გადამეღო.
ტბიდან უკან დავეშვით და გადავწყვიტეთ თუ შევძლებდით როშკამდე შეუსვენებლად გვევლო. უკვე საღამოვდებოდა და ჩვენ კი მხოლოდ მობილურების ფანრების ამარად ვიყავით დარჩენილები.
უკანა გზაზე იოლი გადასასვლელების ძებნაში ჯგუფი ორად გაიყო. ერთი არჩილი და ნინო (აბალდუი და ნინია) ერთ მხარეს წავიდნენ და მეორე არჩილი და ნინო (ნაია და არჩილი) კი მეორე მხარეს. თავიდან ხან ერთი ჯგუფი იყო წინ და ხან მეორე. თან ერთმანეთს გადაძახილებით ვეხმიანებოდით. შემდეგ მე და არჩილმა აბალდუი და ნინია დავკარგეთ
შორს შავად მოძრავი 2 წერტილი მოჩანდა და ჩვენც ჩავთვალეთ რომ ეს ორი წერტილი აბალდუი და ნინია იყო. რამდენჯერმე გავძახეთ და იქიდანაც გამოგვეხმაურენ. ცოტა რომ მივუახლოვდით ეს ორი წერტილი უცხო ქალი და კაცი აღმოჩნდა. ქალი ამბობდა რომ იასამნისფერ ტბაზე მიდიოდნენ. კაცი კი ამბობდა რომ ჭაუხებზე უნდოდათ გადასვლა (რასაც ქალი სასტიკად აპროტესტებდა 
მოკლედ, ამ უცნაურ წყვილსაც გვერდი აუარეთ და გზა გავაგრძელეთ. ამაზე საშინელ გზაზე არასოდეს მივლია. ბილიკის ნასახიც კი არ იყო. თავიდან ვცდილობდით ციცაბო დაღმართებს მოვრიდებოდით, მაგრამ მივხვდით რომ ეს დიდ დროს წაიღებდა და ამიტომ პირდაპირ დავეშვით თავქვე. ასეთი ექსტრიმი იშვიათად თუ მქონია ცხოვრებაში: ვეშვებოდით ლოდებით, შემდეგ გადავდიოდით დეკაზე, შემდეგ ისევ ლოდებზე. დროდადრო ვეცემოდით (უფრო მე
მაგრამ მაინც წინ მივიწევდით 
როგორც იქნა მივაღწიეთ ლურჯ ტბას, შემდეგ მწვანე ტბას. მაგრამ აბალდუი და ნინია არსად ჩანდნენ. გზად დრამერსა და მის ცოლს შევუარეთ და დავემშვიდობეთ.
კარგა ხნის სიარულის (უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა სირბილის-მეთქი) შემდეგ ბილიკის გასწვრივ დაბარებულივით აბალდუი და ნინიაც გამოჩნდნენ
აბალდუის ხელში ყვავილების თაიგული ეჭირა (მეორე დღეს ლიზის დაბადების დღე იყო). არ შეიძლებოდა ეს მომენტი რომ არ გადაგვეღო 

ტბიდან უკან დავეშვით და გადავწყვიტეთ თუ შევძლებდით როშკამდე შეუსვენებლად გვევლო. უკვე საღამოვდებოდა და ჩვენ კი მხოლოდ მობილურების ფანრების ამარად ვიყავით დარჩენილები.
უკანა გზაზე იოლი გადასასვლელების ძებნაში ჯგუფი ორად გაიყო. ერთი არჩილი და ნინო (აბალდუი და ნინია) ერთ მხარეს წავიდნენ და მეორე არჩილი და ნინო (ნაია და არჩილი) კი მეორე მხარეს. თავიდან ხან ერთი ჯგუფი იყო წინ და ხან მეორე. თან ერთმანეთს გადაძახილებით ვეხმიანებოდით. შემდეგ მე და არჩილმა აბალდუი და ნინია დავკარგეთ
მოკლედ, ამ უცნაურ წყვილსაც გვერდი აუარეთ და გზა გავაგრძელეთ. ამაზე საშინელ გზაზე არასოდეს მივლია. ბილიკის ნასახიც კი არ იყო. თავიდან ვცდილობდით ციცაბო დაღმართებს მოვრიდებოდით, მაგრამ მივხვდით რომ ეს დიდ დროს წაიღებდა და ამიტომ პირდაპირ დავეშვით თავქვე. ასეთი ექსტრიმი იშვიათად თუ მქონია ცხოვრებაში: ვეშვებოდით ლოდებით, შემდეგ გადავდიოდით დეკაზე, შემდეგ ისევ ლოდებზე. დროდადრო ვეცემოდით (უფრო მე
როგორც იქნა მივაღწიეთ ლურჯ ტბას, შემდეგ მწვანე ტბას. მაგრამ აბალდუი და ნინია არსად ჩანდნენ. გზად დრამერსა და მის ცოლს შევუარეთ და დავემშვიდობეთ.
კარგა ხნის სიარულის (უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა სირბილის-მეთქი) შემდეგ ბილიკის გასწვრივ დაბარებულივით აბალდუი და ნინიაც გამოჩნდნენ

New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007
Naia
გულს ნუ გაიტეხ, ტბის სურათები უამრავია

ვითომ შენ გადაიღეეეე

გზა ახალი შემართებით გავაგრძელეთ. მზე ნელ-ნელა ეფარებოდა ჭაუხებს და ბინდი წვებოდა. ჩვენ თავქუდმოგლეჯილი გავრბოდით ბილიკებზე და ვცდილობდით დაბნელებამდე როშკამდე ჩაგვესწრო. თუ ასვლის დროს ყოველ ქვას ვაკვირდებოდი და ფრთხილად ავდიოდით, ახლა ისეთი სისწრაფით ვეშვებოდით დაღმართზე რომ იმის დროც კი არ გვქონდა დავკვირვებოდით თუ სად ვადგამდით ფეხს. თან მობილურის ბატარეა თითქმის დამჯდარი იყო და ფანრების იმედად არ უნდა ვყოფილიყავით.
როშკის შესასვლელთად რომ მივედით უკვე კარგად ბნელოდა. მობილურის ფანარი თვალს გვჭრიდა და უფრო ართულებდა სიარულს. ამიტომ ვცდილობდით ფანრებ-გამორთულებს გვევლო. აბალდუიმ ხიდს დაუწყო ძებნა და ამ დროს წყლის მეორე ნაპირს ორი ფანრიანი მოუახლოვდა. ვერ წარმოიდგენთ ჩვენს გახარებას როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ეს ორი ადამიანი გოგონა და ლიზი იყვნენ, რომელთაც საკმაოდ შეშინებოდათ ჩვენი დაგვიანების და საძებნელად გამოსულიყვნენ

Last edited by Naia on 21 აგვ 2007, 16:10, edited 1 time in total.