ეჰ, ერთ-ერთ წინა გვერდზე ისეთ სურათს წავაწყდი... პირდაპირ გულისგამგმირავს - არჩილის და მაიკოს ქორწილს... მაგისთვის ჩამოვიყვანე ეგ გოგო ფრანკფურტიდან? ზოგს რა ბედი აქვს პირდაპირ - მე მთელი 4 საათი გვერდით მეჯდა თვითმფრინავში, მაგრამ ფილმს უყურებდა ლეპტოპზე (არადა, საგანგებოდ მაგისთვის გადმოვჯექი პირველი სკამიდან სალონის შუაგულში), არჩილა კი ერთი საათით შეხვდა შატილში და... ღმერთმა აბედნიეროთ, კი არ მშურს, ისე ვლაპარაკობ...
ჰა, რა გაცინებთ, ვთქვი რამე სასაცილო?

არ დამიწყოთ ახლა, ყველაფერი დამსახურებაზეაო, რადგან ეგ ისედაც ვიცი და ამიტომ მინდა აქ სახეგაწბილებული და ნირწამხდარ-თავჩაქინდრული სმაილაკი.