შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
- konstantine
- იეტი
- Posts: 1243
- Joined: 23 ივნ 2008, 22:40
- Location: Katitsvera
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)
ვინმეს ხომ არ ახსოვს "თბილისა" სთან რომ ვიყავით, ზღვისდონიდან რა სიმაღლე იყო ეგ ადგილი?
konstantine
'74' '37' '29' '27' '01'
'74' '37' '29' '27' '01'
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)
ბოლო ნიშნული ლოდებზე ეწერა 3300 მეტრი, მერე იქიდან ზევიტ ალბატ 3400
იქნებოდა.
იქნებოდა.
Last edited by ლეონტი on 21 სექ 2010, 22:17, edited 1 time in total.
- konstantine
- იეტი
- Posts: 1243
- Joined: 23 ივნ 2008, 22:40
- Location: Katitsvera
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)
რაჭა ჩემო სიყვარულოოოოო!
რაჭა ჩემო სიხარულოოოოო!
ჩამოვედიიიიიი... მონატრებული სალამი ჩემს რაჭველებს ! მალევე მომიწია ქვეყნის დატოვება და ვეღარ მოვასწარი ჩემი შთაბეჭდილებების გაზიარება
ეხლა გადავხედე თემას თავიდან ბოლომდე და ისევ ისეთი სიყვარულით და სითბოთი სავსე ემოციები მომეძალა, როგორითაც დაგტოვეთ
აქამდე არ მომეცა საშუალება ჩავჯდომოდი კარავს და რაჭულ, დაუვიწყარ თავგადასავლებს.
კოსტა-პურტა, ძალიან მინდოდა პირდაპირი ჩართვების სერია გამეგრძელებინა და მარმარისიდან გამეკეთებინა კარავული ჩართვა, მაგრამ კარავი (შეიძლება თურქული ნეტიც) გაიბოტა და ცოცხალი თავით არ მომცა საშუალება ის შთაბეჭდილებები გამეზიარებინა, რაც თქვენთვის მინდოდა მეთქვა. უმაგრესი დღიურები გამოსულა კოსტია, სახალისო, კარგად საკითხავი. ნინუც, ლადო და თამუსია თქვენმა ფოტოებმა ხომ სხვა ელფერი შესძინა თემას.
რა მინდა ვთქვა... რაჭა ეს ის გასვლა იყო, რომელიც ჰაერივით მჭირდებოდა: ცოცვა, ფორთხვა, სიარული, უსასრულო იუმორი, სიმღერები-ცეკვები, კოცონთან და მთვარის შუქზე საინტერესო საუბრები, კარგი და ხალისიანი ადამიანების გაცნობა. (ამიტომ Jnosy -ს მადლობა ამ გასვლის დაგეგმვისთვის).
ჯერ მარტო მრავალძალის, ნიკორწმინდისა და ბარაკონის მოლოცვა რად ღირდა. არ დამავიწყდება მრავალძალის ულამაზესი მთები რამდენიმე ფენად რომ იშლებოდა ჩვენს თვალწინ; სიმწვანეში ჩაკარგული ბარაკონი; ნიკორწმინდის დამამუნჯებელი და მოქარაგმებული ჩუქურთმები. სხვების რა ვთქვა და ჩემში ერთმანეთს ენაცვლებოდა ტაძრის დანახვის პირველადი ემოციებით გამოწვეული სიმუნჯე და აღტაცების შეძახილები. იშხანი გამახსენდა უცებ, მაგრამ ჩუქურთმების მრავალფეროვნებამ იშხნის ორნამენტებიც გადაძალა. მთელი იქ ყოფნის განმავლობაში თავში სულ გალაკტიონის სტრიქონები მიტივტივდებოდა გონებაში: ,, გზნებით დამკარგავი გრძნეულ ჩუქურთმებით. . . რა ნიჭმა ააგო, რა მადლმა ააგო’’. . .
2010 წლის 26 აგვისტო ეს იყო რაღაც სულ სხვა... სხვა... გამორჩეული თავისი სირთულით, მუხტით, გარემოთი, თავგადასავლებით. ცხოვრებაში პირველად მეძინა მოსიარულეს, წამებში ვნახულობდი სიზმარს, ხან სიზმარში ნანახ ნაპრალებს ‘’live’’-ში რვიანებით ვუქცევდი გზას, ხანაც სხვადასხვა ემოციების გამომხატველი ნიღბები ინისლებოდა მიბინდულ გონებაში, ხანაც ნინიასთან სიზმარში დაწყებულ საუბარს ‘’live’’-ში ვამთავრებდი
შეიძლება ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ კატიწვერამ დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში და შემმატა საკუთარი თავისადმი რწმენა. მახსოვს, კატიწვერაზე ასულს ბევრი აზრი მიტრიალებდა თავში: თურმე შემძლებია, ეს სად ვარ, რა სილამაზეააა, აუ უკვე როგორ ყინავს, ნეტა ქვევით მყოფები რას შვრებიან... რა დამავიწყებს ლია დედის მიერ დატოვებულ პარკებში გახვეულები როგორ ვამარცხებდით სიმღერით და ხალისიანი განწყობით ირგვლივ მომძლავრებულ შემაწუხებელ სიცივეს და წვიმას, ისეთს ძვალ-რბილში რომ ატანდა და ორაყიც ვეღარ შველოდა
...რა დამავიწყებს სველ დეკიან ფერდობზე ღამით ‘’ანავარდება-ჩამონავარდებას’’. დეკის ჩაი მიყვარს და თან როგორ, მაგრამ იმ მომენტში ვერ ვიტანდი
(ეხლა ისევ მიყვარს). შეიძლება ითქვას, რომ ეს დღე იყო საკუთარი ნერვების და თავის დატესტვის.
მოკლედ, კიდევ ბევრს დაწერდა კაცი, მაგრამ ძალიან გრძელი პოსტი რომ არ გამომომივიდეს და წასაკითხად დასაზარებელი, ამ ეტაპზე დავამთავრებ ჩემს წერილს. არ ვიცი, რამდენად ბ ა ნ ა ლ უ რ ი ვიქნები და დაე თუნდ ვიყო
მართლა მიხარია, რომ ამ გასვლის მონაწილე ვიყავი და გავიცანი თბილი, ყურადღებიანი, იუმორით სავსე ადამიანები. 31-ში კოსტასა და იუბილარების - ნინიასა და კისკისას ხმები რომ გავიგონე, ცოტა დამაკლდა გამობრუნებას
იქ ძალაუნებურად, დღე არ გავიდოდა დათოს ისტორია არ გამხსენებოდა ,,მოპარაშუტე’’ ადამიანების დანახვაზე
მეც ავტვირთავ ჩემს ფოტოებს და თუ გზადაგზა რამე განსხვავებული გამახსენდება, იმასაც თან დავურთავ. როგორც აღმოვაჩინე, მიზარმაცია ფოტოების გადაღების მხრივ. ალბათ ამდენ აპარატს რომ ვხედავდი
მაგრამ რაც მოიპოვება ჩემს ფოტოტეკაში იმას მაინც გაგიზიარებთ 
რაჭა ჩემო სიხარულოოოოო!
ჩამოვედიიიიიი... მონატრებული სალამი ჩემს რაჭველებს ! მალევე მომიწია ქვეყნის დატოვება და ვეღარ მოვასწარი ჩემი შთაბეჭდილებების გაზიარება

