tiko_r wrote:
მთამყვ,
ისევ ორსულად ხარ?
მეგონა უფრო ბარაქიანმუცლიანი ფოტო გამოვიდოდა

, ასეთი პატარაც არ იყო ჩემი ჩანთა
ვაგრძელებ რეპორტაჟს, თუმცა თიკოს ფოტოების მერე ამ ფოტოების დადება მრცხვენია
ეს შირვანშახებს სასახლის გვერდით მდებარე XIX საუკუნის მეჩეთია
ეს კიდევ მეჩეთის გვერდით კედელზე აყუდებული რარიტეტული მანქანა

თუმცა რარა რარიტეტული იმდენი ჟიგული დადის ბაქოში ძვირადღირებულ უცხოურ მანქანებთან ერტად რომ გადაირევით. იმ ძვირადღირებულ მანქანებამდეც მივალთ რეპორტაჟის ბოლოს
ეს შირვანშახების სასახლის გალავნის ჩუქურთმიანი თაღი
ეს თავად შირვანსახების სასახლე
შირვანშახები არაბული წარმოშობის მმართველთა შუა საუკუნეების პერიოდის დინასტიაა, რომელმაც პროტოაზერბაიჯანული სახელმწიფო შექმნა შემახში. შირვანშახების სახელმწიფოს მოსახლეობის ძირითად ნაწილს აზერბაიჯანელები (XI-XII საუკუნეებიდან) და ტატები შეადგენდნენ. სახელმწიფოს ოფიციალური ენა იყო არაბული და ირანული, ოფიციალური რელიგია-ისლამი. დინასტიის დამარსებელი გახდა აბასიდელი მხედართმთავარი იაზიდ იბნ მაზიად აშ-შეიბანი (801 წ.), რომელსაც უბოძეს აზერბაიჯანული მიწები მათი ხალიფატის შემადგენლობაში შესვლის მერე. დაახლ. 861 წელს შირვანის მმართველებმა შირვანშახების ტიტული მიიღეს და სუვერენიტეტი მოიპოვეს. შირვანშახების სახელმწიფო დიდად დაზარალდა 1235 წელს მონღოლთა შემოსევის შედეგად. მას შემდეგ შირვანშახები მონგოლეთის იმპერიის ვასალები გახდნენ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში შირვანშახები უზბეკური, თემურიდების სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდნენ. 1501 წელს შირვანული ქალაქი ბაქო აზერბაიჯანული, სეფევიდების დინასტიის მიერ იქნა დაპყრობილი.
შირვანშახების სასახლე (აზერ. ÅžirvanÅŸahlar sarayı) - შირვანის მმართველი შაჰების სასახლეა, რომელიც XV საუკუნეში იქნა აგებული. მისი აგება დაკავშირებული იყო შირვანშახების სახელმწიფოს დედაქალაქის შემახიდან ბაქოში გადმოტანასთან. სასახლე წარმოადგენს კომპლექსს, რომელშიც შედის დივანხანა (ოფიციალური სტუმრების მისაღები ადგილი), შირვანშახების აკლდამები, და 1441 წელს აგებული კარის მეჩეთი, აბანო და კარის მეცნიერის სეიდ ახი ბაკუვის მავზოლეუმი. 1964 წელს კომპლექსი მუზეუმად გამოცხადდა და "იუნესკოს" მიერ დაცული ძეგლების ჩამონათვალში შევიდა.
1501 წელსა სეფევიდების არმიის მიერ ბაქოს არების მერე ტაზარი გაიძარცვა. შირვანშახების მთელი საგანძური: იარაღი, აღჭურვილობა, საიუველირო სამკაულები, ხალიჩები, ძვირფასი ფარჩის ნაჭრები, იშვიათი წიგნები სასახლის ბიბლიოთეკიდან და ოქროს და ვერცხლის ჭურჭელი სეფევიდებმა თან წაიღეს. მაგრამ 1514 წელს ოსმანთა იმპერიის სულთან სელიმ I-სა და სეფევიდებს შორის გამართული ჩალდირანის ბრძოლის მერე, შირვანშახების ძვირფასეულობა თურქებს დარცათ, საბრძოლო ალაფის სახით. ამჟამად ეს ძვირფასეულობა თურქეთის, ირანის, ინგლისის, საფრანგეთის, რუსეთის და უნგრეთის სამუზეუმო კოლექციებშია თავმოყრილი. რამდენიმე ხალიჩა სასახლიდან ლონდონის ვიქტორია და ალბერტას მუზეუმში ინახება, ხოლო ძველისძველი ფოლიანტები სასახლის ბიბლიოთეკიდან თეირანის, ვატიკანის და პეტერბურგის წიგნსაცავებშია დაცული.