ახლახან ჩამოვედი ლაგოდეხიდან.
შევხედე თემას და ყოჩაღ თქვენ, რამდენი ფოტო დაგიდვიათ
ოღონდ თან რომ მოყვეთ რაღაც-რაღAცეები, კარგი იქნებოდა.
მიხარია, რომ კმაყოფილები ხართ, ე.ი. ტყუილად არ მიწვალია ამ ტურის საკითხებზე
ვფიქრობ, რომ მაისში (მანამდე მგონი არ ღირს, ხოლო აპრილის ბოლოს სამეგრელოს ვგეგმავ) ჯიხოს ხეობაში, ანუ იქ, სდაც იორი უერთდება სიონს, მოვაწყოთ Fიშ-ტური და კიდევ უფრო წარმატებულად და საინტერესოდ.
სავარაუდოდ, აქედან პირველივე ავტობუსს გავყვებით თიანეთში, ჩAმოვალთ შავი მორევას ჩასახვევთან და ჩავალთ ჯიხოში, ჰოდა იქ დავბანაკდებით, ვითევზავებთ, მერე მეორე დილასაც ვითევზავებთ, შუადღის მერე ამოვალთ და ან ავტობუსს (რომელსაც, შესაძლებელია გავაფრთხილოთ წინასწარ, ვნახოთ) ან კიდევ დავიბარებთ მარშრუტკას და.. ეჰეიდა თბილისი..