კოსტა-პურტა, ძალიან მინდოდა პირდაპირი ჩართვების სერია გამეგრძელებინა და მარმარისიდან გამეკეთებინა კარავული ჩართვა, მაგრამ კარავი (შეიძლება თურქული ნეტიც) გაიბოტა და ცოცხალი თავით არ მომცა საშუალება ის შთაბეჭდილებები გამეზიარებინა, რაც თქვენთვის მინდოდა მეთქვა. უმაგრესი დღიურები გამოსულა კოსტია, სახალისო, კარგად საკითხავი. ნინუც, ლადო და თამუსია თქვენმა ფოტოებმა ხომ სხვა ელფერი შესძინა თემას.
რა მინდა ვთქვა... რაჭა ეს ის გასვლა იყო, რომელიც ჰაერივით მჭირდებოდა: ცოცვა, ფორთხვა, სიარული, უსასრულო იუმორი, სიმღერები-ცეკვები, კოცონთან და მთვარის შუქზე საინტერესო საუბრები, კარგი და ხალისიანი ადამიანების გაცნობა. (ამიტომ Jnosy -ს მადლობა ამ გასვლის დაგეგმვისთვის).
ჯერ მარტო მრავალძალის, ნიკორწმინდისა და ბარაკონის მოლოცვა რად ღირდა. არ დამავიწყდება მრავალძალის ულამაზესი მთები რამდენიმე ფენად რომ იშლებოდა ჩვენს თვალწინ; სიმწვანეში ჩაკარგული ბარაკონი; ნიკორწმინდის დამამუნჯებელი და მოქარაგმებული ჩუქურთმები. სხვების რა ვთქვა და ჩემში ერთმანეთს ენაცვლებოდა ტაძრის დანახვის პირველადი ემოციებით გამოწვეული სიმუნჯე და აღტაცების შეძახილები. იშხანი გამახსენდა უცებ, მაგრამ ჩუქურთმების მრავალფეროვნებამ იშხნის ორნამენტებიც გადაძალა. მთელი იქ ყოფნის განმავლობაში თავში სულ გალაკტიონის სტრიქონები მიტივტივდებოდა გონებაში: ,, გზნებით დამკარგავი გრძნეულ ჩუქურთმებით. . . რა ნიჭმა ააგო, რა მადლმა ააგო’’. . .
2010 წლის 26 აგვისტო ეს იყო რაღაც სულ სხვა... სხვა... გამორჩეული თავისი სირთულით, მუხტით, გარემოთი, თავგადასავლებით. ცხოვრებაში პირველად მეძინა მოსიარულეს, წამებში ვნახულობდი სიზმარს, ხან სიზმარში ნანახ ნაპრალებს ‘’live’’-ში რვიანებით ვუქცევდი გზას, ხანაც სხვადასხვა ემოციების გამომხატველი ნიღბები ინისლებოდა მიბინდულ გონებაში, ხანაც ნინიასთან სიზმარში დაწყებულ საუბარს ‘’live’’-ში ვამთავრებდი

მოკლედ, კიდევ ბევრს დაწერდა კაცი, მაგრამ ძალიან გრძელი პოსტი რომ არ გამომომივიდეს და წასაკითხად დასაზარებელი, ამ ეტაპზე დავამთავრებ ჩემს წერილს. არ ვიცი, რამდენად ბ ა ნ ა ლ უ რ ი ვიქნები და დაე თუნდ ვიყო

მეც ავტვირთავ ჩემს ფოტოებს და თუ გზადაგზა რამე განსხვავებული გამახსენდება, იმასაც თან დავურთავ. როგორც აღმოვაჩინე, მიზარმაცია ფოტოების გადაღების მხრივ. ალბათ ამდენ აპარატს რომ ვხედავდი

Last edited by LiBrA on 11 სექ 2010, 06:38, edited 1 time in total.
- konstantine
- იეტი
- Posts: 1243
- Joined: 23 ივნ 2008, 22:40
- Location: Katitsvera
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)
LiBrA
ლიბრუნია ბოშო... დაგვიბრუნდი...?
რაფერ ხარ, როგორ მოიარე მარმარისი....
მოგვანატრე თავი...
ლიბრუნია ბოშო... დაგვიბრუნდი...?
რაფერ ხარ, როგორ მოიარე მარმარისი....
მოგვანატრე თავი...
konstantine
'74' '37' '29' '27' '01'
'74' '37' '29' '27' '01'
- ninininuca
- მაწანწალა
- Posts: 336
- Joined: 08 ივლ 2009, 08:22
- konstantine
- იეტი
- Posts: 1243
- Joined: 23 ივნ 2008, 22:40
- Location: Katitsvera
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)
კარგად ყვები ლიბრა,
რამდენიც გაგიხარდება იმდენი დაწერე...
არავინ არის შეზღუდული მაგ ამბავში...
ასე რომ ველით გაგრძელებას....
რამდენიც გაგიხარდება იმდენი დაწერე...
არავინ არის შეზღუდული მაგ ამბავში...
ასე რომ ველით გაგრძელებას....
konstantine
'74' '37' '29' '27' '01'
'74' '37' '29' '27' '01'
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)
LiBrA
გენაცვალე ლიიიბრ
როგორ მოგვანატრე თავი
რა ლამაზად ყვები, მთელი შენი ემოცია იკითხება შენს ნაწერში. რომ ვკითხულობდი კიდევ ერთხელ ავირბინ-ჩამოვირბინე დეკიანი მთის ფერდზე, ოღონდ ამჯერად უფრო ხალისიანად
ყველა წუთი თავიდან დატრიალდა თითქოს, იქაურ სუნსაც კი ვგრძნობ
ძალიან მომენატრა ყველა და ყველაფერი რაჭული 
შთაბეჭდიელებების გაზიარება არ დაგეზაროს, უსასრულოდაც რომ გრძელდებოდეს არასდროს მოგვბეზრდება
გენაცვალე ლიიიბრ

რა ლამაზად ყვები, მთელი შენი ემოცია იკითხება შენს ნაწერში. რომ ვკითხულობდი კიდევ ერთხელ ავირბინ-ჩამოვირბინე დეკიანი მთის ფერდზე, ოღონდ ამჯერად უფრო ხალისიანად

შთაბეჭდიელებების გაზიარება არ დაგეზაროს, უსასრულოდაც რომ გრძელდებოდეს არასდროს მოგვბეზრდება

შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)
მადლობააა ბავშვებოო !
დღეს რა დადებითად დამმუხტეთ არ იცით
ხოდა, ეხლა არ მეძინება და ფოტოებს მაინც ავტვირთავ. ვეცდები შეძლებისდაგვარად ქრონოლოგიურად მივყვე.
დღეს რა დადებითად დამმუხტეთ არ იცით

ხოდა, ეხლა არ მეძინება და ფოტოებს მაინც ავტვირთავ. ვეცდები შეძლებისდაგვარად ქრონოლოგიურად მივყვე.
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)
პირველი ფოტო რაჭის გასვლიდან
ქსოვრელი და ჩვენი საყიდლების გრძელი სია

და ბარემ აქვე ვიტყვი და დავაფიქსირებ ჩემს ღრმა მოწიწებას და პატივისცემას ალექსისადმი. დაუზარელი ყველანაირ სიტუაციაში, რა უნდა გეთხოვა ალექსისთვის, რომ წარბი შეჭმუხვნოდა.
ალექს, მადლობა, რომ არ დაგეზარა და მდინარეზე წამომყევი დაკარგული ფულის საპოვნელად